B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, თუ არ უმკურნალებთ. მათ შორისაა ნევროლოგიური პრობლემები და მეგალობლასტური ანემია. საბედნიეროდ, ნაადრევ ეტაპზე დეფიციტის გამოვლენა პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ექსპერტი ასახელებს გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც პროგრესის გამოვლენაში დაგეხმარებათ.
„უდავოდ გსმენიათ, დანამატების მუდმივად განვითარებადი კონცეფციის შესახებ, სადაც გავლენიანი პირები ვიტამინების და დანამატების რეკლამებით თავს გესხმიან“ – ამბობს იოანის ლიაკასი, Vie Aesthetics–ის სამედიცინო დირექტორი. როგორ გავიგოთ, გვჭირდება თუ არა ისინი? ექსპერტი გიზიარებთ რჩევებს, რომელთა დახმარებით B12 ვიტამინის დეფიციტს გამოავლენთ, და პროდუქტებს მარაგის შესავსებად.როგორც ბევრი სხვა ვიტამინი, B12 ორგანიზმში ბუნებრივად არ წარმოიქმნება. ზოგიერთი ადამიანი თავისი რაციონიდან ამ ვიტამინს საკმარისი რაოდენობით იღებს, მაგრამ B12 ვიტამინი ჩვეულ საკვებ პროდუქტებში, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული დიდი რაოდენობით არ შედის.
„B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემების დარღვევა, ასევე მეგალობლასტური ანემია – მდგომარეობა, როცა ძვლის ტვინი არასწორი ფორმის ბევრ ერითროციტს აწარმოებს, რომელიც სწორად არ ფუნქციონირებს“ – ამბობს ექიმი ლიაკასი. როცა ფოლიუმის მჟავის ან B12 ვიტამინის დეფიციტი გაწუხებთ, ეს გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე, რომ სრულად ფუნქციონირებადი ერითროციტები აწარმოოს.ექსპერტი გირჩევთ ამ პრობლემებას ყურადღება მიაქციოთ, რაც დეფიციტის გამოვლენაში დაგეხმარებათ:
- დაღლილობა
- სისუსტე
- მადის დაკარგვა
- წონის კლება
- ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტა, დაბუჟება
- ბალანსის პრობლემები
- ცუდი მეხსიერება
- პირის ან ენის ტკივილი
- პირის ღრუში წყლულები