მწვანილის თესლს დათესვამდე ხსნარში ვალბობ, რომ უკვე 2 კვირაში მოსავალი ავიღო

2228

ზაფხულში სუფრა ახალი მწვანილის გარეშე სრულყოფილი არაა. კამა, ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი ვიტამინებით მდიდარია, ამიტომ რაციონში ხშირად უნდა ჩართოთ. მწვანილი კერძს არომატულს და გემრიელს, თან სასარგებლოს ხდის. Vivien გასწავლით, როგორ გაზარდოთ კამა და ოხრახუში აგვისტოში. მეთოდი არა მხოლოდ ღია გრუნტზე, არამედ ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ სცადოთ. ახალი მწვანილის მოსავალი მთელი ზაფხული შეგიძლიათ აიღოთ. წვნიან და ახალ მწვანილს მიიღებთ, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს.

მარტივი წესი აგვისტოში მწვანილის გასაზრდელად – სანამ კამას და ოხრახუშს დათესავთ, ხელმისაწვდომი მეთოდით მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ. მაგალითად, ხის ნაცარი ან მარგანცოვკა გამოგადგებათ.

  • ხის ნაცარი: 1 ლ წყალზე 1 ს/კ ნაცარი დაგჭირდებათ. ხსნარი მოამზადეთ და 2 დღე გააჩერეთ. შემდეგ მწვანილის თესლი ნაჭრის ტომარაში ჩაყარეთ, შეკარით და ხსნარში ჩადეთ. საკმარისია 5-7 საათით ჩაალბოთ. შემდეგ ამოიღეთ და ღია გრუნტში ან ქოთანში დათესეთ.
  • მარგანცოვკა: ძალიან ცოტა მარგანცოვკა დაგჭირდებათ, ვარდისფერი სითხის მისაღებად წყალს აურიეთ. მასში მწვანილის თესლი რამდენიმე წუთით ჩაალბეთ. ახლა შეგიძლიათ დათესოთ.

ყლორტები მეხუთე დღეს გამოჩნდება. საუკეთესო მოსავლის ასაღებად დროულად მორწყეთ, გამოკვებეთ და მავნებლების წინააღმდეგ დაამუშავეთ. მიწა 20° C გამთბარი უნდა იყოს. ასე მწვანილს უკვე 2 კვირაში დაკრეფთ. ჩვენი ხრიკი გამოიყენეთ, თუ ახალი მწვანილის სეზონის გახანგრძლივება გსურთ. აგვისტოში კამის და ოხრახუშის გაზრდა ძალიან მარტივია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს