ალბათ, ნებისმიერ დიასახლისს ერთხელ მაინც პური დაობებია. ცხელ სეზონზე ცომეულზე ობი განსაკუთრებით სწრაფად ჩნდება, ამიტომ მაცივარში ვინახავ. ოღონდ შევამჩნიე, რომ პურის გემო იცვლება და სწრაფად ხმება. ნაცნობს ჩემი პრობლემა გავუმხილე. მასწავლა სასარგებლო ხრიკები, რომელთა დახმარებით პროდუქტს დიდხანს შეინახავთ. თუ პური ობდება, ეს პრაქტიკული რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.
პური ობდება. 3 რჩევა სწორად შესანახად
- სწორი საპურის შერჩევა – ცოტა ხნის წინ ახალი, ლამაზი, მაგრამ პლასტმასის საპურე შევიძინე. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, მასში პური და ფუნთუშები სწრაფად იკარგება. სწორედ ამიტომ, ხის საპურის შეძენა გადავწყვიტე. ღვიის საპურე შევიძინე. რა თქმა უნდა, ძვირიანი ვარიანტია, მაგრამ ვინაიდან ობიან პურს აღარ ვყრით, დახარჯული თანხა სწრაფად ანაზღაურდება.
- ქვაბში შენახვა – ნაცნობმა პურის შენახვის საინტერესო მეთოდი მირჩია. უბრალო ქვაბში პურის შენახვა. ეს ვარიანტი ხის საპურის კარგი ალტერნატივაა. თავიდან პური სელის პირსახოცში გაახვიეთ, შემდეგ ქვაბში მოათავსეთ. 1 ვაშლი, კარტოფილი ჩადეთ, ცოტა მარილი და შაქარი ჩაყარეთ. შემდეგ ქვაბს თავსახური დაახურეთ.
- მარილით შენახვა – ეს განსაკუთრებული ხრიკი ყველაზე მეტად მომწონს. აღმოჩნდა, რომ პურცომეულზე ობი რომ არ წარმოიქმნას, მასთან ერთად პატარა კონტეინერით მარილიც უნდა შეინახოთ. ასე პროდუქტი დიდხანს გაძლებს. მარილი საპურეს სოკოს განვითარებისგან იცავს. ორი მწიკვი მარილი საკმარისია, რომ კარგი ეფექტი მიიღოთ. თუ გადააჭარბებთ, პურის გემო შეიძლება შეიცვალოს. გარდა ამისა, ნაცნობმა დააზუსტა, რომ საპურეს თავსახური კარგად უნდა ეხურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარილი უსარგებლო იქნება.
შეიძლება თუ არა გაფუჭებული პურის ჭამა – რა გავაკეთოთ, თუ ობი გაჩნდა, შეიძლება თუ არა გაფუჭებული პურის ჭამა? როცა პროდუქტს ნესტის მომწარო სუნი აქვს, ეს სოკოს განვითარების დაწყებაზე მიგანიშნებთ. ასეთ პროდუქტზე სჯობს უარი თქვათ. როცა პური სოკოთი დაინფიცირებულია, შიგნით მიცელიუმის განვითარება და ზედაპირზე ობის ნიშნების გამოჩენა თითქმის ერთდროულად ხდება. სწორედ ამიტომ, პური, რომელსაც დიდხანს ინახავდით, გამოყენების წინ დაათვალიერეთ და დარწმუნდით, რომ მასზე თეთრი ობის პატარა კვალიც არაა (1-1,5 მმ დიამეტრის შეიძლება იყოს).
პრაქტიკული რჩევების დახმარებით უკვე ვიცი, რა გავაკეთო, თუ პური დაობდა,. თუ ისე მოხდა, რომ პროდუქტი გაფუჭდა, მის მირთმევაზე უარი თქვით, რომ თქვენი ჯანმრთელობა დაიცვათ.