სააგარაკო სეზონი გახურებულია. სექტემბრამდე მიწაზე მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ხელებსა და ფრჩხილებზე უკვე უნდა იზრუნოთ. ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები ბაღ–ბოსტნის მოვლის შემთხვევაშიც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ. Vivien გიამბობთ, როგორ შეინარჩუნოთ მანიკური საყვარელ კვლებში მუშაობის დროს.
ძლიერი ფრჩხილები – მათ, ვინც მუდმივად აგარაკზე მუშაობს, კარგად იციან, როგორ გამოიყურება ხელები და ფრჩხილები ამის შემდეგ, ზაფხულში მანიკურზე უარის თქმა არავის სურს. პრობლემა მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ: სწორი მოვლით. გიზიარებთ რამდენიმე გამოცდილ საშუალებას.
- ხელთათმანი – ყველაზე თვალსაჩინო მეთოდი, რომ ხელები ჭუჭყისგან დაიცვათ. ხელთათმანი გაიკეთეთ. უბრალო ქსოვილი არ გამოგადგებათ, რადგან მასში მტვერი და მიწა გადის. ხელების მაქსიმალურად დასაცავად დამატენიანებელი კრემი წაისვით, შემდეგ ვინილის ან ნიტრილის ხელთათმანები ჩაიცვით, უკვე ზემოდან ჩვეულებრივი ნაჭრის ხელთათმანი. ასე ხელს მიწასთან კონტაქტი არ ექნება და კრემით გამოიკვებება. ხელთათმანში მუშაობა ყველასთვის მოსახერხებელი არაა. მით უფრო, სქელი ვინილის ხელთათმანის შემთხვევაში. ასე კანი შეიძლება გაოფლიანდეს, თუ დიდხანს იმუშავებთ. ნახეთ, კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ.
- საპნით დაცვა – ფრჩხილების ქვეშ ჭუჭყი ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა. ფრჩხილებში ჭუჭყი რომ არ დაგროვდეს, მუშაობის დაწყებამდე ფრჩხილებით საპონი ჩამოხეხეთ. ასე ფრჩხილსა და კანს შორის სივრცეს საპონი დაიკავებს და ჭუჭყი ვერ მოხვდება. თუნდაც რაიმე მოხვდეს, საპნით და წყლით ადვილად მოიშორებთ. თხევადი საპონიც გამოგადგებათ. მისგან თხევადი ხელთათმანი გაიკეთეთ. თხევადი საპონი ხელებზე წაისვით და გააშრეთ. ასე თხელი ფირი იქმნება, რომელიც კანს ჭუჭყისგან იცავს. ხელები ჭუჭყიანდება, მაგრამ შემდეგ უპრობლემოდ ჩამოიბანთ. სველ საქმეს მოერიდეთ, რომ დამცავი ფირი არ ჩამოირეცხოს.
- რა გავაკეთოთ, თუ მანიკური დაზარალდა – ასპროცენტიან დაცვას არც ერთი მეთოდი იძლევა. რა გავაკეთოთ, თუ მანიკური დაზიანდა? ასეთი მეთოდებიც არის. საღამოს, როცა ყველა საქმეს დაასრულებთ, ხელები პროცედურებით გაანებივრეთ. პირველ რიგში, მთელი ჭუჭყი მექანიკური მეთოდით შეძლებისდაგვარად მოიშორეთ. ფრჩხილების სახეხი გამოგადგებათ. თბილი წყალი თასში ჩაასხით, ცოტა საპონი დაუმატეთ და 10-15 წუთით ხელების აბაზანა გაიკეთეთ. ამის შემდეგ სკრაბი გამოიყენეთ, რომ მთელი ჭუჭყი კარგად მოიშოროთ. ზღვის მარილზე დაფუძნებული ნებისმიერი სკრაბი გამოგადგებათ. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ და ხელის კანზე შეიზილეთ. თუ ზღვის მარილი აგარაკზე არ გაქვთ, შავი მოცხარით სკრაბი გააკეთეთ. რამდენიმე კენკრა ხელზე კრემივით შეიზილეთ. ყავის ნალექიც გამოგადგებათ. თუ ყავის მოყვარული ხართ, ნალექი დაიტოვეთ და სკრაბად გამოიყენეთ. ჭუჭყი კარგად ამოყავს. სკრაბის შემდეგ დარჩენილი ჭუჭყი ხელსაწყოებით მოიშორეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
- ლიმონის ძალა – თუ ხელებზე ჩამჯდარი ჭუჭყი გაქვთ, ლიმონის წვენი დაგეხმარებათ. ნახევარი ლიმონი ჭუჭყიან ადგილებზე შეიზილეთ. ფრჩხილები ლიმონის რბილობში ჩადეთ. ლიმონი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა ხელის აბაზანას იკეთებთ. წყალს გახეხილი ლიმონი და ზღვის მარილი დაუმატეთ და მთელ სიბინძურეს მოიშორებთ.
ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევების გამოყენებით სუფთა და ძლიერ ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. იზრუნეთ ხელებზე და არ დაუშვათ, რომ ჭუჭყი კანში ჩაჯდეს. მანიკურის ოსტატი თქვენი მცდელობისთვის მადლიერი იქნება. მოვლილი ფრჩხილებიც გაგახარებთ.