ზაფხული კონსერვების მომზადების დროა. როგორც წესი, ბოსტნეულის ქილებში მოსახუფად მარილს ვიყენებ, მაგრამ წელს ექსპერიმენტები გადავწყვიტე. ბოსტნეულის დასაკონსერვებლად სხვა კონსერვატებს გამოვიყენებ. მარილის ბევრი ალტერნატივა არსებობს, რომელთა შესახებ Vivien გიამბობთ.მარილი ისეთივე კონსერვანტია, როგორც ძმარი, მდოგვი, ლიმონმჟავა ან თაფლი. ყველა ეს ინგრედიენტი მარილის მსგავსად კონსერვში ბაქტერიების გავრცელებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, კონსერვანტის არჩევა უფრო პირადი გემოვნების საკითხია. ფიტონციდების და ტანინების შემცველობის წყალობით ბოსტნეულს დაზიანებისგან იცავს მოცხარის, ყურძნის, პირშუშხას და ალუბლის ფოთლებიც.
კიტრის მწნილი მდოგვით – კიტრის შემთხვევაში არჩევანი დიდია. შაქარი, ძმარი, მდოგვი, სხვადასხვა სანელებელი – აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ პატარა კიტრი
- 2 ს/კ შაქარი
- 1,5 ს/კ ძმარი
- 1 ს/კ ხმელი მდოგვი
- 2-4 კბილი ნიორი
- 1 კონა კამა
- შავი წიწაკის მარცვლები
- დაფნის ფოთოლი
მომზადების წესი:
- სტერილური ქილის ძირში კამის ქოლგები ჩადეთ.
- ნივრის კბილები, წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ხმელი მდოგვი დაუმატეთ.
- ქილები გადარჩეული კიტრებით გაავსეთ.
- მარილწყალი ქვაბში ჩაასხით და აადუღეთ. შაქარი და ძმარი დაუმატეთ.
- ცხელი მარინადი ქილებს დაასხით და მაშინვე მოხუფეთ.
- გადააბრუნეთ, შეფუთეთ და სრულად გაგრილებას დაელოდეთ.
- გრილ ადგილას შეინახეთ.
პომიდორი საკუთარ წვენში უმარილოდ
პომიდორი უმარილოდ შეგიძლიათ შეინახოთ, რადგან ბუნებრივ მჟავას საკმარისად შეიცავს. სტერილიზაცია აუცილებელია.
ინგრედიენტები:
- მწიფე პომიდორი
- რამდენიმე ქოლგა კამა
- 3-4 კბილი ნიორი
- 2-3 შავი წიწაკის მარცვალი
მომზადების წესი:
- პომიდორი 2-4 ნაწილად დაჭერით. მაშინვე სუფთა, სტერილურ ქილებში ჩააწყვეთ. გასუფთავებული ნიორი, წიწაკა და კამის ქოლგები დაუმატეთ.
- მჭიდროდ ჩააწყვეთ, მაგრამ ზეწოლა საჭირო არაა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ნაყოფი წყლით უნდა დაიფაროს. ლიტრიან ქილაში 600-650 გრამი პომიდორი ეტევა.
- წყლით სავსე ქვაბი ქურაზე დადგით და 10 წუთით თავსახურები მასში გაასტერილეთ.
- წყალი წინასწარ გააცხელეთ და გააგრილეთ. ლიტრიან ქილაზე ზუსტად 500 მლ სითხე დაგჭირდებათ.
- ქილებს წყალი ყელამდე დაასხით.
- თავსახურები დაახურეთ და ფართო ქვაბში ჩააწყვეთ. წინასწარ ქვაბის ძირში სალფეთქი დააფინეთ. თბილი წყალი დაუმატეთ. ცხელი არ დაასხათ, რომ ქილები არ დასკდეს. ქურაზე დადგით.
- წყლის ადუღებას დაელოდეთ. შემდეგ დრო დანიშნეთ. 0,5 ლიტრიან ქილებს 12 წუთი სტერილიზაცია სჭირდება, ხოლო ლიტრიანს – დაახლოებით 17 წუთი.
- მითითებული ვადის შემდეგ ქილები მაშით ამოიღეთ. თავსახურები არ მოხსნათ, მაშინვე მოხუფეთ. გადააბრუნეთ, შეფუთეთ და გაგრილება აცადეთ.
- 1 დღეში კონსერვის სიმკვრივე შეამოწმეთ.
- თუ სტერილიზაცია ზუსტად შეასრულეთ, მაშინ ასეთი კონსერვი ბინის საკუჭნაოში კარგად შეინახება.
- გემრიელად მიირთვით და ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!