წიწიბურას მაღაზიაში აღარ ვყიდულობთ: მოულოდნელი მიზეზი

1655

წიწიბურას ბურღული ბევრი ადამიანის ყოველდღიური მენიუს ნაწილია. ეკონომიკური კრიზისის პატარა ნიშანზეც სუპერმარკეტის დახლებიდან წიწიბურას ბურღული ქრება. წიწიბურას კულტი მხოლოდ სსრკ–ს ყოფილ ქვეყნებში არსებობს, ხოლო დასავლეთში თითქმის არ მოიხმარენ. ეს დასაფიქრებელი ფაქტია: „იქნებ წიწიბურა ჯანმრთელობისთვის საზიანოა?“

რატომ არის წიწიბურას ბურღული საზიანო – როგორც აღორძინების ეპოქის ექიმი პარაცელსუსი ამბობდა, „ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია. მხოლოდ დოზა შხამს უხილავს ხდის!“ თუ ზომიერებას დაიცავთ და წიწიბურას დღეში 3–ჯერ არ მიირთმევთ, მაშინ უვნებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს გამოიწვევს. ითვლება, რომ წიწიბურა ხელს უწყობს შეკრულობას, ამიტომ საყვარელი ფაფა სალათთან ან უჯრედისის სხვა წყაროსთან ერთად მიირთვით. წიწიბურას ბურღულის ხშირი მიღება ორგანიზმიდან სასარგებლო მინერალების გამოდევნას ხელს უწყობს. მრავალწლიანი მონოდიეტა წიწიბურაზე ჰორმონალურ და ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. ზომიერება იცოდეთ!

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დღეში 150-200 გ წიწიბურას ბურღული სხვა პროდუქტებთან მონაცვლეობით მივირთვათ.

ალერგია წიწიბურაზე – წიწიბურას ბურღული ალერგიულ პროდუქტად არ ითვლება, მაგრამ ზოგიერთი გამონაკლისი არსებობს. წიწიბურის მიმართ აუტანლობის ყველაზე მეტი შემთხვევა იაპონიაშია დაფიქსირებული. იქ ეს უსიამოვნება მოსახლეობის 3,2%–ს აწუხებს.

წიწიბურის აუტანლობის სიმპტომები: კანის ქავილი და სიწითლე, გულისრევა, ღებინება, ცხვირის და თვალების ანთება, ხველა, სუნთქვის გართულება.

არის თუ არა ქიმია წიწიბურაში – დროდადრო ინტერნეტში იპოვით სტატიებს საშინელი ისტორიებით, რომ მინდორზე წიწიბურას სახიფათო პესტიციდით, გლიფოსატით ამუშავებენ. თითქოს, ამ შხამით სხვა მარცვლეულს არ ამუშავებენ. ხოლო ამ პესტიციდებით საერთოდ ყველა ცოცხალი არსება იღუპება, მათ შორის ფუტკარი, რომელსაც წიწიბურას თაფლი უნდა შეეგროვებინა.

სინამდვილეში, გლიფოსატი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდია მსოფლიოში. სარეველების წინააღმდეგ მინდვრებს ამ ჰერბიციდით უკვე ათწლეულები ამუშავებენ. ნივთიერება ადამიანებსა და ცხოველებზე მცირე გავლენას ახდენს და მხოლოდ პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში აყენებს ზიანს. გლიფოსატის კონცენტრაცია წიწიბურასა და სხვა მარცვლეულში უმნიშვნელოა.

რომელი წიწიბურაა უკეთესი: მწვანე თუ ჩვეულებრივი

არსებობს მოსაზრება, რომ მაღაზიაში ნორმალური წიწიბურა არ იყიდება. თითქოს, მხოლოდ ორგანული მწვანე წიწიბურა უნდა შეიძინოთ. სინამდვილეში, მწვანე წიწიბურასაც ორგანულ პროდუქტთან საერთო არაფერი აქვს. წიწიბურას ბურღულის დიდი წილი მაშინვე თერმულად მუშავდება. ასე უფრო დიდხანს ინახება. ასევე შემწვარი ბურღულის ფაფა უფრო ფხვიერი და გემრიელი გამოდის.

ვიტამინები თერმული დამუშავებისას იკარგება. თუ ჯანსაღ კვებაზე ნერვიულობთ, მწვანე წიწიბურა შეიძინეთ.

როგორც ხედავთ, წიწიბურას ბურღული ნებისმიერ სხვა საკვებზე უფრო საშიში არაა. თუ წიწიბურას კარგ ფასად ხედავთ, აუცილებლად შეიძინეთ. მისგან არა მხოლოდ ფაფა, არამედ ბევრი ორიგინალური კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს