წყალს პლასტმასის ბოთლებში მუდმივად ვყიდულობთ. როგორც წესი, ცარიელ ბოთლებს ნაგავში უყოყმანოდ ვყრით. აღმოჩნდა, რომ ცარიელი პლასტმასის ბოთლი არა ნაგავი, არამედ უნივერსალური მასალაა შემოქმედებისთვის. როგორ არ იყენებენ პლასტმასის ბოთლებს ცხოვრების გასამარტივებლად! მაგალითად, მასში მარცვლეულს ინახავენ, ხელნაკეთობებს ქმნიან, მცენარეებს პასიურ მორწყვას უწყობენ. ბოთლი მწვანილს ჭკნობისგან იცავს.მწვანილი სიქორფეს ძალიან სწრაფად კარგავს და მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე ინახება. აღმოჩნდა, რომ პრობლემა პლასტმასის ბოთლით მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ. Vivien გასწავლით როგორ აიცილოთ თავიდან ისპანახის, რუკოლის, რეჰანის და სხვა მწვანილის დაჭკნობა.
როგორ შევინახოთ მწვანილი ბოთლში – ქორფა მწვანილი მაცივარში რომ შეინახოთ, შესანახი კონტეინერი გააკეთეთ. არ ინერვიულოთ, ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ. 1,5 პლასტმასის ბოთლი დაგჭირდებათ. მასში 1 დიდი კონა მწვანილი იდეალურად მოთავსდება.
- მაკრატლით ბოთლს ზედა მესამედი ნაწილი მოაჭერით.
- ახლა თითოეული გრძივად ჩაჭერით.
- მწვანილი ღეროებით ზემოთ ბოთლის დიდ ნაწილში მოათავსეთ და მეორე ელემენტი მჭიდროდ დაახურეთ.
- მწვანილი მაცივარში შეინახეთ.
ასეთ მწვანილის შესანახ კონტეინერს მარტივად გააკეთებთ. მწვანილი 2–3 დღის ნაცვლად წვნიანობას რამდენიმე კვირა შეინარჩუნებს და არ დაჭკნება. ხრიკი შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.