ყველაზე მეტად ფიზიკური ვარჯიშის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1412
ყველაზე მეტად ფიზიკური ვარჯიშის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
ყველაზე მეტად ფიზიკური ვარჯიშის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ფიზიკური ვარჯიშის სახეობა, რომელიც ინდივიდულურად შეგეფერებათ, საკმაოდ რთული საპოვნელია. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისებური ფიზიკური და ემოციური მახასიათებლები აქვს, შესაბამისად მათთვის განსაზღვრული ვარჯიშები უნდა შეირჩეს. იპოვეთ თქვენთვის იდეალური სპორტის სახეობა!

ვერძი – კონკურენტუნარიანი ნიშანია, რომელსაც დიდების სხივებში ბანაობა უყვარს. ჯგუფური ვარჯიშის დროს კონფლიქტი რომ არ შეიქმნას, რეკომენდებულია ვერძმა პირადი ტრენერი აიყვანოს. კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა – ველო-სავარჯიშო. ვერძს საკუთარ მიზნებზე ფოკუსირება ან სხვებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

კურო – ეს ნიშანი თავისი სიჯიუტით და სიმკაცრით არის ცნობილი, მაგრამ უფრო მეტად კომფორტის და ფუფუნების სიყვარულით. მას შეესაბამება სავარჯიშო ბანაკი ბუნებაზე, სადაც კურო ინდივიდუალური ვარჯიშის სახით საკუთარ თავს გამოიწვევს.

ტყუპები – მათ საკმაოდ ორპირი ბუნება აქვთ. ერთი მხრივ, ტყუპებს მაღალ ინტენსიური ვარჯიშები უყვართ. ვარჯიშების სწრაფი ცვლა ტყუპების მრავალფეროვან ხასიათს აკმაყოფილებს. მეორე მხრივ, მას პილატესი და იოგა უყვარს.

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს კირჩხიბი, მას მარტოობა არ უყვარს. ერთად ვარჯიში ამ ნიშნისთვის საუკეთესო იდეაა. კირჩხიბს ასევე მოეწონება ვარჯიში წყალთან ახლოს, მაგ., იოგა სანაპიროზე.

ლომი – ამ ცეცხლოვან ნიშანს საკმაოდ კონკურენტ უნარიანი სული აქვს. იდეალური ვარჯიში მისთვის – კიკბოქსინგი, ჭიდაობა ან მძიმე ტანვარჯიშია, რომელიც ლომის ენერგიას შეესაბამება. ლომს ასევე უყვარს სიმსუბუქე და გართობა, ამიტომ შეუძლია აირჩიოს ცეკვა ან ზუმბა.

ქალწული – ის დროს არ კარგავს და იდეალური ვარჯიში მისთვის სხეულის კონკრეტულ ნაწილზე კონცენტრირება წარმოადგენს. მისთვის საუკეთესოა სავარჯიშო  TRX. ასევე ბალეტის სავარჯიშოები მოეწონება.

სასწორი – თანასწორობის სურვილის გამო მისთვის საუკეთესოა კიკბოქსინგის მსგავსი ვარჯიშები. ეს მშვიდი და თავშეკავებული ნიშანი, რომელიც თავის ველურ „ძლიერ“ მხარეს უგულებელყოფს. საბრძოლო ხელოვნება მათ შინაგან მეს გააღვიძებს.

მორიელი – ჯიუტმა და ენერგიულმა მორიელმა ჭარბი ენერგია უნდა დახარჯოს. სირბილი – მისთვის შესანიშნავი არჩევანია, განსაკუთრებით ბუნებაში, რათა შესანიშნავი ფიზიკური ვარჯიში და ადრენალინის დახარჯვა უზრუნველყოს. კარგად შეესაბამება წყლის ვარჯიშები, რომ კუნთის თითოეულ ჯგუფზე კონცენტრაცია გააკეთოს.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის საუკეთესო სპორტსმენი. მას სხეულის, გონების და სუნის კომპლექსური ვარჯიშები მოსწონს. მისთვის შესაფერისია მაგ., პროგრამა PiYo, ანუ აქტიური კომბინაცია, რომელიც პილატესის და იოგას ვარჯიშებზე არის დაფუძნებული.

თხის რქა – მკაცრი და გაბედული ნიშანი. მისთვის ყველაზე უფრო კომფორტულია გრძელვადიან მიზანზე მიმართულებით მუშაობა. თხის რქისთვის რეკომენდებულია ტრიატლონი, მარათონი ან უბრალოდ სირბილი. ასეთი ფიზიკური აქტივობა მას შინაგანი სიმშვიფის მოპოვებაში დაეხმარება.

მერწყული – მას ჯგუფური ვარჯიშები მოსწონს, სადაც თანამოაზრებთან კომუნიკაციის  და საერთო მიზნისკენ მუშაობის საშუალება ექნება. მას გუნდის დახმარება სჭირდება, რომ თავი მაქსიმალურად მოტივირებულად იგრძნოს.

თევზები – როგორც კირჩხიბი, თევზებსაც წყალი იზიდავს. აქტიური ვარჯიში ცურვის დროს მათთვის იდეალურია. თევზებს ასევე მოეწონებათ იოგას ვარჯიშები. ასევე აუზის სავარჯიშოებთან მუშაობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს