კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი, როგორ მოვიშოროთ გადაძღომა. ბევრ ადამიანში სტრესი კომპულსიური ჭამის შეტევებს იწვევს, თუნდაც მშიერი არ იყოს. Vivien ეცდება გაარკვიოს, რატომ ხდება ასე და რა გავაკეთოთ.
როგორ მოვიშოროთ ღორმუცელობა – ომის პერიოდში ცხოვრებას არავის უსურვებ. ომი ბევრი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ემუქრება. ახლა ხალხის მენტალური ჯანმრთელობა დაქვეითებულია. არასტანდარტული სიტუაცია იწვევს შფოთვას, პანიკას და სასოწარკვეთას. მშფოთვარე ხალხისთვის რთულ პერიოდში საჭმელი მთავარი დამამშვიდებელია.
ერთი მხრივ, გასუქება და კარგი ფორმის დაკარგვა არ გვსურს. მეორე მხრივ, ასეთ კრიზისულ პერიოდში ზედმეტ ჭამაში ცუდი არაფერია. ფსიქიკური ჯანმრთელობა ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. თუ საჭმელი სტრესთან გამკლავებაში გეხმარებათ, გიხაროდეთ, რადგან ახლა ბევრს პირში ლუკმის ჩადება არ შეუძლია.
როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ჭამის სურვილი მეცნიერული თვალსაზრისით? – ჩვენი ორგანიზმი სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გავლენის შემცირებას სხვა ჰორმონით, დოფამინით ცდილობს. სამწუხაროდ, ომის პირობებში დოფამინის თითქმის ერთადერთი წყარო საკვებია.
რა გავაკეთოთ გადაძღომის შემთხვევაში? – ყველა დიეტოლოგი და ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ ახლა სჯობს საკუთარ თავს იმდენის ჭამის უფლება მისცეთ, რამდენიც გსურთ. ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროთ. ასევე შფოთვის და პანიკის მიუხედავად საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ.
როგორც წესი, გადაძღომა უჭმელობას მოჰყვება. ომის პირველ დღეებში ბევრს ნორმალურად ჭამა არ შეეძლო, უბრალოდ ამის დრო არ იყო. ახლა სხეული შიმშილის კომპენსირებას ცდილობს. ეს ციკლი დროთა განმავლობაში ნორმას უბრუნდება. დანაყრების დონე უნდა აკონტროლოთ და ორგანიზმს აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები მიაწოდოთ.
გიზიარებთ პროფესიოანალი დიეტოლოგების რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა დახმარებით სტრეს გაუმკლავდებით და გადაძღომას შეამცირებთ.
- ყოველი კვების მიღება ე.წ. დანაყრების აგენტებს უნდა შეიცავდეს: ცხიმები, რთული ნახშირწყლები და უჯრედისი. ცხიმი გვხდება კაკალში, თესლში, ვირთევზას ღვიძლის კონსერვში, ცხიმიან თევზში, კარაქში, ყველსა და ხბოს ხორცში. რთულ ნახშირწყლებს ორგანიზმი იღებს ფაფიდან, შვრიიდან, პარკოსნებიდან და კარტოფილიდან. უჯრედისს შეიცავს ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და კენკრა.
- საღეჭი რეზინა დაღეჭეთ. მასში შაქარი და კალორია არაა, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ საკვებს, კორტიზოლის შემცირება შეუძლია. ამის გაკეთებას ჭამიდან 5 წუთის შემდეგ გირჩევთ.
- რაციონში ტკბილეული ჩართეთ. რაც უფრო მეტად აკრძალავთ ტკბილეულს, მით უფრო მეტად მოგინდებათ. სჯობს ყოველდღე რამდენიმე ნატეხი შოკოლადი შეჭამოთ, ვიდრე საყვარელ ტკბილეულზე უარი თქვათ და სხვა პროდუქტები ზედმეტი მიირთვათ.
- ომის დროს კარგი განწყობის და ხალისის მისაღებად რაიმე აქტივობის პოვნა რთულია. ყველაფერი ხელიდან გვივარდება, პოზიტივსა და კარგზე ფიქრი რთულია. ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ ასეთი კრიზისი განსაკუთრებით მწვავდება. სცადეთ, რომ ახალ ამბებს ნაკლებად უყუროთ და იპოვეთ რამე, რაც გადართვაში დაგეხმარებათ.
რედაქციის რჩევა – როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ შეძლებთ! არ იფიქროთ, რომ თქვენი სხეული იდეალური არაა ან კანი შეჭმული პროდუქტის ხარისხის გამო ცოტა დაზიანდება. ამ ყველაფრის სწრაფად გამოსწორება შეიძლება, როგორც კი, სიტუაცია დალაგდება. ახლა მთავარია, რომ საკუთარი თავი და მენტალური ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ!