იაპონური მეთოდი, როგორ მოაშოროთ სამზარეულოს პირსახოცებს ცხიმიანი ლაქები

745

თითოეულ დიასახლისს აქვს სამზარეულოს პირსახოცების პატარა ნაკრები, რომელსაც რეგულარულად იყენებს. სამწუხაროდ, ასეთი ნაწარმი ძალიან სწრაფად ჭუჭყიანდება. მასზე ჩნდება ყვითელი ლაქები, რომლის მოშორება ძალიან რთულია. რთული ამოცანაა, მაგრამ მოგვარება შეიძლება. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ სამზარეულოს პირსახოცებს ცხიმიანი ლაქები მხოლოდ ერთი საინტერესო მეთოდის გამოყენებით.მეთოდი, რომელიც პირსახოცს ეფექტურად წმენდს, იაპონიაში ძალიან პოპულარულია. აღმოჩნდა, რომ აზიელი ქალები არა მხოლოდ თავის მოვლის საკითხში არიან საზრიანები, არამედ სახლის დალაგებაშიც. მაღაზიის დახლებზე სხვადასხვა ეფექტური საწმენდი საშუალებების ქონის მიუხედავად უპირატესობას ნატურალურ საშუალებებს ანიჭებენ.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცი იაპონური მეთოდით – სამზარეულოს პირსახოცი იდეალურად სუფთა რომ იყოს, უბრალო სარეცხი ფხვნილით ვერ გამოძვრებით. სერიოზული ცხიმიანი ლაქა სჯობს იაპონური რეცხვის მეთოდით მოაშოროთ.

დაგჭირდებათ:

  • 10 ლ წყალი
  • 2 ს/კ მშრალი მდოგვი
  • 0,5 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. დიდ ქვაბში ცხელი წყალი ჩაასხით.
  2. ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მშრალი მდოგვი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ.
  3. ჭუჭყიანი სამზარეულოს პირსახოცები მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ. 12 საათით გააჩერეთ.
  4. შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ. ჯერ ცივი წყალი გამოიყენეთ, შემდეგ – ცხელი.
  5. სამზარეულოს პირსახოცებს გაშრობა აცადეთ. სასურველია, რომ აივანზე გააშროთ, რომ კარგად განიავდეს.

პატარა ხრიკი – ბევრ ადამიანს ამ ნარევში შემავალი სუფრის ძმრის სუნი არ მოსწონს, მათთვის ძალიან მძაფრია. თუ შესაძლებლობა არ გაქვთ, რომ პირსახოცი სუფთა ჰაერზე გააშროთ, კიდევ ერთი ინგრედიენტი გამოიყენეთ. მზა ხსნარს რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი დაუმატეთ. ასე ლაქების საწმენდ საშუალებას მსუბუქ ციტრუსის არომატს შემატებთ.ამ საწმენდი საშუალების დეტალური ინსტრუქცია აუცილებლად ჩაიწერეთ, რადგან ასეთი იაფი იაპონური მეთოდის გამოყენებით სამზარეულოს პირსახოცებს ქათქათა იერს დაუბრუნებთ. ძვირადღირებულ ლაქების ამომყვან საშუალებებს დაივიწყებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს