ელენა სოლომატინი, კვების ექსპერტი აცხადებს, რომ ტრანსცხიმები ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტია. სოლომატინი ინტერვიუში საუბრობს, რომ ტრანსცხიმები მცენარეული ზეთების სამრეწველო დამუშავების შედეგი შეიძლება იყოს. სპეციალური ტექნოლოგიებით ასეთი თხევადი ზეთიდან მიიღება მყარი, ანუ ჰიდროგენიზირებული ცხიმები. ერთ–ერთი ასეთი ჰიდროგენიზირებული ზეთია მარგარინი.
გარდა ამისა, ტრანსცხიმები ზეთის აგრესიული თერმული დამუშავების შედეგად, მაგალითად, წვის პროცესში, წარმოიქმნება. ამის ნიშანი კვამლია: თუ ზეთი, რომელშიც პროდუქტს წვავენ, იკვამლება, მაშინ ტრანსცხიმები წარმოიქმნება.
„ზეთის გაცხელებისას გამოიყოფა სახიფათო კანცეროგენი, აკრილამიდი, რომელიც სიმსივნეს იწვევს. ის მუტაციას და უჯრედების განადგურებას ხელს უწყობს“ – აღნიშნავს ელენა.ექიმი სახიფათო პროდუქტებს შორის ასახელებს სამრეწველო პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში ბევრი ხელოვნური დანამატია.
„საკვებში კონსერვანტები, საღებავები და გემოს გამაძლიერებლები ე.წ. თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის. ისინი ორგანიზმის უჯრედებს ანადგურებენ. ეს დაბერების და დაავადებების ერთ–ერთი მექანიზმია“ – გვაფრთხილებს ექსპერტი.შაქრის შემცველი პროდუქტებიც სახიფათოა. ასეთი პროდუქტების ჭამით ადამიანი ბევრ მარტივ ნახშირწყლას იღებს, რომლებიც სერიოზულ ენერგეტიკულ ხარჯებს სწრაფად ავსებენ. თუმცა თანამედროვე ადამიანი იმდენ ენერგიას არ ხარჯავს, რომ ნახშირწლებით ასეთი ძლიერი დამუხტვა სჭირდებოდეს. შედეგად, მიღებული შაქარი არ მოიხმარება და ორგანიზმში ილექება.
„შაქარი, რომელიც სისხლში რჩება, სისხლძარღვების ენდოთელიუმს ჟამს და მიკრო ანთებას იწვევს“ – ამბობს სოლომატინი.ექიმი აზუსტებს, რომ სწორედ დაზიანებულ სისხლძარღვებზე ჩნდება ათეროსკლეროზის ფოლაქები, რომელიც ინფარქტს, ინსულტს იწვევს.თავის მხრივ, პროდუქტები, რომლებიც ფარულ მარილს შეიცავენ, ორგანიზმისთვის არანაკლებ სახიფათოა. მათ მიეკუთვნება ძეხვი, სოსისი, ყველი, სოუსი, ბევრი სახეობის პური, სხვა მზა პროდუქტი.„მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება ორგანიზმში სითხეს აკავებს, წნევას ზრდის და შეიძლება კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს“ – ამბობს ექსპერტი.