სიმინდს ვყინავ და ვაკონსერვებ, ტკბილი და რძიანი გამოდის, თითქოს ახალია

523

ზამთრისთვის შენახულ სიმინდში მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები უნდა იყოს შენარჩუნებული. ზოგჯერ შუა ზამთარში სიმინდის თავი ძალიან გვინდა, მაგრამ პრობლემას მაღაზიაში ნაყიდი დაკონსერვებული მარცვლები თუ გადაჭრის. Vivien 2 მაგარ მეთოდს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით სიმინდს პირვანდელი ფორმით შეინახავთ.სიმინდის დიდხანს შენახვის პირველი ვარიანტი – გაყინვა. აქ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, შაქრიანი ჯიშის გაყინვას გირჩევთ. მოხარშული და სალათებში შესანიშნავი იქნება. როგორც მთელი თავი, ასევე ცალკეული მარცვლები შეგიძლიათ გაყინოთ. მეორეც, სიმინდის ხელმეორედ გაყინვა რეკომენდებული არაა. მთელი თავისი გემო და სასარგებლო თვისებები შეიძლება დაკარგოს. სწორედ ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რამდენ სიმინდს გამოიყენებთ ერთ ჯერზე. შემდეგ ბოსტნეული პაკეტებში ჩააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ.

მომზადების პროცესი – სიმინდის მომზადება მარტივია. ყველა ზედმეტი ფოთოლი მოაშორეთ, თითოეული თავი გარეცხეთ და გააშრეთ. ახლა პაკეტებში ჩააწყვეთ და საყინულეში გაყინეთ. სიტყვაზე, სიმინდის თავები პატარა ნაწილებად შეგიძლიათ დაყოთ. თითოეული თავი შესაფუთ პარკში შეგიძლიათ გაახვიოთ. სურვილის შემთხვევაში, სიმინდი ჯერ მოხარშეთ, შემდეგ გაყინეთ. ასე საკმარისია, ბოსტნეული მოხარშოთ ან გაალღოთ, როცა დაგჭირდებათ. როგორც კი, მოხარშული სიმინდი გაცივდება, პაკეტებში გაანაწილეთ და საყინულეში შედგით.

ბოსტნეულის დაკონსერვება

ინგრედიენტები:

  • 1 კგ სიმინდი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ტკბილი ჯიშის სიმინდი შეარჩიეთ. რეცეპტი 1 ქილაზე (3 ლ) გათვლილია, სადაც ზუსტად 5-6 თავი სიმინდი ეტევა.
  2. სიმინდი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. ორი მხრიდან ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ. საჭირო მოცულობის წყალი აადუღეთ. ქვაბი მოამზადეთ, სადაც ქილებს სიმინდთან ერთად გაასტერილებთ.
  3. ღრმა ქვაბის ძირში ძველი, სუფთა პირსახოცი ჩააფინეთ. ზემოდან ქილები სიმინდით დააწყვეთ. თითოეულ ქილაში მდუღარე წყალი ჩაასხით და კოვზი მარილი და შაქარი დაუმატეთ. ქილები ქვაბში საშუალო ცეცხლზე 30 წუთით გაასტერილეთ.
  4. ქილები ქვაბიდან მაქსიმალურად ფრთხილად ამოიღეთ და მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და რამდენიმე დღე სიბნელეში გააჩერეთ. სიმინდი 2 წელი შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ გახსნის შემდეგ ბოსტნეულის ჭამა არ გადადოთ.

დაკონსერვებული და გაყინული სიმინდი სასარგებლო ვიტამინებს და გემოს ინარჩუნებს. როგორც ხედავთ, ამის გაკეთება მარტივი და სწრაფია. თან ბევრ სარგებელს შეიცავს. ფულსაც დაზოგავთ, თუ საახალწლო სუფრაზე საკუთარ სიმინდს გამოიტანთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს