4 არაბული ანდაზა, რომელიც ზრდასრულ შვილებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

1550

ზრდასრულ შვილებთან და მოხუცებულ მშობლებთან ურთიერთობა მარტივი არაა. კონტაქტის დამყარებას ყოველთვის ვერ ახერხებენ. დარწმუნებული ვართ, საკმარისია საკითხის არსს ჩაწვდეთ და პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედოთ. ამ ამოცანას ბრძნული არაბული ანდაზები შესანიშნავად უმკლავდება. Vivien არაბულ ანდაზებს გიზიარებთ და დარწმუნებული ვართ, რომ მათში თქვენთვის რაღაც სასარგებლოს იპოვით!

არაბული ანდაზები

მშობლები ხშირად პრობლემებს ეჯახებიან, როცა შვილები იზრდებიან და საკუთარ ცხოვრებას აწყობენ. ახლა საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეუძლიათ, თუმცა ამას ყველა სწორად ვერ აკეთებს. ზოგიერთი მშობელი თავისი ნაშიერის მფარველობას აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ პატარები დიდი ხანია აღარ არიან. ზოგი ვაჟს ან ქალიშვილს რჩევებს დაუკითხავად აძლევს.ასეთი ბევრი მაგალითია და სქემა როგორც შვილებთან, ასევე მშობლებთან მუშაობს. მაგალითად, ზრდასრული ბავშვი ძველებურად ითხოვს, რომ უზრუნველყონ და მის ნაცვლად ყველა პრობლემა მოაგვარონ. დედ–მამა შეიძლება ცხოვრებდეს რწმენით, რომ შვილმა რაღაც უნდა გაუკეთოს. თუ შვილები არ ეხმარებიან, ავტომატურად უმადურთა რიგებში წერენ.არაბული ანდაზები გასწავლით, როგორ დაამყაროთ კონტაქტი ზრდასრულ შვილებთან. მარტივი წესები ღრმა აზრით დაგეხმარებათ, რომ თქვენს შვილთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ.

„როცა თქვენი ვაჟი გაიზრდება, ისე მოექეცით, როგორც ძმას“ – შვილთან ურთიერთობაში უნებურად საკუთარ თავს მასზე მაღლა აყენებთ. საკუთარ თავს უფრო გამოცდილად მიიჩნევთ, ამიტომ თქვენი რჩევები, სუბიექტური აზრით, მეტ ძალას ფლობს. სინამდვილეში, როცა შვილები იზრდებიან, ბევრ საკითხში თქვენზე უფრო კომპეტენტურები შეიძლება გახდნენ.

არაბული ანდაზა ამბობს: „როცა თქვენი ვაჟი გაიზრდება, ისე მოექეცით, როგორც ძმას“. ამის ერთხელ წარმოდგენა საკმარისია, რომ ზრდასრულ შვილთან თქვენი კომუნიკაცია ძველებური აღარ იყოს. ეს კარგად წარმოაჩენს, რომ თითოეული შვილი პიროვნებაა საკუთარი ხასიათით და ტემპერამენტით.

მათი აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, არ დაურეკოთ ვაჟს და არ დააყენოთ ფაქტის წინაშე: „ვაჟო, შაბათ–კვირას დამელოდე. დიდი ხანია არ მინახიხარ!“. ეს არის მშობელი–ბავშვის პოზიცია. ხოლო პოზიცია ძმა–ძმა ასე გამოიყურება: „შვილო, შენთან სტუმრობა მსურს, დიდი ხანია არ მინახიხარ. როდის იქნება შენთვის მოსახერხებელი?“ მარტივად ჟღერს, ასეა?

„ცეცხლი მხოლოდ ფერფლს ტოვებს“ – მაღალ ტონებზე ურთიერთობის გარკვევა ცუდი იდეაა. ეს არა მხოლოდ შვილებთან ურთიერთობას, არამედ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას ეხება. რატომღაც ახლობლებთან ურთიერთობისას უფრო გაღიზიანებული ვართ, ვიდრე უცნობებთან. ასე მოქცევა არსად არ ღირს.

არაბები მართლები არიან: „ცეცხლი მხოლოდ ფერფლს ტოვებს“. ნებისმიერი პრობლემა და გაუგებრობა სჯობს მშვიდ გარემოში განიხილოთ. ასე გადაწყვეტილებამდე მიხვალთ და მიხვდებით, თუ რას გრძნობს ზრდასრული შვილი ამ მომენტში.

„თქვენი ვაჟი ისეთია, როგორიც გაზარდეთ, თქვენი ქმარი ისეთი, რასაც მიაჩვიეთ“ – შვილების აღზრდა მძიმე შრომაა, რომელიც მხოლოდ მკაცრ ნოტაციებს და საყვედურებს არ მოიცავს. უფრო მნიშვნელოვანია მისთვის მაგალითი გახდეთ: თქვენი ქცევებით აჩვენოთ, როგორ უნდა იცხოვროს სწორად. რაც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენთ შვილებზე ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკში უფრო ჩაკეტილი გახდება.

მიზანშეწონილია გავიხსენოთ ამერიკელი მწერლის, კარლოს კასტანედას გამონათქვამი: „თუ არ მოგწონთ ის, რასაც იღებთ, შეცვალეთ ის, რასაც გასცემთ“. ეს ნებისმიერ ურთიერთობაში ასი პროცენტით მუშაობს.

„ნამდვილი მშობელი ბაბუაა“ – არაბები თვლიან, რომ მხოლოდ ბებიას და ბაბუას შეუძლიათ ბავშვების ნამდვილი დამრიგებლები გახდნენ, ხოლო მშობლები ამისთვის ზედმეტად ახალგაზრდები არიან. საინტერესო აზრია, რადგან განმარტავს, რატომ ჩნდება უფსკრული მშობლებსა და მათ შვილებს შორის ასე ხშირად.

როგორც არ უნდა იყოს, შეგიძლიათ კარგი მშობელი გახდეთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამისთვის ბევრჯერ შეცდომის დაშვება და მშობლობის ბევრ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება მოგიწევთ. სამაგიეროდ, ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებთ და ცხოვრება უფრო გაგიმარტივდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს