უსაფრთხოების წესები ქალებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გადიან. მოქმედებების ალგორითმი

529

ბოლო მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 3,9 მლნ ადამიანს შეადგენს. ვინაიდან კაცებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ, მათი ცოლები, დედები და ბებიები იძულებულნი არიან, რომ მარტო გაიქცნენ. ეს ყოველთვის უპრობლემოდ არ ხდება. ამ მხრივ ქალების უსაფრთხოება უმთავრესია. Vivien გიამბობთ, რა უნდა გახსოვდეთ, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთოთ.

ქალების უსაფრთხოება – 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საკუთარი თავის და ახლობლების დასაცავად მილიონობით ადამიანს მშობლიური ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას ქალების უსაფრთხოების შესახებ. საზღვრის გადაკვეთისას, განსაკუთრებით თუ ამას პირველად აკეთებთ, რამდენიმე რამ უნდა გახსოვდეთ.

უსაფრთხოების წესები დევნილებისთვის

რა არ უნდა გააკეთოთ

  1. გზაზე შესაძლებლობის მიხედვით ახლობლებს, ნაცნობებს ან სანდო მოხალისეს დაუკავშირდით. ყველა საჭირო დოკუმენტი ჩანთაში ცალკე გქონდეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩემოდანში ძებნა არ დაუწყოთ. პანიკას არ აყვეთ, თუ გაიცნობთ ვინმეს, ვინც საზღვარგარეთ სამსახურს შემოგთავაზებთ. ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში საღად იაზროვნეთ.
  2. საზღვარზე თქვენი პასპორტი და დოკუმენტები არავის მისცეთ. უცნობს მანქანაში არ ჩაუჯდეთ, თუნდაც დახმარებას გთავაზობდეს. მით უფრო, თუ უცხო ქვეყანაში იმყოფებით.
  3. თუ ვინმე დახმარებას დაჟინებით გთავაზობთ, არ დათანხმდეთ და ასეთ ადამიანს გვერდი აუარეთ. ბრბოდან გამოყვანის უფლება არ მისცეთ. პირველივე შემოთავაზებულ სამსახურს არ დათანხმდეთ.
  4. უფრთხილდით ხალხს, რომელიც არ გეუბნებათ, რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

რა უნდა გახსოვდეთ

  1. საზღვარზე ბევრი მოხალისე მუშაობს. სჯობს დარწმუნდეთ, რომ სანდო პირია. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თამამად სთხოვეთ. მაგალითად, პასპორტი ან მართვის მოწმობა.
  2. ჩაიწერეთ მოხალისის მონაცემები, ვინც გეხმარებათ ან სადგურამდე გაცილებთ და თქვენს ნათესავებს, მეგობრებს ან ნაცნობებს გადაეცით. ყოველთვის სპეციალურ მოხალისეთა ჯგუფს მიმართეთ.
  3. მოხალისეები ლტოლვილებს ხშირად დახმარებას უწევენ არა მხოლოდ საზღვარზე, არამედ ავტობუსის ან რკინიგზის სადგურამდე აცილებენ. თუ მოხალისესთან მანქანაში ჯდებით, მისი მანქანის ნომერი ჩაიწერეთ ან ფოტო გადაუღეთ და ახლობლებს გაუგზავნეთ.
  4. ყველა ახალ ნაცნობს ან მოხალისეს თქვენს გეგმებზე არ მოუყვეთ. თუ გზაზე ვინმე სამსახურს შემოგთავზებთ, სანდო პირს ან მოხალისეს შეატყობინეთ.

დროებითი საცხოვრებელი – იმ ქვეყნის მაცხოვრებლებმა, რომელსაც სტუმრობთ, შეიძლება დროებითი საცხოვრებელი შემოგთავაზოთ. მაშინვე სამსახურის მოძებნა არ დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ახალ პირობებთან შესაგუებლად დრო გჭირდებათ. შეგახსენებთ: თქვენი დოკუმენტები არავითარ შემთხვევაში არავის მისცეთ.იყავით თავაზიანი და დაიცავით წესები, რომელიც დროებით თავშესაფარშია დადგენილი. დიასახლისის ქცევებს ყურადღება მიაქციეთ. არავინ ვალდებული არაა, რომ საჭმელი მოგიმზადოთ და დაგილაგოთ. ზედმეტი არ იქნება, თუ სახლის დალაგებასა და მომზადებაში დახმარებას შესთავაზებთ.

ადგილობრივ მოხალისეებთან მუდმივი კონტაქტი შეინარჩუნეთ. აუცილებლად ჩაიწერეთ იმ ადამიანების მონაცემები, ვისთანაც ცხოვრობთ. საიტზე ICANHELHOST შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ლტოლვილები საკუთარ ბინაში ან სახლში მიიღონ.თუ გაქვთ ეჭვი პირზე, რომელიც საცხოვრებელს გთავაზობთ, ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას მიმართეთ.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თითოეულ ქვეყანას, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ, საკუთარი საცხოვრებელი პირობები აქვს. ეს ფულად გადასახადებს და დასაქმების პირობებს ეხება. ამ ყველაფრის შესახებ ადგილობრივ მოხალისეთა ორგანიზაციაში შეგიძლიათ გაიგოთ. არ იფიქროთ, რომ მაშინვე სამსახურს იპოვით. ეს მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც, როგორც წესი, დიდხანს გრძელდება.

გახსოვდეთ, პანიკით საქმეს ვერ უშველით. თქვენი მდგომარეობა სერიოზულად შეაფასეთ და დაიცავით იმ ქვეყნის წესები, სადაც დროებით ცხოვრობთ.