როცა ბარმენზე დავქორწინდი, ვიცოდი, რომ საინტერესო გემოს დესერტებზე ხელი მოვაწერე

542

საშობაო სიმღერა We Wish You a Merry Christmas პუდინგს ეძღვნება. შობას ინგლისში ყველა ოჯახი პუდინგს ამზადებს. ტრადიციულად, ოჯახის ყველა წევრმა კერძის მომზადებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. პუდინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებენ, მაგრამ ინგლისურ დესერტად ითვლება. ისტორიკოსებს პუდინგის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია აქვთ. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ყაირათიანი ინგლისელები საჭმლის ნარჩენებს ძეხვის ფორმაში ინახავდნენ. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბრინჯის პუდინგი ღუმელში დესერტად.

ღუმელში გამომცხვარი ბრინჯის პუდინგი

„დღეს გვაქვს პუდინგზე ორცხობილა“ – ამბობენ ინგლისელები და გულისხმობენ, რომ პუდინგი დესერტია. თავიდან პუდინგი ხორციანი იყო. მას შავქლიავს უმატებდნენ, რომ პუდინგი დიდხანს შეენახათ. დროთა განმავლობაში, როცა ვიღაც მზარეულმა შეცდომით შაქარი დაუმატა, პუდინგის უხორცოდ გაკეთება დაიწყეს. ბრინჯის პუდინგი მთავარი კერძი ან დესერტი შეიძლება იყოს. ეს ინგლისური კერძი სხვადასხვა მეთოდით მზადდება: პუდინგი ქვაბში შეგიძლიათ მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ. მე-19 საუკუნეში პუდინგს ფქვილით, ხილი, ცხიმით, შაქრით და სანელებლებლით ამზადებდნენ.

დღეს იმავე ინგლისში პუდინგი სხვადასხვაგვარად მზადდება. თითოეულ დიასახლისს საკუთარი რეცეპტი აქვს. კლასიკური პუდინგი ბრინჯის, ფქვილისა და შაქრისგან შედგება. დანარჩენი ინგრედიენტი – გემოვნებით. პუდინგი ტკბილ სოუსთან ერთად სასიამოვნო მისართმევია. შობას პუდინგს საჭმელად უვარგის სხვადასხვა საგანს უმატებენ. თუ პუდინგში მონეტა შეგხვდათ, მოგზაურობას და წარმატებას გპირდებათ, თუ ბეჭედი – ქორწილი. ღილი ხვდება მას, ვინც წელს მარტოხელა დარჩება.

საინტერესოა, რომ იორკშირის საგრაფოში პუდინგს ძველი რეცეპტის მიხედვით ხორცით ამზადებენ: კლიარში მომზადებული პუდინგი შემწვარ საქონლის ხორცთან და საწებელთან ერთად მაგიდაზე გააქვთ. რეცეპტი რაღაცით ლაბას ჰგავს. 1737 წელს პუდინგს „წვეთოვანს“ უწოდებდნენ იმის გამო, შემწვარი საქონლის ხორცის ცხიმი სადგამზე წვეთავდა. ინგლისში პუდინგზე ანდაზები არსებობს: „პუდინგი რომ გაასამართლო, უნდა შეჭამო“, „ძალიან დიდი ნაჭერი პუდინგით ძაღლიც დაიხრჩობა“, „ქება პუდინგი არაა“ და ბევრი სხვა.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ რძე
  • 100 გ ბრინჯი
  • 50 გ შაქარი
  • 50 გ კარაქი
  • 30 გ ქიშმიში
  • ½ ლიმონი
  • 4 კვერცხი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. კარაქი სუსტ ცეცხლზე ღრმა ტაფაში გაადნეთ, ნიჩბით მუდმივად აურიეთ.
  2. მსხვილმარცვლოვანი ბრინჯი გამდინარე წყალში რამდენჯერმე გარეცხეთ. ბრინჯი გამდნარ კარაქს დაუმატეთ და შეწვით, სანამ ბრინჯი ბზინვარე თხელი ფენით არ დაიფარება.
  3. რძე გააცხელეთ, ბრინჯს და კარაქს დაასხით. მწიკვი მარილი და ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ. ბრინჯი სუსტ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით მოშუშეთ.
  4. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილები შაქართან ერთად ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. კვერცხის გულები ბრინჯს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით.
  5. ქიშმიში ნახევარი ლიმონის წვენში 5 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ ზედმეტი სითხე გადაასხით და ქიშმიში პუდინგს დაუმატეთ.
  6. ათქვეფილი კვერცხის ცილები მთავარ მასას სილიკონის ნიჩბით ფრთხილად დაუმატეთ.
  7. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და მასში პუდინგი ჩაასხით. 170 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ.

პუდინგი როგორც ცხელი, ასევე ცივი შეგიძლიათ მიირთვათ. ვანილის კრემი ან კენკრის სიროფი გემოვნებით დაუმატეთ. ინგლისელები კონიაკის ან რომის ზეთით მომზადებულ ტკბილ სოუსს აუცილებლად აყოლებენ. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სპირტიან სასმელს დესერტს უმატებენ და წვავენ. ლურჯი ალის ანთება შობის მოსვლას ნიშნავს. ბრინჯის პუდინგი ქიშმიშით წლის ნებისმიერ დროს დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ან ისაუზმოთ, რადგან მარტივად მზადდება.

რედაქციის რჩევა – პუდინგი ქვაბში შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ბრინჯი წყალში მომზადებამდე მოხარშეთ და ფაფას 1 ლ რძე მწიკვ მარილთან ერთად დაუმატეთ. რძის ადუღების შემდეგ შაქარი და ვანილი დაუმატეთ. ახლა დესერტი ფორმებში გაანაწილეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. რამდენიმე საათით მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე დესერტი ჟელეს ჰგავს და არა ჰაეროვან მობრაწულას. რომელი ვარიანტი მოგწონთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს