კერძო დეტექტივმა მასწავლა, როგორ გამოვრთო ტელეფონზე მოსასმენი

1527

შეიძლება თუ არა სმარტფონის მიკროფონით და კამერით ადამიანს თვალყური ადევნოთ? სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიძლება. თან ამის გაკეთება შეუძლია არა მხოლოდ ბოროტმზრახველს, არამედ, ერთი შეხედვით, უვნებელ რეკლამის განმთავსებელს. სწორედ ამიტომ, ახლა ბევრი ადამიანი კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების დაცვაზე სერიოზულად ფიქრობს. Vivien გიამბობთ, როგორ გამოავლინოთ და გამორთოთ მოსასმენი პროგრამა ტელეფონში.

ხმოვანი ზარების მოსმენა

  • ტელეფონის მილის ნიშანს დააჭირეთ, რომ ნომრების ასაკრეფ მენიუში გადახვიდეთ. აკრიფეთ *#21# და ზარის ღილაკს დააჭირეთ. მცირე პაუზის შემდეგ ეკრანზე დაინახავთ ფანჯარას ზარის გადამისამართების მონაცემებით. იდეალურ შემთხვევაში, ყველა პუნქტში მითითებული უნდა იყოს „არ არის გადაგზავნილი“. თუ ერთ–ერთ პუნქტში რომელიღაც ტელეფონის ნომერია მითითებული, სავარაუდოდ, თქვენი საუბარი ისმინება.
  • აკრიფეთ *#43# და დარეკეთ. ეკრანზე ოპერატორის მონაცემები გამოჩნდება. ტელეფონის ნომრის არსებობა შეიძლება მოსმენის დამადასტურებელი იყოს.
  • მორიგი შემოწმება გაიარეთ. აკრიფეთ *#62#. ჩვეულებრივ, გადამისამართების ფანჯარაში თქვენი ოპერატორის კუთვნილი ნომერია მითითებული, მაგრამ სჯობს სერვის ცენტრში დარეკოთ. თუ ნომერი უცხოა, ნამდვილად გისმენენ.
  • შემდეგი კომბინაცია *#33#. ეს კომბინაცია გიჩვენებთ, სად შეიძლება მოხვდეს ინფორმაცია თქვენი ტელეფონიდან. თუ სიაში უცნობი სერვისია, კონფიდენციალობისთვის აუცილებლად გამორთეთ.

როგორ გამოვრთოთ  – შეიყვანეთ კომბინაცია ##002#. მცირე პაუზის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა შეტყობინებით, რომ გადამისამართება წარმატებით წაიშალა. ასე გამორთავთ ყველა ხმოვან მოსასმენს. დარწმუნდით, რომ ნამდვილად ასეა და კიდევ ერთხელ შემოწმება გაიარეთ.

მიკროფონიდან და კამერიდან მოსმენა – თქვენი ტელეფონის ზოგიერთ აპლიკაციას მოსმენა შეუძლია, რისთვისაც მოწყობილობის მიკროფონს და კამერას იყენებს. ამის შემჩნევა რთულია. სწორედ ამიტომ, პარამეტრები, რომლის შესახებაც გიამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია.ჩემს სამსუნგში ასეა: პარამეტრები > კონფიდენციალობა > ნებართვების მენეჯერი. სასურველია, რომ თითოეული აპლიკაციის ინსტალაციის შემდეგ შეამოწმოთ, აქვს თუ არა კამერის და მიკროფონის გამოყენების ნებართვა. სია გაიარეთ და ყველა საეჭვო პროგრამას წვდომა დაუხურეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ აპლიკაციას კამერის და მიკროფონის წვდომა უნდა შეუწყვიტოთ, მაგრამ სხვებისთვის უმჯობესია დატოვოთ გამოყენებისას ან მოთხოვნით.

კიდევ ორი ჩანართი, სადაც სასურველია რამდენიმე პროგრამისთვის წვდომა შეზღუდოთ. პირველ რიგში, ესაა „ზარების სია“. ხომ არ გსურთ, რომ თაღლითების მონაცემების ბაზა შეავსოთ? მეორე, „მეხსიერება“. ზოგიერთ ტელეფონში შეიძლება ეწოდოს „ფაილები და მედიაკონტენტი“.

რედაქციის რჩევა – თუ თქვენი საუბარის კონფიდენციალობაზე ზრუნავთ, მაგრამ მუდმივად შემოწმება არ გსურთ, რიგი რეკომენდაციები არსებობს. ასე სმარტფონს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ღრმა ცოდნის გარეშეც დაიცავთ.

  • სმარტფონში MMS შეტყობინების მიღება გამორთეთ.
  • აპლიკაციები მხოლოდ Google Play-დან ან Apple Store-დან გადმოწერეთ.
  • თუ შესაძლებელია, რაიმე თამაშის დაყენებაზე უარი თქვით.
  • სმარტფონს სხვას არ ათხოვოთ.
  • საჯარო ადგილებში უფასო ვაი–ფაის არასდროს დაუკავშირდეთ.