საბჭოური ხრიკები: როგორ დააკონსერვოთ ქილები, თუ მოსახუფი თავსახურები არ გაქვთ

529

ახლა კონსერვების მომზადების სეზონი გახურებულია. ბევრ დიასახლისს აინტერესებს, როგორ დაზოგოს ოჯახის ბიუჯეტი. შეიძლება თუ არა მოსახუფი თავსახურების ალტერნატივის პოვნა ან არსებობს მეთოდი მის ხელახლა გამოსაყენებლად? ამ კითხვებზე პასუხებს Vivien–ის სტატიაში იპოვით.

აპარატი თავსახურების გასასწორებლად – აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი მოსახუფი თავსახურები მრავალჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ. საბჭოთა კავშირის პერიოდში მათ გასასწორებლად სპეციალური აპარატიც იყიდებოდა. ახლაც ასეთი მოწყობილობა ძველმანების ბაზარზე ან განცხადებების საიტებზე იაფად შეგიძლიათ იპოვოთ. გასწორებამდე თავსახურიდან რეზინის შემამჭიდროებელი რგოლი ამოიღეთ, შემდეგ თავსახურის კიდეები გორგოლაჭებს შორის მოათავსეთ და რამდენჯერმე სახელური მოაბრუნეთ. რეზინა უკან ჩასვით. თავსახური ხელახლა მოსახუფად უკვე მზადაა!

თუ ამ იდეამ დაგაინტერესათ, გახსოვდეთ, რომ ყველა თავსახურის ხელახლა გამოყენება არ შეიძლება. თავსახურის გასასწორებელ მოწყობილობასთან ერთად სპეციალური სახსნელიც უნდა შეიძინოთ, რომელიც თავსახურის ზედა ნაწილის დეფორმაციას არ დაუშვებს.

პოლიეთილენის თავსახურები კონსერვაციისთვის – ნეილონის თავსახურებისგან განსხვავებით პოლიეთილენის თავსახურები კარგ ჰერმეტულობას უზრუნველყოფს და სპეციალურად კონსერვაციისთვის შექმნილია. გამოყენებამდე დაახლოებით 15 წამით ცხელ წყალში ჩადეთ. ხშირად თბოთავსახურებს უწოდებენ. ასეთი თავსახურებიც პირობითად მრავალჯერადია. ხელმეორედ გამოსაყენებლად თავსახური ქილებს ფრთხილად მოხსენით. თავსახურებს ცხელი წყალი 10 წამით დაასხით, რომ პოლიეთილენი უფრო დამყოლი გახდეს. თუ თერმოთავსახური მოხსნისას დეფორმირდა, უმჯობესია გადააგდოთ და მომავალი კონსერვისთვის არ გამოიყენოთ.

ვაკუუმის თავსახური – მოსახუფი თავსახურების თანამედროვე ალტერნატივა – ვაკუუმის თავსახურები. საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულია, 200-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ძვირი ღირს. მათი ღირებულების მაშინვე ამოღებას ვერ შეძლებთ, დაზოგვას მხოლოდ რამდენიმე წელში დაინახავთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იაფ ვაკუუმის თავსახურებს ჰერმეტულობის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. პირველ გამოყენებამდე შემამჭიდროებელი რგოლი მოხსენით და ხიწვებზე ყურადღებით დაათვალიერეთ. თუ დაინახეთ, ბასრი დანით ფრთხილად გადაჭერით. ვაკუუმის თავსახურების ჰერმეტულობა წინასწარ შეგიძლიათ შეამოწმოთ. წყლით სავსე ქილას დააფარეთ, ჰაერი ამოტუმბეთ და შემდეგ დალუქული ქილა გადააბრუნეთ. თუ თავსახურში ჰაერის ბუშტები ატარებს, გამოდის გამოუსადეგარია.

მინის თავსახური – ბებიების კარადებში ეგზოტიკური ვარიანტიც შეგიძლიათ იპოვოთ. ესაა მინის თავსახური. მასთან ერთად ნაკრებში იყიდებოდა შემამჭიდროებელი რგოლი და ლითონის მომჭერი. თუ ყველა დეტალი მთელია, ასეთი ხუფით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ.

გაცვილული ქსოვილი – ძველად, როცა ქარხნული თავსახურები არ ჰქონდათ, მურაბის ქილებს ცვილში გაჟღენთილი ქსოვილით ხურავდნენ, შემდეგ თოკს მჭიდროდ ახვევდნენ. ეს ხრიკი დღესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ისეთ პროდუქტებზე, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. მაგალითად, მურაბა ბევრი შაქრით. გახსოვდეთ, რომ შაქარი კონსერვანტია და რაც მეტია, მით უკეთ ინახება მურაბა.

ინტერნეტ სივრცეში ბევრი რჩევა შეგიძლიათ იპოვოთ, თუ როგორ ააარიდოთ თავი მოსახუფ თავსახურებს, მაგრამ დარჩენილი ვარიანტები ძალიან ეგზოტიკური და შრომატევადია (მაგალითად, ქილები შეგიძლიათ ნეილონის თავსახურებით მოხუფოთ, შემდეგ ლითონის ცალუღით დაამაგროთ). გირჩევთ, თავი სისულელეებით არ გაივსოთ და გამოცდილ მეთოდებზე გაჩერდეთ. დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ, როგორიცაა, მაგალითად, ქილების სწორი სტერილიზაცია.