8 გენიალური აღმოჩენა მედიცინაში, რომლებმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა

24805
8 გენიალური აღმოჩენა მედიცინაში, რომლებმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა
8 გენიალური აღმოჩენა მედიცინაში, რომლებმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა

მედიცინა ყოველთვის ისეთი არ იყო, როგორსაც დღეს მივეჩვიეთ, ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული წლის წინ, პნევმონია ან აპენდიციტი განაჩენს წარმოადგენდა, ქირურგებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ხელების დაბანა ოპერაციის წინ აუცილებელი და პაციენტის სისხლდენას ყურადღებას არ აქცევდნენ (ანესთეზია მაშინ არ არსებობდა). მაგრამ არსებობდნენ გენიოსები, რომლებმაც თანამშრომლების დაცინვის მიუხედავად აღმოჩენები გააკეთეს.

დღეს სამედიცინო აღმოჩენებზე გესაუბრებით, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და სამყაროზე ძველი წარმოდგენები შეცვალეს.

1.ანესთეზია

ანესთეზიის გამოგონებამდე ყველა ოპერაცია ან ძალიან მტკივნეული იყო, ან ძალინ სწრაფი. რუსი ქირურგი ნიკოლაი პიროგოვიმ ხელის ამპუტაცია მხოლოდ 3 წუთში მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი ტკივილის შოკით გარდაიცვლებოდა.

გამაყუჩებლის არ არსებობდა ქირურგებს ხელს უშლიდა – სრულყოფილ ოპერაციას ხომ საუბარი აღარ არის. რა თქმა უნდა, ექიმები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ყაყაჩოს, მანტრაგორის ნაყენებით და თამბაქოს ოყნებსაც აკეთებდნენ. თუმცა ტკივილის შეგრძნებას ეს ბოლომდე ვერ აყუჩებდა, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი იყო.

ყველაფერი შეიცვალა, რომ ამერიკელმა სტომატოლოგმა იულიამ მორტონმა დიეთილის ეთერს გამაყუჩებლის გამოყენება გადაწყვიტა. ამ აღმოჩენისკენ კი მას ბანალურმა ფულის უქონლობამ უბიძგა: მტკივნეული პროცედურის გამო კბილის ექიმთან ვიზიტს ბევრი ერიდებოდა. ექიმი მკურნალობის მეთოდს პასუხისმგებლობით მოეკიდა: ცდებს ცხოველებზე ატარებდა, ახლობლებს კურნავდა  და როცა პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნდა საჯარო გახადა.

1846 წლის 16 ოქტომბერი ანესთეზიის ოფიციალურ დაბადების დღედ შეიძლება ჩავთვალოთ. ხალხის თანდასწრებით, მა ზედა ყბის სიმსივნის ოპერაცია ჩაატარა. ამ დროს პაციენტს ეძინა და ეს ექიმის წარმატება გახდა

2.ასეპტიკური და ანტისეპტიკური

მე-19 საუკუნეში ქირურგებს არც უფიქრიათ, რომ ოპერაციის ან მშობიარობის წინ ხელის დაბანა უპრიანი იქნებოდა. დეზინფექცია? არა, არ გაუგიათ. მხოლოდ ერთ ქირურგიულ ინსტრუმენტს ათობით პაციენტისთვის იყენებდნენ. შედეგად ოპერაციების უმეტესობა განგრენით, მშობიარობა კი სისხლის ინფექციით სრულდებოდა. ქირურგიული ჩარევის შედეგად სიკვდილიანობა უბრალოდ უზარმაზარი იყო.

უნგრელი ექიმი, იგნაც ზემელვეისი პირველი გახდა, ვინც თავის ქვეშევრდომებს ქლორის ხსნარში ხელების დეზინფექციას აიძულებდა. მისმა ინოვაციამ დედების სიკვდილი 7-ჯერ შეამცირა. თუმცა ექიმის სიცოცხლეში მისი აღმოჩენა დაფასებული არ იყო: სამეცნიერო საზოგადოებაში მას უაზროდ თვლიდნენ. ზემელვეისი ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის კოლეგებმა განათავსეს.

ცოტა მოგვიანებით, ინგლისელმა ჯოზეფ ლისტერმა დაამტკიცა, რომ ინსტრუმენტების სტერილიზაცია და ჭრილობის დამუშავება აუცილებელი იყო. ზემელვეისის და ლისტერის აღმოჩენამ მილიონობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.

3.რენტგენი

რენტგენის სხივების გამოგონებამდე, ქირურგებს პაციენტების ძვლების თავიდან გატეხვა უწევდათ. ასეთი ოპერაცია მტკივნეული იყო და ხშირად სრულ აღდგენას არ იწვევდა.

ყველაფერი ვილჰელმ რეტგენის აღმოჩენის შემდეგ შეიცვალა. ფიზიკოსი ცდებს კათოდური მილით ატარებდა და შენიშნა, რომ შეჯახების ადგილს უცნობ რადიაციას ავლენენ. აღმოჩნდა, რომ გამოსხივებას (რენტგენმა მას იქს სხივები უწოდა) მკვრივ საგნებში შეღწევა შეუძლია. პირველი რენტგენული სურათი ფიზიკოსმა საკუთარ კაბინეტში გადაიღო იყო ექიმი კიოლიკეტის ხელის ძვალი, რომელიც წამიერად მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ შემთხვევამ სამეცნიერო საზოგადოების აღელვება გამოიწვია, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანები საგონებელში ჩააგდო – ამ სანახაობას ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ეგუებოდა.

მას კომპანიებმა გამოგონების ყიდვის სურვილით არაერთხელ მიმართა, მაგრამ რენტგენს პატენტი არც აუღია. სწორედ ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობის გამო სწრაფად განვითარდა – ონკოლოგია, პულმონოლოგია, რადიოლოგია და მრავალი სხვა.

4.ანტიობიოტიკი

სამყარო ანტიბიოტიკის გარეშე ძალიან საშიში იყო – ნებისმიერი ინფექცია საფრთხეს წარმოადგენდა. ტუბერკულოზით დაავადება, ხველება ან პნევმონია სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენდა.

იდეა, რომ ერთი მიკრობით სხვა მიკრობებს შევებრძოლოთ ჯერ კიდევ მე-19 ს-ში არსებობდა. თუმცა ფაქტიურად პირველი ანტიბიოტიკი შოტლანდიელმა მკვლევარმა ალექსანდრ ფელიმინგმა 1928 წელს აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ფელემინგი როგორც ბრწყინვალე მეცნიერი ცნობილი იყო, მისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა მან ლაბორატიაში აღმოაჩინა. სტაფილოკოკოთ სავსე ჭიქაში სოკო გაჩნდა, რომელმაც პათოგენური ბაქტერიები გაანადგურა.

აღმოჩენის გამო მან ნობელის პრემია მიიღო, ხოლო კაცობრიობამ ტუბერკოლოზთან, პნევმონიასთან, მალარიასთან და ბევრ სხვა დაავადებასთან შებრძოლება შეძლო.

5.ინსულინი

დღეს მსოფლიოში 450 მლნ ადამიანი დიაბეტით იტანჯება. ინსულინის გამოგონებამდე დიაბეტის მკურნალობა სრულად შეუძლებელი იყო. დაავადების გართულება იწვევდა მხედველობის დაქვეითებას, თირკმლის უკმარისობას და სხვა მძიმე შედეგს.

მე-20 ს-ის დასაწყისში მეცნიერებმა იცოდნენ, რომ შაქრის დიაბეტის მიზეზი კუჭ-ნაწლავის  ჰორმონის -ინსულინის ნაკლებობა იყო. მაგრამ მედიკამენტი, რომელიც ჰორმონის ნაკლებობას აავსებდა, ვერავინ შექმნა. 1922 წელს კანადელმა ფიზიოლოგმა ფრედერიკ ბანტინგმა პანკრეასიდან გამოყო ნივთიერება, რომელსაც აილეტინი უწოდა. საერთაშორისო სახელწოდება ინსულინი მედიკამენტს მოგვიანებით დაარქვევს.

პირველი ადამიანი, რომელმაც ინსულინის ინექცია გაიკეთა, 14 წლის მოზარდი იყო. პირველი ნემსის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამ აღმოჩენის გამო ექიმს ნობელის პრემია მიენიჭა და ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. დაჯილდოების დროს ის მხოლოდ 32 წლის იყო.

მისი გამოგონება ენდოკრინოლოგიაში ნამდვილი რევოლუცია იყო, ინსულინი დღემდე შაქრიანი დიაბეტის შეჩერების ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდია.

6.ქიმიოთერაპია

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ყოველთვის საშიში იყო და მისი ბოლომდე დამარცხება ვერ ხერხდებოდა. ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება ძნელია, რადგან კიბოს უჯრედები მუდმივად მუტაციას განიცდის და ახალ კლონებს ქმნის.

სიდნი ფარბერს თანამედროვე ქიმიოთერაპიის მამას უწოდებენ. პოლონელი ემიგრანტის შვილი ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ჰარვარდის უნივერსისტეტში სწავლის ფული ვიოლინოზე დაკვრით შეაგროვა. ექიმის თანაშემწიდან წამყვანი მეცნიერის სტატუსამდე ბავშვებში სიმსივნის მკურნალობის კუთხით – ეს მისი პროფესიული გზა არის. სწორედ ფერბერმა პირველმა გამოცადა და დააპატენტა ბავშვებში მწვავე ლიმფობლატიკური ლეიკიმიის ბრძოლის მედიკამენტი.

7.ვაქცინაცია

მე-19 საუკუნეში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, უმეტესობა კი ინვალიდი ხდებოდა. ვირუსი არავის ინდობდა – არც მონარქებს და არც უბრალო ადამიანებს. სიკვდილიანობამ 80%-ს მიაღწია.

იდეა, რომ ადამიანი დავაინფიციროთ რომ შემდეგ მსგავსი დაავადებით არ დაავადნენ, ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გაჩნდა. ჩინელი ექიმები ჯანმრთელ ადამიანებს ვირუსით დაავადებულთა სითხეს უსხამდნენ. მართალია, ასეთი მეთოდი სახიფათო იყო – სიკვდილის დონე მაღალი იყო.

პირველი ადამიანი, რომელმაც მოქმედი და შედარებით უსაფრთხო ვაქცინა შექმნა, იყო სოფლის ექიმი ედუარდ ჯენერი. მან შენიშნა, რომ მწველელები, რომლებმაც ძროხის ვირუსი გადაიტანეს, ადამიანის ვირუსის მიმართ მდგრადები იყვნენ, მან გააკეთა დასკვნა, რომ შეჩვევამ შეიძლება ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ის მართალი აღმოჩნდა. ეკლესიის დაპირისპირების და ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ წლებში აღმოჩენის შემდეგ ვაქცინა 100 ათასზე მეტ ადამიანს გაუკეთეს.

ჯენერის მეთოდი შთაგონების წყარო გახდა ტეტანუსის და ანტრაკის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიის მონაცემებით, პოლიომიელტისი, ტეტანუსის, ვისოპული ხველის და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინამ ყოველწლიურად 3 მლნ ბავშვის სიცოცხლეს იცავს.

8.ვიტამინები

ის, რომ ზოგიერთი პროდუქტი დაავადების განკურნებაში გვეხმარება, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელებისთვის იყო ცნობილი. მათ იცოდნენ, რომ ქათმის სიბრმავის დროს ქათმის ღვიძლი გვეხმარება, მაგრამ არ იცოდნენ რატომ. ადამიანები ხვდებოდნენ, რომ სასარგებლო საკვების დეფიციტი იწვევდა დაავადებებს. მაგრამ მათი გამოვლენის მექანიზმი უცნობი რჩებოდა.

მე-18 საუკუნეში მთელი სამეცნიერო საზოგადოება დასცინოდა ექიმ ჯეიმს ლინდას. ის სურავანდით დაავადებულ მეზღვაურებს ლიმონით და ლაიმით კურნავდა. მართალია, დრომ აჩვენა, რომ ლინდა მართალი იყო: სურავანდი C ვიტამინის მწვავე დანაკლისის გამო იყო გამოწვეული.

სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით მეცნიერი სასარგებლო ნივთიერების ამოხსნას ცდილობდა, მაგრამ ნობელის პრემიამ ინგლისელმა ექიმმა ფრედერიკ ჰოლკინსმა და ნიდერლანდელმა ქრისტიან ეიკმანმა მიიღეს. მათ ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს, თუ რა არის ვიტამინები. ვიტამინების აღმოჩენამ ბევრი დაავადების განკურნების და თავიდან აცილების შანსი მოგვცა. ზოგიერთ მათგანზე თანამედროვე ადამიანს არც კი სმენია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს