პედიატრი გიამბობთ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ყბაყურამ

430

პედიატრი, დიმიტრი მოლოდოი საუბრობს ეპიდემიური პაროტიტის მიმდინარეობის თავისებურებებზე, ასევე რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ყბაყურამ.ეპიდემიური პაროტიტი. უმეტესობა ჩვენგანი ამ ინფექციურ დაავადებას ბავშვობიდან სხვა სახელით იცნობს – ყბაყურა.

„დაავადებას ვირუსი იწვევს. ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, იშვიათად საყოფაცხოვრებო კონტაქტით, მაგალითად, სათამაშოებით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ინკუბაციური პერიოდის ბოლოს. შესაძლოა უსიმპტომო მატარებლობა. 50-70%–ით ინფექციურია“ – ამბობს ექიმი.

დაავადება დიდხანს ვითარდება, ინკუბაციური პერიოდი შეიძლება 2-3 კვირა გაგრძელდეს. მთავარი ნიშანი: ყბაყურა ჯირკვლების დაზიანება. ამასთან იწყება ცხელება, პარალელურად კუჭქვეშა ჯირკვლის, სასქესო ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლების ანთება შეიძლება განვითარდეს.ხალხში ამ დაავადებას ყბაყურას უწოდებენ, რადგან ყბაყურა ჯირკვლების ანთების გამო სახე მრგვალდება. როგორც წესი, პაციენტს აწუხებს მტკივნეული შეგრძნებები, განსაკუთრებით ღეჭვის დროს, ცხელება, ინტოქსიკაცია.

ყველაზე ხშირად 7-14 წლის ბავშვები ავადდებიან. ზოგჯერ ზრდასრულებსაც აწუხებთ. დაავადება სახიფათოა თავისი გართულებებით: მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი.სხვა ორგანოებიც შეიძლება დაზიანდეს. ხშირად გართულებები უტევს კუჭქვეშა ჯირკვალს. ბავშვში პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი სწრაფად ვითარდება. როცა დაავადება სასქესო ჯირკვლებზე გავლენას ახდენს, მომავალში ბავშვს შეიძლება უნაყოფობის პრობლემა შეექმნას.იშვიათი არაა შემთხვევა, როცა დაავადების შემდეგ დაზიანებული ნერვული სისტემის გამო ბავშვს აღსადგენად დიდი დრო სჭირდება. რამდენიმე კვირა სისუსტე და დაღლილობა შეიძლება იგრძნოს.