5 შეცდომა ცხოვრების წესში, რომელსაც გულის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია

717

გულ–სისხლძარღვთა სისტემის სერიოზულ პრობლემებს სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათგან ერთ–ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანის ცხოვრების წესია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გულის და სისხლძარღვების დაავადებებით ყოველწლიურად თითქმის 18 მლნ ადამიანი იღუპება. ორგანიზაციის ექსპერტები ასახელებენ 5 გავრცელებულ შეცდომას ცხოვრების წესში, რომელიც გულს ყველაზე მეტად აზიანებს.

ალკოჰოლის ჭარბად მიღება. იქნება ეს პარასკევის საღამო თუ ორშაბათის დილა, ალკოჰოლის მიღება არაჯანსაღი ჩვევაა იმის მიუხედავად, თუ როდის და სად სვამთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეგახსენებთ: სპირტიანი სასმელის უკონტროლო მიღებამ შეიძლება გულის კუნთების დაავადება, ალკოჰოლური კარდიომიოპათია გამოიწვიოს.

სიმპტომების უგულებელყოფა. გული დარღვევების შემთხვევაში სიგნალს იძლევა. ასეთი ნიშნებია გულმკერდში სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, გულისცემის დარღვევა, მუდმივად მაღალი გულის რიტმი. ამ სიმპტომების უგულებელყოფა გავრცელებული შეცდომაა. ხშირად ხალხი მათ ამჩნევს, მაგრამ მხოლოდ უსიამოვნო მომენტის გადატანით იფარგლება და ექიმს არ მიმართავს.

არასაკმარისი დასვენება. ტვინი ერთადერთი ორგანო არაა, რომელსაც ეფექტური ფუნქციონირებისთვის ძილი სჭირდება. გულსაც დასვენება სჭირდება, რომ ჯანმრთელი და აქტიური იყოს. დასვენების ნაკლებობა, რეგულარული უძილობა არტერიულ წნევას, წონის რყევებს და სხვა დარღვევებს ზრდის, რაც გულის ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდეს.

სტრესთან გამკლავების უუნარობა. სტრესი ერთ–ერთი ფაქტორია, რომელიც გულის უკმარისობის განვითარებას იწვევს. სტრესული სიტუაცია თქვენი სურვილის მიუხედავად შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზემგრძნობელობა და ფსიქოლოგიური დაუცველობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უსიამოვნო მოვლენების ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას აღრმავებს. დაცვის შექმნა და მოვლენებზე მშვიდად რეაგირება უნდა ისწავლოთ.

თამბაქოს მოწევა. ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოწევის მავნე ზემოქმედება კარგად ცნობილია, მაგრამ ბევრი ადამიანი მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს. ეს სერიოზული შეცდომაა, რომელიც ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს მოწევა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. თამბაქოს კვამლი სისხლძარღვების შიდა გარსს უმოწყალოდ ანადგურებს, დაზიანებისკენ მიდრეკილს ხდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს