73 წლის კაცმა წარმომავლობის გასარკვევად დნმ–ის ტესტი ჩაიტარა და დაკარგული და–ძმა იპოვა

450

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ გაარკვიოთ წარმომავლობა? ახლა ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერს, ვინც სპეციალურ დნმ ტესტზე ფულს დახარჯავს. გენეტიკური ტესტირების თანამედროვე სერვისებს ბევრი რამ შეუძლიათ. ამაში 73 წლის ბობ ბრინტუიკი დაგარწმუნებთ, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი წარმომავლობის შესახებ გაიგო, არამედ ღვიძლი და–ძმა იპოვა.

ბობ ბრინტუიკი წარმოშობით კანადელია. ქალის, სახელად ენის მე-3 შვილი იყო. დედამ 1 წელში კიდევ 1 გოგო გააჩინა, ხოლო 8 წლის შემდეგ – ბიჭი. დედა შვილებს მარტო ზრდიდა და თავს ძლივს ირჩენდა. არსად არ მუშაობდა და საცხოვრებელ ადგილს მუდმივად იცვლიდა.ყოველ 1-1,5 წელიწადში ბავშვს აჩენდა. ოღონდ ბობის და მისი 4 და–ძმის გარდა სახლში არც ერთი გაჩერებულა. თითქმის ახალშობილები უბრალოდ ქრებოდნენ. ეს მაშინ დაიწყო, როცა ენიმ მაიკ მიტჩელი გაიცნო.

მიტჩელი ქალს 10 წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა და ისიც კვლავ ორსულდებოდა. მოზარდობის პერიოდში ბობმა სიმართლე გაიგო, თუ რას საქმიანობდა დედა და სად მიყავდათ ბავშვები. ქალი ბავშვებს სხვა ოჯახებზე ყიდდა და თითო ბავშვში 10 ათას დოლარს იღებდა. მაიკისა და ენისთვის ერთგვარი ბიზნესი გახდა.უბედურმა ქალმა საყვარელთან ურთიერთობა გაწყვიტა, როცა მან ბოლო ახალშობილი უცნობ ადგილას წაიყვანა. 9 წლის შემდეგ ენი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორ იპოვა ბობ ბრინტუიკმა ღვიძლი და – ბობ ბრინტუიკის ერთ–ერთ დას შერონ კოპოლი ჰქვია. მთელი ცხოვრება ფლორიდაში გაატარა და იცოდა, რომ ნაშვილები იყო. მით უფრო, მშობლები არ მალავდნენ, რომ ფულით იშვილეს. ბიოლოგიური მშობლების პოვნა არასდროს აინტერესებდა.როცა შერონის დედა გარდაიცვალა, მამამ კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილა: მას ტყუპისცალი და ჰყავს. ქალის მშობლებმა ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს. ექთანმა, რომელიც პატარა შეროლს უვლიდა, ახალი ამბავი წერილით შეატყობინა.

ქალს ღვიძლი დის პოვნა სურდა, ამიტომ სპეციალისტებს დახმარებისთვის მიმართა. კომპანიაში Ancestry წარმომავლობის გასაგებად დნმ ტესტი გაიკეთა. ძიება უშედეგო იყო, სანამ ამავე კომპანიას ბობმა არ მიმართა. შერონის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში უკვე იყო, ამიტომ მასთან დაკავშირება შეძლო.

სხვა დები – მოგვიანებით გაირკვა, რომ ბობის სხვა ღვიძლ და–ძმებსაც დნმ ტესტი გაკეთებული ჰქონდათ. მაგალითად, რეის სპირმა ეს 62 წლისას გააკეთა და ასე თავისი და, რეინ ჰოლმი იპოვა. რეინმა იცოდა, რომ ბავშვობაში უბრალოდ იყიდეს. სწორედ ამიტომ, ნამდვილი ოჯახის მოძებნა სურდა. ერთმანეთის პოვნის შემდეგ რეისი და რეინი ძალიან დაახლოვდნენ. მოგვიანებით, ბობისა და შერონის შესახებ გაიგეს.საერთო ძალისხმევით დანარჩენი ძმები და დები იპოვეს. ისინი არიან ბრემ ეიზენტალი (ენის ბოლო ბავშვი), ნაომი ბაუმი და ჯონ შერმანი. ახლა ნათესავები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ. სავარაუდოდ, მათ დედას სულ 11 შვილი ჰყავდა, თუმცა ეჭვობენ, რომ უფრო მეტი ბავშვია გაყიდული. მაგალითად, შერონ კოპოლის ტყუპისცალი და ვერ იპოვეს. გარდა ამისა, ბობი დარწმუნებულია, რომ კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც 1953 წელს დაიბადა.

სხვა ყველაფერთან ერთად, რეის სპირმა შემთხვევით იპოვა ნახევარძმა, დევიდ მიტჩელი, იმ მაიკის შვილი, რომლისგან ენი ფეხმძიმდებოდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მამის ორმაგი ცხოვრების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. მით უფრო, არ სჯერა, რომ მაიკს ბავშვების გაყიდვით ფულის აღება შეეძლო.თუმცა ბობი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ასე იყო. სხვაგვარად როგორ შეეძლო მაიკ მიტჩელს ოფიციალური ოჯახის რჩენა: ცოლის და 8 შვილის? სიტყვაზე, მაიკის სხვა შვილები ნახევარ და–ძმებთან დაკავშირებაზე უარს აცხადებენ.

რედაქციის რჩევა: როგორ გავიგოთ წარმომავლობა – უცნობია, რა მოხდება ცხოვრებაში და ვის იპოვით, თუ ჩვენს დროში ჩვეულებრივ დნმ ტესტს გაიკეთებთ. მოხარული ვართ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ახლობლები ერთმანეთს პოულობენ. სასწაული ხდება! თუ თქვენი წარმომავლობის დადგენა გსურთ, დახმარებისთვის გენეტიკური ტესტირების სერვისს მიმართეთ. ეს საინტერესოა!