ვირჩევთ შაქრის შემცვლელს: რომელია ყველაზე უსაფრთხო

548

გასტროენტეროლოგი იანა პრუდნიკოვა საუბრობს იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა შაქრის შემცვლელები და შეიძლება თუ არა მათი მუდმივად გამოყენება. იყო ჯანმრთელი და სწორად იკვებოთ მოდურია. ბევრი ამის გამო შაქარზე უარს ამბობს და მის შეცვლელზე გადადის. იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა მათგანი ხელოვნურად მზადდება და ქიმიას წარმოადგენს, ხომ არ არის უფრო საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი შაქარი?

„ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაესი ორგანო აცხადებს, რომ ყველა ხელოვნური დამატკბობელი, თუ შაქრის ნაცვლად იღებთ, მჟავას ანეიტრალებს და კბილების დაზიანებას ხელს უშლის. გასაგებია, რომ ნებისმიერი დამატკბობელი, თუ უზომოდ მიიღებთ, ბევრ გვერდით შედეგს გამოიწვევს“ – ამბობს ექიმი.Vivien გიამბობთ, რომელი შაქრის შემცვლელები არსებობს და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.საქარინი – ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, რომელიც ხელოვნურად შექმნილია. დესერტის, კანფეტის და საღეჭი რეზინის შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. შაქრის არც თუ ისე სასარგებლო შემცვლელია. შეიძლება ნაწლავების მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს, რასაც მოჰყვება ანთებითი პროცესები და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები.

ასპარტამი დიეტურ პროდუქტებში ხშირად გვხვდება. ესეც სინთეზური შემცვლელია. კარგი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და დეპრესიას იწვევს.სუკრალოზი ბოლო დროს მოდურია. ბევრი ადამიანი მას შეცდომით ბუნებრივ დამატკბობლად მიიჩნევს, მაგრამ ასე არაა. ხელოვნური პროდუქტია, ხშირად სასმელის დასატკბობად იყენებენ. დადებითი ეფექტი: სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის. გვერდითი ეფექტის სახით ნაწლავების მიკროფლორას ანადგურებს.აცესულფამი K შედარებით უსაფრთხო შაქრის შემცვლელია. მას ნაყინს, კანფეტს ხშირად უმატებენ. ვირთხებზე ცდებმა აჩვენა, რომ ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მეხსიერებას აუარესებს და გონებრივ ფუნქციაზე ცუდად მოქმედებს.

შაქრიანი სპირტი, ქსილიტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რადგან კარიესის პრევენციისთვის ეფექტურია. სწორედ ამიტომ, საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შეიძლება იპოვოთ. გვერდითი შედეგი: საფაღარათო მოქმედება აქვს.