ცოლს გავუმხილე, რომ შვილების გარეშე ცხოვრება უფრო მომწონს

236

შეიძლება თუ არა, რომ მოსიყვარულე მამამ მამობა ინანოს? ალბათ, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ გსმენიათ. ძირითადად, ამ ტერმინს ახალგამოჩეკილი დედის მისამართით იყენებენ. ამ კონტექსტში კაცებზე თითქმის არ საუბრობენ. სულ ტყუილად, ახალი სოციალური როლის მორგება მათთვისაც რთულია. Vivien გიზიარებთ მამაკაცის უჩვეულო ამბავს, რომელსაც მამობაში იმედი გაუცრუვდა. ასევე გთავაზობთ რჩევებს, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია.

კარგი, მოსიყვარულე მამა – გია მისთვის იდეალურ ქალზე დაქორწინდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. შეყვარებულებს ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ და 6-თვიანი ყოველდღიური შეხვედრების შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს. 1 წლის შემდეგ მეუღლემ განაცხადა, რომ დედობისთვის მზად იყო. ამ სიახლით მამაკაცი გაოგნებული იყო, მაგრამ მარის იდეას მხარი დაუჭირა. იმ დროისთვის უკვე 30 წლის იყო და ფიქრობდა, რომ ბავშვის გასაჩენად იდეალური ასაკი ჰქონდა. როცა მარიმ ბავშვი გააჩინა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ახალშობილის მოვლა ადვილი არ იყო. ყველაფერი ახალი იყო. ბავშვის გამო ხშირად კამათობდნენ, პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდა. ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათ ქორწინებას მეორე ბავშვი გადაარჩენდა. გოგონა დაიბადა. ამით სიტუაცია არ გამოსწორებულა. მარი კარგი დედა იყო, წინა შეცდომები გაითვალისწინა. აი, გია ვერ მიხვდა, რა უნდა გააკეთოს კარგმა მოსიყვარულე მამამ.

მამობის პრობლემები – ერთხელ ძლიერ იკამათეს. იმდენად სერიოზულად, რომ გაბრაზებულმა მამაკაცმა თქვა, რომ შვილების ყოლას ნანობდა. აღიარა, რომ მათ გარეშე თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა. ამავდროულად, მისი ქალ–ვაჟი ძალიან უყვარდა და მზად იყო, რომ მათთვის ყველაფერი საუკეთესო მიეცა. მარიმ ეს აღიარება ღალატად მიიღო. უფრო მეტიც, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ყველაფერი შვილებს მოუყვა. წარმოიდგინეთ, როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გონება! ახლა გიამ არ იცის, რა გააკეთოს. ცოლთან და შვილებთან ურთიერთობის დალაგება სურს, მაგრამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებს. მამობა მისთვის რთულია. როგორ მოიქცეს ახლა?

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ამ ამბის გმირი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება. გია სწორად მოიქცა, რომ ცოლთან ყველაფერი აღიარა. მართალია, უხეში ფორმით გააკეთა, რაც კამათის მიზეზი გახდა. მამაკაცი ცოლს კიდევ ერთხელ მშვიდად უნდა გაესაუბროს. აუხსნას, რომ სინამდვილეში შვილები უყვარს, ოღონდ ახლა მძიმე პერიოდი აქვს. ზედმეტი არ იქნება, თუ ოჯახთან ერთად გატარებულ სასიამოვნო წუთებს გაიხსენებს. პრობლემა შეიძლება ბავშვებში არც იყოს. უბრალოდ გია ბედნიერებას პრინციპულად ვერ გრძნობს. შესაძლოა სამსახური არ მოსწონს. ეს კი ცხოვრებით კმაყოფილებაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს მომენტი უნდა გაანალიზოთ.  გიას მეუღლის მხარდაჭერა დასჭირდება, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრეს. იქნებ უმჯობესია, რომ ურთიერთობას ცოტა რომანტიკა შემატონ? მაგალითად, თვეში 2–ჯერ პაემანზე წასვლა. ამ დროს ბავშვები მშობლებთან ან სხვა ნათესავებთან დატოვეთ. გარდა ამისა, ძიძის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გიამ დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოს. რაიმე ჰობით დაკავდეს ან 1 დღით ქალაქგარეთ წავიდეს, რომ განმარტოვდეს. ეს გადატვირთვაში და ცუდი ფიქრების მოშორებაში დაეხმარება.