ცნობილი დიეტოლოგის, მიხაილ გინზბურგის თქმით, ყოველდღე 3 ჩაის კოვზი თაფლი შეგვიძლია მივირთვათ. დიეტოლოგი გიზიარებთ რეკომენდაციებს, როგორ მიირთვათ თაფლი სწორად. მისი თქმით, თაფლი ალერგიული პროდუქტია, თან ადამიანს თაფლზე ალერგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს იმის მიუხედავად, რომ ადრე ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული არ იყო. გარდა ამისა, თაფლი ბევრ ბუნებრივ შაქარს შეიცავს, და თუ თვლით, რომ შაქრის ნაცვლად თაფლის ჭამა უფრო სასარგებლოა, სერიოზულად ცდებით. ამ რისკებიდან გამომდინარე დიეტოლოგი ასახელებს თაფლის დღიურ ნორმას, რომელიც დღეში შეგიძლიათ მიირთვათ.
„რეკომენდებულია, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 2-3 ჩ/კ თაფლი მიირთვას, ხოლო გარკვეული დაავადებების შემთხვევაში მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი“ – ამბობს გინზბურგი.
ექიმი ამატებს, რომ ჭარბი წონის, დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს თაფლი მკაცრად დოზირებულად უნდა მიირთვათ, დღეში მაქსიმუმ ერთი ჩაის კოვზი. ალერგიულ ხალხს (თუნდაც თაფლზე ალერგია არ ქონდეს) დღეში მაქსიმუმ ნახევარი ჩაის კოვზის მიღება შეუძლია.
დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ თაფლი „სუპერ პროდუქტია“ მათთვის, რომლებიც ავადმყოფობის შემდეგ დასუსტებული ორგანიზმის გაუმჯობესებას ცდილობს. ნახშირწყლებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტი ძველი ენერგიის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.სპეციალისტი გაფრთხილებთ, რომ თაფლი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს.
„თაფლი შეიცავს მჟავებს, რომლებიც კუჭს აღიზიანებენ. სწორედ ამიტომ, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება წყლულოვანი დაავადების, ასევე გასტრიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს“.