ადამიანის ორგანიზმი ძილში სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებს აღადგენს. ამისთვის დღეში 6-8 საათი ძილი საკმარისია. ყველა მშრომელ ადამიანს ასეთი ფუფუნება არ აქვს. გარდა ამისა, ორგანიზმს ძალების აღსადგენად დღის კონკრეტული მონაკვეთი სჭირდება. ამავდროულად, ძილის დროს სხეულის პოზა ხარისხიან დასვენებაზე გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ სახიფათო პოზებზე ძილის დროს, გასწავლით, როგორ დაიძინოთ სწორად სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
სხეულის პოზები ძილის დროს
- მუცელზე. ძილის დროს ყველაზე სახიფათო პოზაა. ამ დროს კისერი არაბუნებრივად შებრუნებულია, რის გამოც ტვინში სისხლის მიმოქცევა უარესდება. როცა ადამიანს მუცელზე სძინავს, ფილტვები შეკუმშულია და ჩასუნთქვისას სრულად არ იხსნება. ასე გული დასვენების ნაცვლად გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება, ხოლო მკერდზე ზეწოლა დეკოლტის ზონის ელასტიურობის და მიმზიდველობის დაკარგვას იწვევს. ექიმი ალექსი მამატოვი ასეთ პოზაზე უარის თქმისკენ მოგიწოდებთ. ამ პოზაში ძილის უფლებას მხოლოდ იდეალური ხერხემლის მქონე ადამიანებს აძლევს. მუცელზე ძილის შემდეგ მოსალოდნელია კისრის ტკივილი, ხელის დაბუჟება, რადგან ადამიანი ძილში გაუცნობიერებლად ხელს მუცლის ან თავის ქვეშ დებს. გარდა ამისა, ასეთი პოზის გამო შეიძლება თავის ტკივილი გამოიმუშავოთ. ამ პოზას უპირატესობაც აქვს, მაგალითად, ხვრინვის არარსებობა. მუცელზე წოლა ნებადართულია კოლიკის დროს, წყლულების ან გასტრიტის პრევენციისთვის. ღამით ბევრი არ ჭამოთ, თუ მუცელზე წოლას მიჩვეული ხართ. ბალიშის არჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით: რბილი, ბრტყელი და ელასტიური უნდა იყოს. ბალიშზე თავი სწორად უნდა დადოთ.
- ზურგზე წოლა. შედარებით უკეთესი პოზაა, მაგრამ არა იდეალური. ამ პოზაში ხელები და ფეხები გამართულია, ხერხემალი კომფორტულ მდგომარეობაშია, დაგრეხილი და მოღუნული არაა. ზურგზე წოლა სქოლიოზის და გულის პრობლემების დროს რეკომენდებულია. ასეთი პოზა ნაოჭებს თავიდან აგაცილებთ, რადგან სახეზე ნაკეცები და ნაოჭები არ იქმნება. ზურგზე წოლისას მოსალოდნელია სუნთქვის შეჩერება და წნევის რყევები. სამწუხაროდ, ამ პოზაში ადამიანს ხვრინვა ყველაზე მეტად ახასიათებს: ყბა ვარდება და სწორად სუნთქვას ხელს უშლის. ასეთ პოზაში წოლა ორსულებისა და ასთმიანებისთვის უკუჩვენებულია. ზურგზე წოლისას საშუალო სიმაღლის, ზომიერად რბილი ბალიში აირჩიეთ. ბალიში თავს უნდა აკავებდეს, მაგრამ ძალიან მაღლა არ უნდა ასწიოს.
- გვერდზე წოლა. ამ პოზაში სასუნთქი გზები არ იკეტება, მაგრამ ზოგჯერ მოსალოდნელია ხვრინვა. კისერზე და მკერდზე ნაკეცები ჩნდება, რომელიც მიმიკურ ნაოჭებში იზრდება. ბავშვებს უყვართ გვერდზე წოლა უკან გადაგდებული თავით. ასეთმა პოზამ შეიძლება არასწორი თანკბილვა გამოიწვიოს. ძილისთვის იდეალური პოზაა ემბრიონის პოზა, მაგრამ გარკვეული დეტალებია. ამ პოზაში სწორად რომ ისუნთქოთ, ფუმფულა და სქელი ბალიში გჭირდებათ. ექიმი ამბობს, რომ სხეულის სწორი პოზისთვის 5 ბალიშია საჭირო, მაგრამ ორსულების ერთი დიდი ბალიშიც საკმარისია. ის კისრის ქვეშ მთელ სივრცეს ავსებს და ხერხემლის მოხრას აფერხებს, როცა ბალიში ფეხებს შორისაა. ადამიანი, რომელსაც არასწორი ბალიში აქვს, ამ პოზაში ინსტინქტურად ფეხებს შორის საბანს იდებს. ასე სხეული ხარისხიანად ისვენებს და არ იძაბება.
რედაქციის რჩევა – ზოგჯერ უბრალოდ ორგანიზმს უნდა ენდოთ. როგორც ხედავთ, ყველა პოზას ნაკლოვანება და უპირატესობა აქვს. თუ ხერხემლის ან კუნთების უსიამოვნო შეგრძნებას ან დაღლილობას არ გრძნობთ, მაშინ დასასვენებლად სწორ პოზას ირჩევთ. ექიმები გირჩევენ, ემბრიონის ან ზურგის პოზაში დაიძინოთ, რომ ჩაძინებისას მაინც სწორი პოზა გქონდეთ. ექიმი მამატოვი მიიჩნევს, რომ მარჯვენა გვერდზე მოხრილი ხელებით და ფეხებით წოლა სწორია. თქვენ როგორ პოზაში გძინავთ?