ჩვენ მუდმივად გონებრივი ან ფიზიკური საქმიანობით დაკავებული ვართ, რის გამოც უბრალოდ ვერ ვამჩნევთ, თუ რა ხდება ჩვენ ორგანიზმში. ადამიანის სხეული ისეა მოწყობილი, რომ პრობლემის შესახებ ყოველთვის გვაფრთხილებს. თუ მას ვერ დავინახავთ ან დროულ რეაგირებას არ მოვახდენთ, შეიძლება სერიოზულ გართულებასთან გამკლავება მოგვიწიოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლების მუშაობის შეფერხება არ გამოგვეპაროს.
აი 14 მიზეზი, რომელთაც ორგანიზმში გვიგზავნის, თუ თირკმლები ცუდად მუშაობს.
1.ძილის პრობლემები
თირკმლების მიერ გადამუშავებული ტოქსინები ორგანიზმიდან შარდის სახით გამოდის. თუმცა თუ თირკმლები კარგად არ მუშაობს, ტოქსინები არ გამოდის და ორგანიზმში გროვდება. ტოქსინების მაღალი დონე ძილზე გავლენას ახდენს და უძილობას იწვევს.
2.აპნოეს სინდრომი
თირკმლების ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება აპნოე გამოიწვიოს, რომელიც ძილში სუნთქვის ერთ ან რამდენიმე შესვენებას იწვევს. ეს ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
3.საერთო დაღლილობა, შეციება, თავის ტკივილი და სისუსტე
თირკმლები სასიცოცხლო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ისინი ერითროპოეტინის (EPO) წარმოქმნის მიზნით D ვიტამინის გარდაქმნას ხელს უწყობენ. EPO არის ჰორმონი, რომელიც ერითროციტების წარმოებისთვის აუცილებელია. როცა თირკმლები 100%-ით არ მუშაობენ, EPO-ს წარმოება მცირდება, რაც ერითროციტების რაოდენობას ამცირებს.
სისხლის წითელი უჯრედები სხეულის ყველა ნაწილში ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე არის პასუხისმგებელი. როცა ნაკლები ერითროციტი იწარმოება, მთელ სხეულში ნაკლები ჟანგბადის ტრანსპორტირება ხდება, რაც თავის მხრივ კუნთების და ტვინის სწრაფ დაღლას იწვევს.
4.ანემია
თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებიდან 20-50%-ის შემთხვევაში ანემია ვითარდება. ის დაღლილობით, კანის ფერთმკრთალობით, სახეზე თეთრი ლაქებით და ძილის შემდეგაც კი დაღლილობით გამოიხატება.
5.მშრალი კანი და ქავილი
თირკმლები ორგანიზმიდან ნარჩენებს და ზედმეტ სითხეს აქრობს, ეს ერითროციტების წარმოებას ზრდის და ორგანიზმში მინერალების და საკვები ნივთიერებების რაოდენობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. როცა თირკმლები ბალანს ხელს ვერ უწყობს, კანი მშრალი ხდება. ჩნდება ჰიპერპიგმენტაცია, ანთება და მსუბუქი ყვითელი ფერი.
6.არა ჯანსაღი სუნთქვა და ლითონის გემო
თუ თირკმლების არასწორი მუშაობის გამო ორგანიზმში ტოქსინები გროვდება, ეს საკვების გემოს ცვლის და პირის ღრუში ლითონის გემოს ტოვებს. ცუდი სუნთქვა და ამიაკის სუნი კიდევ ერთი ნიშანია, რომ სისხლში ტოქსინებია დაგროვებული, თირკმლების პრობლემა მადაზე გავლენას ახდენს, მას გადაჭარბებული ჭამა და წონის არაჯანსაღი დაკარგვა მოჰყვება.
7.ქოშინი
ქოშინი კიდევ ერთ-ერთი ნიშანია. ეს ფილტვებში ჭარბი სითხის გამო ხდება. სხვა ფაქტორი რაც ქოშინს იწვევს არის ანემია, რომლის დროსაც ჟანგბადის სათანადო ტრანსპორტირება არ ხდება.
8.ხელების და ფეხების შეშუპება
ფეხების შეშუპება შეიძლება მჯდომარე ცხოვრების წესმა გამოიწვიოს, მაგრამ უფრო ხშირად ამის მიზეზი თირკმლების დისფუნქციაა. ჭარბი სითხის მოშორების პრობლემები იწვევს ნატრიუმის შეკავება, რომელიც ტერფის, ხელების და ფეხების შეშუპებაში გამოიხატება. ყურადღება! კიდურების შეშუპება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ვენური შეშუპებით, ღვიძლის დისფუნქციით ან გულის დაავადებებით.
9.ზურგის ტკივილი
ფეხის ან ზურგის ტკივილი შეიძლება იყოს თირკმლებში კისტებით, რომლებიც თირკმლების ცუდი მუშაობის ან თირკმლების პოლიკისტოზული დაავადების შედეგი შეიძლება იყოს. ტკივილი ჩვეულებრივ გულმკერდის ოდნავ ქვემოთ და მენჯბარძაყის სახსრის და საზარდულის არეში იგრძნობა.
10.გასიებული თვალები
თვალის გარშემო შეშუპება თირკმლების ფილტრაციის შესუსტებით არის გამოწვეული. თირკმლების სუსტი ფილტრაციის გამო პროტეინი შარდში ხდება და ორგანიზმში არ ნარჩუნდება, რომ მთელ სხეულში გადანაწილდეს. შარდით დიდი რაოდენობით ცილების გამოდევნა შეშუპების მიზეზი დება. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ნორმალურად იკვებებით, მაგრამ თვალის გარშემო მაინც შეშუპება გაქვთ, ექიმს მიმართეთ. რადგან ეს შეიძლება თირკმლების დაავადების ნიშანი იყოს.
11.მაღალი არტერიული წნევა
გამომყოფ სისტემასა და სისხლის მიმოქცევას შორის დიდი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. თირკმლები მცირე ნეფრონებისგან შედგება, რომელთა ფუნქციაც ჭარბი სითხის და ნარჩენების გამოდევნაა.
სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში ჟანგვადი და საკვები ნივთიერებები ნეფრონებზე არ ვრცელდება, რაც თირკმლების უკმარისობას და მაღალ არტერიულ წნევას იწვევს.
12.შარდის ცვლილება
თუ შარდის ფერი, სუნი ან სიხშირე შეიცვალა, ეს სახიფათო ნიშანია. ექიმს კონსულტანციისთვის დაუყონებლივ მიმართეთ, რომელიც თირკმლების ფუნქციების შესამოწმებლად ანალიზებს დაგინიშნავთ.
ხშირი შარდვა ღამით თირკმლების პრობლემის ნიშანია. ნორმალურია დღეში 4-დან 10-ჯერ შარდვა. თუ შარდი, პირიქით, ცოტაა, ეს შეიძლება თირკმლების უკმარისობის მაჩვენებელი იყოს. ჩვეულებრივ ხანგრძლივი ქრონიკული დაავადების შემდეგ ხდება.
13.ქაფიანი შარდი ან პროტეინურია
შარდის ბევრი ქაფი პროტეინურის ნიშანია, რაც შარდში ჭარბი ცილის მაჩვენებელია. ქაფიანი შარდი შარდის წნევის ან სხვა ფაქტორების გამო იყოს გამოწვეული, მაგრამ მუდმივად ქაფის არსებობის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
ქაფის ან ბუშტუკების შარდში აღმოჩენა ნიშნავს, რომ მასში არასასურველი ცილა არსებობს.
14.სისხლი შარდში
თუ შარდს სისხლი მოჰყვება ეს ყველაზე ცხადი მანიშნებელია იმის, რომ თირკმლები დაზიანებულია. ეს ჰემატურის ნიშანია. თუმცა მას სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც დადგენა სჭირდება. ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.
ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. თუ ერთ-ერთ ნიშანს მაინც ამჩნევთ, შესაბამისი ზომები მიიღეთ და კონსულტანციისთვის ექიმს მიმართეთ.