გამოცდილი ნუტრიციოლოგი გირჩევთ სელის თესლი რაციონში ჩართოთ

514

სელის თესლი ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტი რაციონიდან ამოვიღე. ჩემთვის კაკალთან და სხვა თესლთან ერთად სასარგებლო უჯერი ცხიმების კარგი წყაროა. ამით სელის სარგებელი არ მთავრდება. Vivien გიამბობთ, როგორ მიირთვათ სელის თესლი სწორად და რატომ უნდა ჩართოთ რაციონში.

როგორ მივიღოთ სელის თესლი

სელის თესლი ბევრ სხვადასხვა მიკროელემენტს შეიცავს. მაგალითად, კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს და სპილენძს. გარდა ამისა, B, A, C და E ჯგუფის ვიტამინების საწყობია.სელი უჯრედისის კარგი წყაროა, ამიტომ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასში ომეგა 3 შედის, თუმცა აქ განმარტება საჭიროა. ომეგა 3 მჟავების მთელი ოჯახია, რომელიც მოიცავს დოკოზაჰექსაენურ (DHA), ეიკოზაპენტაენურ (EPA) და ალფა ლინოლენის (ALA) მჟავებს.  DHA და EPA მჟავები დიდი რაოდენობით გვხვდება ცხიმიან ზღვის თევზში და ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. სელის თესლში ისინი უბრალოდ არაა. მასში მხოლოდ ALA მჟავები შედის. თეორიულად, ALA მჟავები შეიძლება DHA და EPA მჟავებად გარდაიქმნას. ამისთვის რაციონიდან ყველა ზეთი უნდა გამორიცხოთ და ჩია ან სელი დიდი რაოდენობით მიირთვათ. ეს გამართლებული არაა. თუ ტრადიციულად იკვებებით, თქვენთვის ომეგა 3–ის მთავარი წყარო თევზია. თუ ცხოველურ პროდუქტებს არ მიირთმევთ, ომეგა 3 ვეგანურ დანამატებს ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, პირადად მათ რეგულარულად ვსვამ.

რატომ მივირთვათ სელის თესლი – არსებობს მოსაზრება, რომ სელის თესლი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად უნდა მიირთვათ. საკმარისია, რომ 1 ჩ/კ სელის თესლი უზმოზე დაღეჭოთ და ბევრი წყალი მიაყოლოთ. ამ მხრივ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არაა.პირველ რიგში, ბოლომდე დაუღეჭავი სელის თესლი კუჭში სივდება და დანაყრების ილუზიას ქმნის. სწორედ ამიტომ, ჭამა არ გვსურს, ასე ნაკლებს მიირთმევთ. ამასთან, სელის თესლი საკუთარი გარსის გამო ნორმალურად არ მუშავდება. ამ მიზეზით სელის თესლი მხოლოდ დაფქული სახით უნდა მიირთვათ. ყავის საფქვავი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეორეც, სელის თესლი ორგანიზმიდან ბევრ სითხეს და წიდებს გამოდევნის. ამის ხარჯზე სასწორზე მაჩვენებელი იცვლება. ცხიმი არსად ქრება. არ იფიქროთ, რომ სელის თესლით ზედმეტ წონას მოიშორებთ.ასეა თუ ისე, სელი ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა. მაგალითად, კანზე, თმასა და ფრჩხილებზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, პროდუქტი ბევრ სამკურნალო თვისებას ფლობს. სელის თესლი სისხლძარღვების სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, ღვიძლის მუშაობას აწესრიგებს, პოტენციას ზრდის და მხედველობას აუმჯობესებს. მისი მთავარი სარგებელია ის, რომ სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

სელის თესლის გამოყენების მეთოდები – უზმოზე შეგიძლიათ მიირთვათ. 1 ჩ/კ თესლი დაფქვით და 1 ჭიქა თბილი წყალი დაასხით. ასე საჭმლის მონელებას გაუმჯობესებთ. იგივე მოქმედებას მიიღებთ, თუ დაფქულ პროდუქტს რომელიმე თქვენს კერძს დაუმატებთ. მაგალითად, დილით შვრიის ფაფას.სელის თესლიდან შვრიის ბლინის მოსამზადებლად კვერცხის გაკეთება ძალიან მიყვარს. 15 გრ (1 ს/კ) სელი დაფქვით და 4 ს/კ სუფთა წყალი დაასხით. კარგად აურეთ და 5 წუთით დააყენეთ. ეს პროპორციები 1 ქათმის კვერცხს ჩაგინაცვლებთ. ასეთ კვერცხს დრანიკებს ვუმატებ.დაფქული სელის თესლი შეგიძლიათ ნოყიერ ცილოვან სმუზს დაუმატოთ. ასევე დამოუკიდებელი კერძის სახით ფაფა შეგიძლიათ გააკეთოთ. 3 ს/კ სელის თესლი 1 ულუფაზე. პროდუქტი დაფქვით და ქოქოსის ან სხვა სახის რძეში გაცხელებულ ნებისმიერი ხილის ან კენკრის პიურეს აურიეთ. ასეთი ფაფა 5-10 წუთით გააჩერეთ.

რედაქციის რჩევა: მაღაზიებში უკვე დაფქული სელის თესლიც იყიდება. ასეთი პროდუქტის შეძენას არ გირჩევთ, რადგან სელის თესლი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დაფქვათ. ზუსტად იმდენი, რამდენის გამოყენებასაც აპირებთ. დაფქული სელის თესლი მჟავდება. ასე არა მხოლოდ სასარგებლო თვისებებს კარგავს, არამედ ორგანიზმს აზიანებს. შეგახსენებთ, რომ რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს. ბევრი სელის თესლის ჭამა აუცილებელი არაა. 100 გრამი სელის თესლი 534 კალორიას, 18 გ ცილას, 42 გ ცხიმს და 1,5 გ ნახშირწყალს შეიცავს. დღეში მხოლოდ 1-3 ს/კ პროდუქტი საკმარისია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს