როგორი უნდა იყოს ბოსტნეულის დაკონსერვება? ზოგი თვლის, რომ ეს რთული და ენერგიის მხარჯველი საქმეა. ვფიქრობთ, ყველამ უნდა იცოდეს ბოსტნეულის დაკონსერვება. ბოსტნეული დარგეთ, მოუარეთ, მოსავალი აიღეთ და ზამთრისთვის დააკონსერვეთ. ასე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებთ და სუპერმარკეტების იმედად არ დარჩებით. ამის სწავლა ღირს. ამ რეცეპტით ბევრი ბოსტნეულის შენახვას შეძლებთ. არა მხოლოდ კიტრი და პომიდორი, არამედ სტაფილო, ყაბაყი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ დააკონსერვოთ. შთამბეჭდავია, ასეა? ზამთარში შეგიძლიათ ქილა გახსნათ და ხრაშუნა კომბოსტო ან წიწაკა მიირთვათ და მხოლოდ ნაქები კიტრით და პომიდვრით არ შემოიფარგლოთ.
მომზადების პროცესი – პირველ რიგში, მომავალი კონსერვის ქილები მოამზადეთ. მინის ქილები კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. მინას სითხე ბოლო წვეთამდე უნდა მოაშოროთ. შემდეგ თითოეული ქილა გაასტერილეთ და კვლავ გაამშრალეთ. ბოსტნეულის და ქილების რაოდენობა თავად დაარეგულირეთ.
ინგრედიენტები:
- საყვარელი ბოსტნეული
- ნიორი
- პირშუშხას ფესვი
- დაფნის ფოთოლი
- სურნელოვანი წიწაკის ნარევი
მარილწყლის ინგრედიენტები:
- 3 ლ წყალი
- 4 ს/კ მარილი
- 7 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
- ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და მწვანილისგან გაწმინდეთ. ინგრედიენტების უმეტესობა შეგიძლიათ დაჭრათ. მაგალითად, კომბოსტო, ყაბაყი და წიწაკა. ბოსტნეულით სუფთა ქილები გაავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით.
- თითოეულ ქილას თავსახური დაახურეთ და მდუღარე წყლის გაცივებას დაელოდეთ. ამ დროში მარილწყალი მოამზადეთ. დიდ ქვაბში საჭირო რაოდენობის წყალი აადუღეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. თუ ბევრი ბოსტნეულის დაკონსერვებას აპირებთ, მარილწყლის კომპონენტების რაოდენობა შესაბამისად დაარეგულირეთ.
- გირჩევთ, ბოსტნეული პატარა ქილებში დააკონსერვოთ. როგორც კი, მდუღარე წყალი გაცივდება, თითოეული ქილიდან გადაასხით. ახლა ბოსტნეულს ცხელი მარილწყალი დაასხით. ცხელ წყალთან მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედეთ.
- როგორც კი, მარილწყალს ბოსტნეულის ქილებში გაანაწილებთ, თითოეულ ქილას 3 ს/კ ძმარი დაუმატეთ. ქილებს თავსახური დაახურეთ და სპეციალური გასაღებით მოხუფეთ. ასეთი კონსერვები ოპტიმალურ ტემპერატურაზე ჩვეულებრივ ოთახში შეგიძლიათ შეინახოთ.
მოსახერხებელი აღმოჩენა: ბოსტნეულის კონსერვაცია ზარმაცი და საქმიანი დიასახლისებისთვის – ბოსტნეულის ამ მეთოდით დაკონსერვა დროს ზოგავს. დავუშვათ, მაგიდაზე რაღაც უჩვეულოს გატანა გსურთ. პირველი ფიქრი: დროა მაღაზიაში გავიქცეთ? არა. სამზარეულოში ხრაშუნა ბოსტნეულის ქილა გელოდებათ. ხორცს, კარტოფილს და თევზს იდეალურად ავსებს. ფანტაზიას გასაქანი მიეცით. იმედი გვაქვს, რომ ასეთი გემრიელი ბოსტნეული მოგეწონებათ.