სიბერე გარდაუვალია, ხოლო მასთან ერთად ჯანმრთელობის ცვლილებებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დემენცია მსოფლიოში თითქმის 55 მლნ ადამიანს აწუხებს. დაავადებას ახასიათებს მეხსიერების დაკარგვა, უნარების შეზღუდვა, სხვებზე დამოკიდებულების გაზრდა. დემენციის შემთხვევების 70% ალცჰაიმერის დაავადებაზე მოდის.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ჭკუასუსტობა უვითარდება როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორების გამო, მაგრამ პროფილაქტიკის ჩატარება შესაძლებელია. კერძოდ, არსებობს ერთი პოპულარული სასმელი, რომელიც კოგნიტური პრობლემების განვითარების რისკს ამცირებს.
საუბარია მწვანე ჩაიზე. ჩინეთის ცინდაოს კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალში Translational Psychiatry გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩაის სვამდნენ, სხვადასხვა ფორმის დემენციის განვითარების რისკი 16%–ით უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სხვა სასმელს სვამდა. ადამიანებს, რომლებიც ჩაის ზომიერად (დღეში 1-6 ფინჯანი) სვამდნენ, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი 16-19%–ით დაბალი ჰქონდათ, ხოლო სისხლძარღვთა დემენციის განვითარების რისკი – 25-29%–ით დაბალი.
კვლევის ფარგლებში ჩაის რაოდენობასა და ჭკუასუსტობის რისკს შორის „U ფორმის კავშირი“ აღმოაჩინეს. ამრიგად, დღეში 3 ფინჯანი ჩაი ყველაზე მეტად გვიცავს. საინტერესოა, რომ მკვლევარებმა ვერ დაინახეს მნიშვნელოვანი სხვაობა მათ შორის, ვინც დღეში 6 ფინჯან ჩაის სვამდა ან საერთოდ არ სვამდა.