ამ სიტყვებით სატელეფონო ზარებს არასოდეს უპასუხოთ: სიტყვები, რომელიც ბედნიერებას გართმევთ

2701

თანამედროვე რეალობაში სატელეფონო თაღლითობა არ გამქრალა. იოლი ფულის მოყვარულები ყველგან და ყოველთვის არიან. მათთვის მორალურ პრინციპებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სინდისი არ აწუხებთ. Vivien გიზიარებთ თაღლითობის ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც ჩვენს ერთ–ერთ მკითხველს თავს გადახდა. ასევე შეგახსენებთ, რომელი სიტყვები არასოდეს უნდა თქვათ, როცა ტელეფონით უცნობს ესაუბრებით.

თაღლითების ზარები

“როგორ სცადეს ჩემი მოტყუება? მთავარი ფსონი ყველაზე გულმოწყალე ადამიანზე იყო. უცნობი ნომრიდან დამირეკა და თავი მოხალისედ გამაცნო. უნდა ვაღიარო, რომ მოხალისეები საზოგადოებაში ყოველთვის პატივისცემას და ნდობას იმსახურებდნენ. ფულს ყველაზე წმინდა, ბავშვებისთვის აგროვებენ. მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ნუთუ მოხალისეს იმდენი თავისუფალი დრო აქვს, რომ დაგირეკოთ და დაჟინებით დაგარწმუნოთ, რომ ფული საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოთ? როგორც მინიმუმ, უცნაურია.

საბედნიეროდ, სატელეფონო ცრემლიანი ისტორიებით ვერ მომატყუეს. ამის შესახებ დამრეკავს თავაზიანად შევატყობინე. გარდა ამისა, ყოველთვე ქველმოქმედებისთვის ფულს ვგზავნი. ხაზის მეორე ბოლოში მყოფი ბიჭი ცოტა შეყოყმანდა და მითხრა, რომ ახლა უფროსს დაუძახებდა, მაგრამ ამ დროისთვის ტელეფონი უკვე გამოვრთე. შემდეგ კულმინაცია დაიწყო. უფროსმა კეთილისმყოფელმა კეთილი ინება და გადმომირეკა. მან ხმამაღლა დამიწყო იმის მტკიცება, რომ მისი ფონდი ყველაზე პატიოსანია და, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არ არიან, რომ თავი იმართლონ. დიახ, იმდენად ვალდებულნი არ არიან, რომ თავად გადმორეკეს, რომ ამის შესახებ ეთქვათ.

ხანმოკლე კინკლაობის შემდეგ საუბარი დასრულდა. ტელეფონის ნომრის შემოწმების სპეციალურ პროგრამებში მას მიანიჭეს სახელი „თაღლითი“, „აფერისტი“, „გადამგდები“. საიტი, რომლის შესახებაც საუბრისას მითხრეს საშინლად და არარეალურად გამოიყურებოდა. თითქოს ნაჩქარევად გააკეთეს. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მსგავსი თხოვნებით კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დაურეკეს და თანხის გადარიცხვა სთხოვეს.”

არანაირი ციფრი და პაროლი – კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ ენდოთ მათ, ვინც გირეკავთ და თქვენი ბანკის თანამშრომლად გეცნობათ. შემდეგ თაღლითი ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ ბარათს საფრთხე ემუქრება, დაბლოკვა სჭირდება. არ დაუჯეროთ! მით უფრო ბარათის უკანა მხარეს დაწერილი ციფრები არ უთხრათ. თაღლითები ოსტატურად იყენებენ ტექნიკას, რომელიც ადამიანის ფსიქიკას აწვება. მაგალითად, სთხოვენ, რომ ტელეფონი არ გათიშონ და ბარათიდან მთელი თანხის დაკარგვით ემუქრებიან. მსგავს თავხედობას არ წამოეგოთ. ასეთ ადამიანს შეგიძლიათ უთხრათ მხოლოდ ერთი რამ: „თავად დავრეკავ ბანკში და დეტალებს დავაზუსტებ“. ამის შემდეგ აფერისტს კოვზი ნაცარში უვარდება.

აკრძალული სიტყვა – ეს სიტყვა ძალიან მოკლეა და ათასობით ადამიანი ყოველდღე იყენებს. მიხვდით, როგორ ჟღერს? უდავოდ, ესაა სიტყვა „დიახ“. ერთი შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ. ისე მოხდა, რომ თაღლითები ადამიანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო სრულყოფენ. თუ აბონენტი პასუხობს „დიახ“, ქვეცნობიერად თავდაცვით პოზიციაში ხვდება. შესაბამისად, თაღლითი თავდასხმაზე გადავა. მოტყუების უფლება არ მისცეთ. ვინაიდან უცხო ნომრიდან გირეკავთ, ჯერ მოუსმინეთ. დაე, ინფორმაცია გაგიზიაროს. ასე მანიპულირების უფლებას არ მისცემთ. გარდა ამისა, თავი სულელად წარმოაჩინეთ და ბევრი სულელური კითხვა დაუსვით. ადრე თუ გვიან, თავს გამოააშკარავებს, მაგრამ ატრაქციონი მხიარული იქნება.

სატელეფონო თაღლითობა – გირჩევთ, ეს სტატია გაუზიაროთ მეგობრებს და მათ, ვინც ინტერნეტის მოწინავე მომხმარებელი არაა. მაგალითად, ასაკოვანმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მსგავსი თაღლითობა არსებობს. გულწრფელად, ყველა ადამიანს არ შეუძლია, რომ თაღლითური სქემები დაიმახსოვროს. გაფრთხილება გვეხმარება, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გავხდეთ. ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, ფულს საბანკო ანგარიშზე ინახავს. წარმოიდგინეთ, რომ მზრუნველი ბანკის თანამშრომელი მილიონობით კლიენტს ურეკავს, პინკ კოდს და პაროლს სთხოვს. სასაცილოა, ასეა? სწორედ ამიტომ, აფერისტებს თავდაჯერებულად და მკაფიოდ ესაუბრეთ. ყოველთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს