ქალწული ზოდიაქოს მეექვსე ნიშანია და მიწის სტიქიის წარმომადგენელია. დღეს გიამბობთ, რატომ არის ქალწული უნიკალური ნიშანი.
ამ ნიშნის წარმომადგენლის მთავარი თვისება – წესრიგის და სისტემის სიყვარულია. ქალწულების უმეტესობა ანალიტიკური აზროვნებას ფლობს, ქაოსს და სპონტანურობას ვერ იტანს.
ქალწული კონკრეტულად გეგმავს არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელ ცხოვრებას, რაც მათ წარმოუდგენლად მიზანდასახულ პიროვნებად აქცევს. ზოგჯერ მათი პერფექციონიზმი საზღვარს გადადის და პენდატურობაში იზრდება.
ქალწული ძალიან დისციპლინირებული, ორგანიზებული და შრომისმოყვარეა. ის შეცდომებს არ პატიობს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც.
ქალწულს. როგორ წესი, საჯაროობა არ უყვარს და ყურადღების ცენტრი იშვიათად ხდება. რთულია იპოვოთ ხმაურიან წვეულებაზე. თავისუფალ დროს ახლობლების გარემოცვაში ყოფნა ურჩევნია.
ქალწული მატერიალისტი არის, მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, სიმდიდრეს და ფუფუნებას აფასებს. დეტალების მიმართ ყურადღება და ამოცანის ზედმიწევნით შესრულება მათ შესანიშნავ შემსრულებლად, კრიტიკულ მოაზროვნედ, პრაქტიკულ ადამიანად აქცევს და ხელმძღვანელი პოზიციების დაკავების შესაძლებლობას აძლევს.
ქალწულის უარყოფითი თვისებები – სტერეოტიპების, პედანტურობის მიმართ მიდრეკილება და სხვისი შეცდომების პატიების უუნარობა.
სამსახურში ქალწული კარიერისტია, მთელ პროცესს თავად აკონტროლებს. საკუთარ წარუმატებლობას ძალიან განიცდის და დამარცხებას ვერ ეგუება.
მისი ძლიერი მხარე არის ინტელექტუალურობა, მიმდევრობა და იდეების ერთგულება. მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.
ქალწულის რთული ხასიათის გაგება ყველას არ შეუძლია, რის გამოც ხშირად იტანჯებიან. მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ ქალწული გაკრიტიკებთ, ამას მხოლოდ საუკეთესო ჩანაფიქრით აკეთებს. მათთან არ იჩხუბოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ!
თქვენ გყავთ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ახლობლები?