ივლისი, აგვისტო, სექტემბერი: რა ელის უკრაინას ამ პერიოდში ანა ეფრემოვის პროგნოზით

487

ანა ეფრემოვა ერთ–ერთი საუკეთესო უკრაინელი ტაროლოგი და ასტროლოგია. მისი პროგნოზები ყოველთვის ზუსტია. Vivien გიზიარებთ ანა ეფრემოვას პროგნოზს უკრაინის შესახებ. თუ ომიდან ძვირფას ადამიანს ელით, გაუძელით, თქვენ გვერდით ვართ!

ივლისის პროგნოზი – დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში 2022 წლის ივლისში? პასუხი – არა. უკრაინა სხვა ქვეყნების დახმარებაზეა დამოკიდებული. თუმცა ისინი ისეთ პირობებს მოითხოვენ, რაც უკრაინისთვის მიუღებელი იქნება.„ტერიტორიაზე სიტუაცია შეიცვლება. წარსულში დაბრუნება იქნება, ამავდროულად, აწმყოს განადგურება. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დაუბრუნდება. მოსალოდნელია სიტუაციის გაყინვა, ანუ ზოგიერთი ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია. შესაძლოა ტერიტორიები დავკარგოთ“ – ამბობს ეფრემოვა.მძიმე თვე იქნება. მოლაპარაკების იმედი არის, რომელიც შუა ივლისში უნდა ჩატარდეს.

„ის, რომ ოკუპანტი სრულ იზოლაციაშია, სიმართლეს არ შეესაბამება, არის ღალატი. მოსკოვის ლიდერს იდუმალი ევროპელი მოკავშირე ჰყავს, რომელიც ეხმარება. ბრძოლა სამართლიანი არაა. მალე ბევრი რამ ცხადი გახდება“.ასევე ვიღაცას გარედან (ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას) უკრაინის მიწების მოპოვების ინტერესი აქვს და ისინი ოკუპანტებს ფარულად ეხმარებიან.ანა ეფრემოვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს მოუწოდებს, რომ გაუძლონ, ილოცონ და იმედი იქონიონ, რომ მალე გათავისუფლდებიან. ეს ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ არა ახლავე.

აგვისტოს პროგნოზი – აგვისტოში უკრაინას დადებითი შედეგები ელის. ომის მთელი პროცესი არ დასრულდება, მაგრამ უკრაინა პატარა და კარგ გამარჯვებას მიაღწევს. ტერიტორიის ნაწილი დაბრუნდება.ქვეყანას, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, აგვისტოში შეიძლება რესურსების პრობლემები შეექმნას. ხალხი სიღარიბის და ცხოვრების პირობების გაუარესების გამო უკმაყოფილო იქნება. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებია მოსალოდნელი.მოლაპარაკებები ისევ იქნება, მაგრამ ვერც ერთი მხარე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწევს.

სექტემბრის პროგნოზი – შემოდგომის პირველი თვე მშვიდი იქნება, მაგრამ ომი არ დასრულდება. ზოგიერთ ტერიტორიებზე მძიმე მოლაპარაკებები გაიმართება.„რაღაც დიდი რომ შეაჩერო, რაღაც პატარა უნდა დათმო“ – ამბობს ტაროლოგი კარტების შემხედვარე, რომელიც სექტემბერზე გაშალა.გაგრძელდება თუ არა ომი უკრაინაში 2023 წელს? წლის პირველ ნახევარში – დიახ. კონფლიქტმა შეიძლება ფორმა შეიცვალოს: ლოკაცია, შეტევა, გარეგნობა. ეს რაღაც გრძელვადიანი ვალდებულებაა, რომელსაც თქვენ იღებთ.

2023 წლის იანვრის ბოლოს სატურნი თხის რქიდან მერწყულში გადადის. ამის შემდეგ ასტროლოგიური მოვლენები ნელ–ნელა შეიცვლება. უკრაინისთვის კარგი, სტაბილური შედეგია მოსალოდნელი. გამარჯვებისთვის შესაძლებლობებიდან მაქსიმუმს აიღებენ.შიმშილის შესახებ. მუშაობის შესაძლებლობა მკვეთრად შეიძლება შემცირდეს. დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ხელოვნურად შეიქმნება სიტუაციები, რაც დამატებით ფაქტორებთან იქნება დაკავშირებული.მთელი 2022 წელი უკრაინისთვის ომის მხრივ რთული იქნება, მაგრამ მცირე გამარჯვების სახით სასიხარულო შემთხვევებიც იქნება. ტაროლოგი გირჩევთ, რომ შესაძლებლობის მიხედვით მიწას დაუბრუნდეთ და ბოსტნეული და ხილი მოიყვანოთ.

„ზამთრისთვის კონსერვები მოამზადეთ, მომავალზე იფიქრეთ, ამასთან აქ და ახლა იცხოვრეთ. ბოროტებაც ღმერთის ნაწილია. ეს ცვალებადი დრო მადლიერებით უნდა მიიღოთ. ასე უფრო მეტი სიკეთე მოვა. გახსოვდეთ, რომ სიყვარული და სიკეთე ერთადერთია, რაც გადაგვარჩენს. უფალს თქვენს გულში ადგილი მიეცით. ასე შექმნილ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლით“.