აუცილებლად ცუდია თუ არა ადამიანი, რომელსაც მეგობარი საერთოდ არ ყავს

968

მეგობარი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეს ყველასთვის გასაგებია. და მაინც, არსებობენ განდეგილები, რომელთაც სხვებთან მეგობრობა აბსოლუტურად არ სჭირდებათ. ეს ნორმალურია? ზოგი იტყვის, რომ დიახ, სავსებით. ზოგს ეჩვენება, რომ ასეთ ადამიანს ცუდი ხასიათი აქვს, ამიტომ მასთან არავინ მეგობრობს. Vivien ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

მეგობარი ადამიანის ცხოვრებაში – თითოეულ ჩვენგანს უნიკალური თვისებები,  ხასიათის ნიშნები და ტემპერამენტი გვაქვს. სანამ ზოგი ხმაურიანი წვეულებით ნამდვილ სიამოვნებას იღებს და ხალხთან აქტიურად ურთიერთობს, სხვები მარტო ყოფნით თავს კომფორტულად გრძნობენ. ერთიც და მეორეც ნორმალურია. მაშინ, რატომ ხდება ადამიანი ავტომატურად ცუდი, თუ მეგობარი არ ყავს.

პირველ რიგში, ადამიანს შეიძლება სხვებთან კომპანიაში ყოფნა უბრალოდ არ სჭირდებოდეს. მისთვის ახლობლებთან, ოჯახთან კომუნიკაცია საკმარისი იყოს. ბუნებით მარტოსული და განდეგილია. ამასთან უცნობ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება არ უჭირს, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

მეორეც, ყველა ადამიანი ერთგულ თანამოაზრეს ვერ პოულობს. საქმე სხვადასხვა ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და ინტერესებშია. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობით იტანჯება. მათ სხვებთან კონტაქტი და მათი ნდობა ფიზიკურად უჭირთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ ადამიანად უნდა მივიჩნიოთ.და მაინც, არსებობენ ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობა და მეგობრობა არავის სურს. როგორც წესი, უსიამოვნო და ბოროტი ადამიანი შორიდან შეგიძლიათ იცნოთ. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი ახალი მეგობრის შეძენას გაურბის, რადგან ბევრჯერ დაიწვა. ასეა მოწყობილი ადამიანი: შეცდომების გამეორება აღარ სურს, ამიტომ ურჩევნია არ გარისკოს.

ამ სიტუაციას კარგად აღწერს სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებლის კომენტარი: „მხვდებოდნენ ისეთი მეგობრები, რომლებიც ჩემს ყველა საიდუმლოს მთელ მსოფლიოს უყვებოდნენ. ჩემთვის მუხთლობა შეეძლოთ. მოკლედ, ფსევდო მეგობრები. ახლა დაქალის ყოლა აღარ მსურს. ჩემი ქმარი ჩემი მეგობარი, საყვარელი, მამა და ძმაა. ყველაფერი ერთში.“ნამდვილად, როცა ცხოვრების სიყვარულს ხვდებით, ეს ადამიანი ყველაზე ახლობელი ხდება, ხოლო მეგობრები მეორეხარისხოვანი, რადგან მათი არსებობის მოთხოვნილება უბრალოდ ქრება.

მეგობრები იშვიათობაა – იმ აზრისკენ ვიხრებით, რომ ნამდვილი მეგობრობა იშვიათობაა. ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნამდვილად ბევრ კარგ ადამიანს ხვდება, თუმცა ერთგული მეგობრის სტატუსის გამყარება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.დროთა განმავლობაში მეგობრების წრე ვიწროვდება. ეს ყველას გამოცდილი აქვს. რაც უფრო ასაკოვანი ხდებით, მით უფრო ვიწროვდება საახლობლო წრე, რომელსაც ისე ენდობით, როგორც საკუთარ თავს.

ქალისა და კაცის მეგობრობა – დღემდე კამათობენ, არსებობს თუ არა ქალის მეგობრობა. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს ილუზიაა და ადრე თუ გვიან დაქალი გიღალატებთ. ზოგს სჯერა, რომ ქალებს ნამდვილი მეგობრობა შეუძლიათ.კაცების მეგობრობაზე საქმე გარკვეულწილად სხვაგვარადაა. ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგილია, როგორც პოსტულატი, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ორივე შემთხვევაში გამონაკლისები არსებობს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა უბრალოდ სისულელეა. როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უკავია მეგობარს ადამიანის ცხოვრებაში?