
ყველას გვსურს, რომ კეთილი ვიყოთ. ოღონდ რატომ? არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ გვიჩნდება მსგავსი სურვილი? ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმით, რომ ყველას მოგვწონს, როცა გვაფასებენ, პატივს გვცემენ და გვამჩნევენ. სასიამოვნოა, როცა ვინმეს უყვარხარ და საუკეთესო მეგობრად გთვლის. საზოგადოებაში არსებობს მორალი, რომ კარგი ადამიანის ერთ–ერთი პრინციპი სხვებთან კარგი ურთიერთობაა. რატომ არ აფასებენ სიკეთეს?ებრაული სიბრძნე ყოველთვის მომწონდა. მათ კარგის და პრაქტიკულის შეთავსება იციან. სამყაროს ახარებენ, მაგრამ საკუთარი თავიც არ ავიწყდებათ. ებრაელი ხალხი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ კეთილი ადამიანი ვერ იქნები, თუ შინაგანად მხიარული არ ხართ და გული ბედნიერებით სავსე არ გაქვთ.დამწუხრებული, სამყაროზე გაბრაზებული ადამიანი კეთილი ვერ იქნება. უმეტეს შემთხვევაში გაავებულია და სამართლიანობის აღდგენა სურს. როცა ადამიანს ეჩვენება, რომ მის წარუმატებლობაში სხვები არიან დამნაშავე, ნებით და გულწრფელად სიკეთეს არ გააკეთებს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდოს.
„გამოუსწორებელ გულკეთილსა და ეგოისტს ერთი შედეგი აქვს. ოქროს შუალედია საჭიროა“ – სიკეთე კარგია იმით, რომ მრავალფეროვანია. ზოგჯერ, იმას გულისხმობს, რომ ცუდი არ გააკეთოთ. მაგალითად, დაქვემდებარებულს არ უყვიროთ, როცა ცუდი განწყობა გაქვთ ან როცა სადღაც შეცდომა დაუშვა. სიკეთე პირველ რიგში მოთმინებაა. მაგალითად, მოითმინოთ, როცა საყვარელი ადამიანი გაღიზიანებული და დაღლილია. იმწამსვე რეაგირება არ მოახდინოთ, არამედ მის ადგილას თავი წარმოიდგინოთ და გაუგოთ. ამას ძალისხმევა, ენერგიის დახარჯვა სჭირდება.
„სიკეთე – ის, რაც ყრუს ესმის, ბრმა ხედავს და სუსტი იყენებს“. სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად სიკეთე არასწორად ესმით. თვლიან, რომ თვალსაჩინო და დიდებული უნდა იყოს. შესაძლოა, მართლები არიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს თავის გამოჩენა მადლიერებისა და შექების გულისთვის სურს. ამ დროს რაღაც დიდებულის გაკეთება სურს, რომ ყველამ შეამჩნიოს.
ნამდვილად კეთილი ხალხი სიკეთეზე არ ლაპარაკობს. ცოტ–ცოტას, მაგრამ ხშირად აკეთებს. ესაა ოქროს შუალედი. თუ ბევრ დიდ საქმეს გააკეთებთ, თან მხოლოდ შექების მისაღებად, სწრაფად გადაიწვებით და ნულზე დახვალთ. პრობლემა იმაშია, რომ გარშემომყოფების ცოტათი გაბედნიერება თავად ადამიანს კმაყოფილებას არ ანიჭებს.
„სიკეთე სიბრალულთან და გულუბრყვილობასთან არ აგერიოთ“. ასეთ ადამიანს აუცილებლად უკუკავშირი სჭირდება. მხოლოდ ასე იგრძნობს, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია. პატარა კეთილი საქმეები დიდად შესამჩნევი არაა. ოღონდ ყველა, ვინც ასეთ პატარა სიკეთეს აკეთებს, მუდმივად ბედნიერი და ოპტიმიზმით სავსეა. ყველაფერი იმიტომ, რომ დიდ სიამოვნებას იღებს თავად ქცევისგან და არა გამოწვეული რეაქციებით. კარგის გაკეთება სიამოვნებს. მისი განწყობა მაღლდება, თუნდაც მეზობლის ეზოში ძაღლი გამოკვებოს. ეზოს დამცველი მაშინვე თავის საქმეზე გარბის და მადლობის ნიშნად კუდიც არ აქიცინებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამყარო უკეთესი გახდა.
კეთილ ადამიანს საკუთარი თავი არ უნდა დაავიწყდეს. სიკეთე მსხვერპლის გაღება არ უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად დამთავრდება. საკუთარი თავი და მოთხოვნილებები არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ, რომ სიკეთე, სიყვარული და გაგება მხოლოდ გარე სამყაროს არ სჭირდება. თქვენც გჭირდებათ და საკუთარ თავს შეგიძლიათ მისცეთ. რესურსების აღდგენით, საკუთარ თავს ენერგიას აძლევთ, რომ გარე სამყაროში უფრო მეტი გასცეთ.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – საკუთარი თავის და სხვების მიმართ კეთილი იყავით, მაგრამ თავზე არავინ დაიჯინოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხი სიკეთეს რაღაც არსებულად აღიქვამს. სიკეთეს არ აფასებენ და ვერ ამჩნევენ. მით უფრო, თქვენ მიმართ მოლოდინი უჩნდებათ, რომ გააკეთოთ ის, რაც თქვენს ვალდებულებაში არ შედის.



