ექსპერტი განმარტავს, რატომ არის საზიანო ყოველდღე კენკრის სმუზის და წვენის დალევა

560

ენდოკრინილოგი ოლგა პავლოვა გიამბობთ, რა ზიანს მოგიტანთ კენკრის ფრეში და სმუზი, თუ ყოველდღე დალევთ.ზაფხული ახალი კენკრის და ხილის დროა. ყოველდღე ხილის სხვადასხვა ფორმით მიღების სურვილი იზრდება! მათ შორის სმუზის და ახალდაწურული წვენის სახით. ეს ხომ სასარგებლო ელემენტების ნამდვილი კონცენტრატია. სინამდვილეში, საქმე ასე მარტივად არაა.ექსპერტი ირწმუნება, რომ კენკრის სუფთა სახით მიღება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი წვენის მომზადება.

„კენკრაში ღირებულია ყველაფერი, მათ შორის უჯრედისიც, რომელიც წვენის დაწურვისას ჩენჩოში რჩება. წვენის დალევით ბანალურად ზედმეტს ვჭამთ: 1 ჭიქა ვაშლის წვენი 2–3 ვაშლი, ანუ დღიური ნორმაა. როგორც წესი, მხოლოდ 1 ჭიქას არ ვსვამთ“ – განმარტავს ექიმი.რაც შეეხება სმუზებს, სადაც უჯრედისი შენარჩუნებულია, უდავოდ, წვენზე სასარგებლოა.

„სმუზი გაცილებით უკეთესია, ვიდრე წვენი, თუნდაც იმიტომ, რომ უჯრედისი სისხლში მარტივი ნახშირწყლების შეღწევას ართულებს“.

საქმე იმაშია, რომ ხილი და კენკრა მაქსიმალურად რომ აითვისოთ, კარგად უნდა დაღეჭოთ და ნერწყვით დაალბოთ. კენკრის სმუზის მიღებისას საჭმლის მოსანელებლად ამ მნიშვნელოვან ეტაპებს ვტოვებთ.კენკრის წვენის და სმუზის დალევა შეიძლება, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვათ და ყოველი ჭიქის შესახებ გახსოვდეთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ნორმას კალორიების და ნახშირწყლების მხრივ გადააჭარბოთ. კენკრა ხომ ნებისმიერი ფორმით დესერტია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს