რატომ არის დამარილებული ან მწნილი კიტრი რბილი? რას ვაკეთებთ არასწორად? ნებისმიერი მწნილის არსი ხომ ისაა, რომ ტექსტურა დიდხანს შეინარჩუნოს. დაკონსერვებულმა ბოსტნეულმა ჩვეული ფორმა და გემო უნდა შეინარჩუნოს, ხრაშუნა და გემრიელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, წარუმატებელი შემთხვევები ხშირია. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი იმედგაცრუება?
კიტრი რბილია –პირველ რიგში, კიტრის ჯიშებში უნდა გაერკვეთ. ზოგიერთი სახეობა დასამწნილებლად შესაფერისი არაა. თუ შესაძლებელია და ბოსტნეულს ბაზარში ყიდულობთ, გამყიდველს კიტრის თვისებების შესახებ გამოკითხეთ. გირჩევთ, რომ ასეთ ინფორმაციას თემატურ გვერდებზე გაეცნოთ, რომ კიტრის სახეობებში დამოუკიდებლად გარკვევა შეძლოთ, თუ ბოსტნეულს სუპერმარკეტში ყიდულობთ.გარდა ამისა, მაქსიმალურად ახალი კიტრი შეარჩიეთ და თითქმის მაშინვე მოხუფეთ. ცოტა ხნით წყალში შეგიძლიათ გააჩეროთ, მაგრამ დროის გაწელვას არ გირჩევთ. სხვა შემთხვევაში ნაკლებად ელასტიური და ხრაშუნა გამოვა.
სწორი რეცეპტი – ყურადღება მიაქციეთ, თუ რა რაოდენობის ინგრედიენტებს უმატებთ კიტრის თითოეულ ქილას. ზოგიერთი დიასახლისი თვლის, რომ ყველაფერში დამნაშავეა მარილის დაკლება ან ის ფაქტი, რომ იოდირებული მარილის ან სხვა დანამატების მქონე მარილის გამოყენება არ შეიძლება.რეცეპტი გადაამოწმეთ და ინგრედიენტების რაოდენობა დააზუსტეთ. შესაძლოა, ნამდვილად შეცდომა იყო დაშვებული. გარდა ამისა, საიმედოობისთვის კოვზი არაყი შეგიძლიათ დაუმატოთ და თითოეული ქილის ზემოთ ერთგვარი ბუდე გააკეთოთ. როგორც კი, ქილებს კიტრებით გაავსებთ, დაუმატეთ კაკლის, მუხის და პირშუშხას ფოთლები. მათი დახმარებით ყველა კიტრი მარილწყალში ჩაიძირება.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – „პირადად კიტრს ვაკონსერვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ეკოლოგიურად სუფთაა. ახლა თითქმის ყველა ხილ–ბოსტნეული ბევრ ნიტრატს შეიცავს. სწორედ ამიტომ, არაფერი სათანადოდ არ ინახება. თუ ინახება, ისეთი გემო არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. თავის დროზე ბოსტნეულში ნიტრატების არსებობის შესამოწმებლად სპეციალური მოწყობილობა შევიძინე. სასარგებლო ნივთია, რომელიც ხშირად მეხმარება. ყოველთვის ვიყენებ და არც ერთხელ არ უმტყუნია.ნატურალურ კიტრს ბევრ ნიორს და მწვანილს ვუმატებ. პირშუშხას, კამის, მოცხარის ფოთლებს და მდოგვის მარცვლებს ვიყენებ“, – გვწერს ერთ–ერთი მკითხველი.
მწნილი კიტრი რბილია – არის თუ არა სიტუაციის გამოსწორების შანსი, როცა კიტრი უკვე ქილაშია? დავუშვათ, დიასახლისს ეჭვი აქვს, რომ ბოსტნეული ძალიან რბილია. ამ შემთხვევაში ქილები დაკონსერვებიდან გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ გადააბრუნოთ. ასე მარილწყალი მაქსიმალურად თანაბრად განაწილდება.რეკომენდებული არაა ქილები კიტრით ბოლომდე გაავსოთ. გირჩევთ, ცოტა სივრცე დატოვოთ, რომ მარილწყალმა ქილაში თავისუფლად მოძრაობა შეძლოს და ბოსტნეული დაამარილოს. პირშუშხას ძირი აუცილებლად დაუმატეთ. ისიც ხელს შეუწყობს, რომ კიტრი მაგარი და ხრაშუნა იყოს.
რბილი კიტრი ქილაში – როგორც ჩანს, სანელებლების რაოდენობასა და ინგრედიენტების სისწორეში გავერკვიეთ. მინიშნებაც არის, როგორ ამოვიცნოთ დასამწნილებლად შესაფერისი კიტრი. ასეთი კიტრი ხორკლიანი, ოდნავ ეკლიანია. კიტრი, რომელსაც გლუვი გარსი აქვს, უმჯობესია სალათში გამოიყენოთ. კონსერვების მომზადების და მომარაგების სეზონი გაჩაღებულია. ამ თემაში მაქსიმალურად გაცნობიერებული უნდა იყოთ.