როცა მეანმა ქალმა დაინახა, ვინ მოვიდა ტყუპებზე ნამშობიარე ქალთან, ფეხები მოეკეცა

3861

დედობაზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა მხოლოდ დედებს შეუძლიათ ნამდვილი გამოცდილების გაზიარება. ყველას სხვადასხვა ისტორია აქვს. დღეს Vivien ცოტა უჩვეულო ისტორიას გიზიარებთ.

დედობის შესახებ – „თამთა კაფეში იჯდა და სკამსა და პატარა მაგიდას შორს მოთავსებას ცდილობდა. დიდი მუცელი საყვარელი ჩაის ფინჯნის აღებაში ხელს უშლიდა. ყოველთვის ამ კაფეში მოდიოდა, როცა თავს ცუდად გრძნობდა. აქ, მეზობელ პარკზე საოცარი ხედი იშლებოდა, ხოლო სიმწვანე თავისუფლების შეგრძნებას და სიხარულს გვრიდა.დამწუხრებული გოგონა ფიქრობდა, როგორ აღმოჩნდა ასეთ რთულ მდგომარეობაში. მარტოხელა, ორსული ქალი იყო და არ იცოდა, რომელი გზა აერჩია. მრჩეველი სჭირდებოდა, ვინც დახმარების ხელს გამოუწვდიდა და მიმართულებას მისცემდა. ბავშვის მამა ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა. ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. როგორც კი, ორსულობის შესახებ გაიგო, თაყვანისმცემელი მაშინვე გაქრა.რატომ არ მოიშორა ბავშვი? თავადაც არ იცოდა. გაუშვა მომენტი, როცა ეს შესაძლებელი იყო დ ახლა, როცა შიგნით სიცოცხლეს გრძნობს, მთელი გულით შეყვარება მოასწრო. ამით ნაკლებად მარტოსული არ გამხდარა. ახლა უფრო უმძიმდა, რადგან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. პირველად ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ აგებდა პასუხს. მის გარდა მასში კიდევ ორი პატარა გული ფეთქავდა. თამთამ მუცელზე ხელი დაიდო და სასოწარკვეთილებისა და დარდისგან ატირდა.

დედობა და სიყვარული დამხმარე ძალაა – გოგონას გვერდით კიდევ ორი მაგიდა იდგა. ერთი მაგიდა ცარიელი იყო, ხოლო მეორე მაგიდასთან 30 წლის ახალგაზრდა ქალი იჯდა. ძალიან ლამაზი იყო: გრძელი წაბლისფერი თმით, დახვეწილი თეთრი, ცისფერ ყვავილებიანი კაბით და მუქი თაფლისფერი თვალებით. ქალი რამდენიმე წუთი თამთას უყურებდა. სინაზით? იმ მომენტში, მომავალი დედა თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ უცნობის მზერა არ აწუხებდა. უბრალოდ ადგა, თავისი ჩაი აიღო და ლამაზ ქალთან გადაჯდა.ასე დაიწყო თამთას და ქრისტინას მეგობრობა. ქრისტინა ის დამხმარე ძალა გახდა, რომელიც ახალგაზრდა დედას აკლდა. ლამაზმა ქალმა თამთასთან ერთად ორსულობის ყველა ეტაპი გაიარა და სირთულეების დაძლევაში დაეხმარა. ტყუპების გაჩენამდე 1 თვით ადრე მასთან გადასვლა და ბავშვების ერთად გაზრდა შესთავაზა. თამთა ასეთ ვარიანტზე არ დაფიქრებულა, მაგრამ მოულოდნელად მიხვდა, რომ ქრისტინა მისთვის ნათესავზე ძვირფასი ადამიანი იყო. ეს მისი მეორე ნახევარი იყო.რა თქმა უნდა, ნათესავებს ასეთი გადაწყვეტილება გაუკვირდათ. მეანმა ქალმა კითხვების დასმისგან თავის შეკავება ვერ შეძლო, როცა დაინახა, ვინ მივიდა ახალ ნამშობიარები ქალის მხარდასაჭერად. გოგონამ სიამოვნებით უამბო მათ ნაცნობობაზე და იმაზე, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს. თამთამ ნაზად თქვა, რომ ტყუპებს სრულფასოვანი ოჯახი ეყოლებათ: ორი მოსიყვარულე დედა. თითოეულს დედობაზე მოსაყოლი აქვთ.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – სიყვარული ზოგჯერ არასტანდარტულ გზებს პოულობს. მთავარია, მის მისაღებად მზად იყოთ. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც მხარს დაგიჭერთ. ცხოვრება არა მხოლოდ მუდმივად გამოცდებს გვიმზადებს, არამედ მასთან გამკლავების მეთოდებსაც გვთავაზობს. დიახ, ზოგჯერ გვგონია, რომ მარტოობა ცოცხლად გვყლაპავს, მაგრამ ასე არაა. მარტოობა მხოლოდ ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილია, რომლის შეცვლა შეგვიძლია. ზოგჯერ, ცოტათი მარტოობის შეგრძნება სასარგებლოა, რომ მის ფონზე უკეთ გაიგოთ, რომ მარტო არ ხართ და არასდროს ყოფილხართ.