ღამის ოფლიანობა და უძილობა. ექიმი სტრენდი განმარტავს, როდის არის სახიფათო

1161

ოფლიანობა ძილის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა და, როგორც წესი, ორი მიზეზით ხდება. პირველ რიგში, ეს გარემოა, მეორეც, ჯანმრთელობის პრობლემები. ანდრეა სტრენდი, ძილის ექსპერტი Eachnight–დან გიამბობთ, რატომ ოფლიანობთ ძილის დროს, როგორ ავიცილოთ თავიდან და ვუმკურნალოთ.მაიოს კლინიკამ ჩამოთვალა ბევრი ფაქტორი, რომელიც არასასურველ ღამის ოფლიანობას ხელს უწყობს:

  • ჰორმონალური დარღვევები
  • ძილის აპნოე
  • შფოთვა
  • ვირუსული ინფექციები
  • ცხოვრების წესის ფაქტორები

რაც შეეხება ოპტიმალურ ტემპერატურას, ანდრეა განმარტავს:

„ძილის პირობების გასაუმჯობესებლად 15-დან 20 გრადუსი ცელსიუსი იდეალური ტემპერატურაა. გრილი ლეიბის დამატება ან  მსუბუქ, სუნთქვად და წყალგაუმტარ თეთრეულზე გადასვლა თქვენს საწოლს უფრო გააგრილებს. თუ თქვენთვის სიგრილე საკმარისი არაა, ბალიშის ქვეშ ცივი პაკეტი დაიდეთ, რომ სხეულის ტემპერატურა შეამციროთ და ოფლიანობა შეაჩეროთ“.ანდრე გირჩევთ, რომ ძილის გასაუმჯობესებლად ცხოვრების წესს გადახედოთ.

„დაძინებამდე 2–3 საათით ადრე ბევრი საჭმლის მიღებას მოერიდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაწოლის შემდეგ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა არ იმუშავებს და სხეული უკეთ დაისვენებს. ღამით ცხარე საკვებსა და კოფეინზე უარის თქმა ღამის ოფლიანობის შესამცირებლად შესანიშნავი მეთოდია. კოფეინი სტიმულატორია, შეიძლება გულისცემა გაახშიროს და არტერიული წნევა გაზარდოს, რაც საოფლე ჯირკვლებს ააქტიურებს“.თუ ღამის ოფლიანობა აღწევს ისეთ დონეს, რომ გამოძინებას ვერ ახერხებთ და დილით დაღლილობას გრძნობთ, ექიმს მიმართეთ. თუ 2 ან მეტი კვირა მუდმივად ოფლიანობთ და რაიმე გაუმჯობესების ნიშანი არ გაქვთ, პროფესიონალთან მიმართვაზე დაფიქრდით. პერიოდულად უძილობის შეტევები შფოთვის საფუძველი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს