ქვედა საცვალს არა მხოლოდ წარმატებით შეუძლია სხეულის ნაკლის დაფარვა, არამედ შეიძლება გარეგნობა დაგიმახინჯოთ, თუ არასწორი ზომის და ხარიხის საცვალს შეარჩევთ. გარდა ამისა, ლამაზი და არა ვულგარული სტილის შესაქმნელად ქვედა საცვლების შერჩევის დროს აქტუალური ეთიკური ნორმები უნდა გაითვალისწინოთ.
თქვენთვის 17 თანამედროვე წესი შევარჩიეთ, რომელთა დაცვით თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ საცვლების, ბიუსჰალტერების და კოლგოტების შერჩევის დროს.
ნახევრად გამჭირვალე პერანგის წესი
თხელი ქსოვილის პერანგის ქვეშ მსგავსი ფერის ბიუსჰალტერი უნდა შეარჩიოთ. თუ ადრე შესამჩნევი ბიუსჰალტერი მოდაში იყო, ახლა ეს ცუდ ტონად ითვლება.
- თეთრი პერანგის ქვეშ უმჯობესია თუ თქვენ კანთან მაქსიმალურად ახლო ფერის ბიუსჰალტერს ჩაიცვამთ.
- შერჩეული ბიუსჰალტერი ერთი ფერის უნდა იყოს.
- თუ ტანსაცმელი ძალიან გამჭვირვალეა, ბიუსჰალტერი მაქმანის ბრალეტით ან პერანგის ფერი მაისურით უნდა ჩაანაცვლოთ.
- თეთრი ფერის ქვედა საცვალს თავი აარიდეთ, მიუხედავად იმისა თუ რა ფერის არის თქვენი პერანგი, რადგან ის ძალიან შესამჩნევი იქნება.
ბიუსჰალტერის წესი
ბიუსჰალტერის სწორად ტარების ყველა რეკომენდაციას ერთი პრინციპი აქვს: საცვალი არ უნდა იყოს შესამჩნევი. პირველ რიგში ყურადღება მასალას უნდა მიაქციოთ, რისგანაც ტანსაცმელი და ბიუსჰალტერი არის შეკერილი.
- რაც უფრო სქელი და თავისუფალი სტილისაა ტანსაცმელი, მით უფრო ტექსტურირებული შეიძლება იყოს ბიუსჰალტერი.
- თუ უპირატესობას ანიჭებთ მოჭერილ ტანსაცმელს, ბიუსჰალტერი გლუვი უნდა იყოს და კარგად მოჭერილი.
კოლგოტის წესი
კოლგოტი თქვენი სტილის შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს, თუმცა მისი ფერის და ხარისხის არასწორად შერჩევამ შეიძლება მარცხი გამოიწვიოს. განსაკუთრებული ყურადღება ფორმალურ სიტუაციას და ფეხსაცმელს მიანიჭეთ.
- ოფისში ერთი ფერის წესი უნდა დაიცვათ: ღია ფერის ტანსაცმლის ქვეშ ხორცისფერი კოლგოტი შეარჩიეთ, ხოლო მუქი ფერის ტანსაცმლის ქვეშ – შავი ან ყავისფერი. ამასთან კოლგოტი კაბაზე უფრო მუქი არ უნდა იყოს, იდეაკური ვარიანტი – ერთნარი ფერის ან ოდნავ უფრო ღია.
- ბადე და ხაზები – შესანიშნავი ვარიანტი წვეულებისთვის, ხოლო ყოველდღიურად ის არ გამოგადგებათ.
- ქუსლიან ფეხსაცმელთან უმჯობესია საშუალო სისქის, ხოლო ჩექმებთან უფრო სქელი კოლგოტი შეარჩიოთ.
ჩულკების წესი
ჩულკები – საზაფხულო დამხმარეა ქალებისთვის, რომლებიც ოფისში მუშაობენ და დრესკოდის დაცვა უწევთ. უხერხული სიტუაციის თავიდან აცილებას კი წესების დაცვით შეძლებთ:
- თეთრი ჩულკები კარგია ექთანისთვის ან საქორწილო ქვედა საცვლისთვის. სხვა შემთხვევაში უპირატესობა ნეიტრალურ ფერს მიანიჭეთ.
- ნახატი ჩულკებზე (როგორც კოლგოტებზე) უფრო უხდებათ სწორი ფეხების მქონე გოგოებს, რადგან ვიზუალურად ასქელებს. მსხვილი ფეხების მქონე გოგოებმა უმჯობესია მათზე უარი თქვან.
- ოპტიმალური სიგრძე მარტივად განისაზღვრება: მანჯეტები კაბაზე ერთი ხელის დადებით ზემოთ უნდა იყოს.
ტრუსების წესი
თითქოსდა, ტრუსების შერჩევა ტანსაცმლის ერთმანეთთან შეხამებასთან კავშირში არაა. თუმცა გაიხსენეთ, რომ პატარა დეტალს მთელი სტილის გაფუჭება შეუძლია: საქმე ეხება უხეშ რეზინებს, რომლებიც თეძოებზე მოჭერილი გაქვთ. უფრო ნაკლებად გავრცელებული პრობლემაა – ტრუსები დუნდულებზე ამოჭერილი, რომელიც შარვლის ან ქვედაბოლოს ქსოვილში ჩანს.
- ტრუსი დუნდულის ფორმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მაგ., შესანიშნავად მოქმედებს წესი: რაც უფრო მრგვალია დუნდულები, მით უფრო ღია ტრუსის ჩაცმის უფლება გეძლევათ.
- ქსოვილი პირდაპირ დაკავშირებულია ზედა ტანსაცმელთან: თუ ძალიან თხელი ქსოვილის ტანსაცმელი გაცვიათ, თითქმის ჰაეროვანია, ტრუსი დაახლოებით მსგავსი ქსოვილის უნდა იყოს.
- ამოჭერილი ტრუსების პრობლემის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ორი წესის დაცვა: აირჩიეთ საცვალი, რომელიც პრობლემურ ზონას ბოლომდე დაფარავს და ბიკინს უპირატესობა შორტებს მიანიჭეთ.
მაქმანის ტოპის ჩაცმის წესი
ბრალეტი მცირე ზომის მაქმანის ტოპია და ხშირად დეკორატიული ელემენტებით არის გაფორმებული. შეგიძლიათ როგორც ცალკე ასევე პერანგის შიგნით ჩაიცვა.
- ბრალეტი უხდება გოგოებს მცირე ზომის მკერდით, რადგან ცუდად იჭერს და სავსე ფორმების დროს უფრო მეტად იხსნება, ვიდრე საჭიროა.
- როგორც ცალკე მაქმანიანი ზედა უმჯობესია ქვედაბოლოს და შარვალთან შეახაამოთ, რომელთაც მაღალი წელი აქვთ.
- იდეალური ვარიანტია – პერანგის ქვეშ, რომელიც ზედმეტად გახსნილია რომ ჩვეულებრივი ბიუსჰალტერი ჩაიცვათ. ერთადერთი შეზღუდვა პერანგის ქსოვილი. ის მაქმანებიანი არ უნდა იყოს.
თქვენ რა წესებით ხელმძღვანელობთ, როცა ქვედა საცვალს ირჩევთ?