ისრაელში გამოიგონეს თვალის წვეთები, რომლებმაც სათვალეები 100%-ით ჩაანაცვლა

3965
ისრაელში გამოიგონეს თვალის წვეთები, რომლებმაც სათვალეები 100%-ით ჩაანაცვლა
ისრაელში გამოიგონეს თვალის წვეთები, რომლებმაც სათვალეები 100%-ით ჩაანაცვლა

ყოველი მესამე ევროპელი სიბეცით იტანჯება. ამასთან მხედველობის დარღვევის დროს ადამიანი იძულებულია ატაროს სათვალე ან კონტაქტური ლინზა, რომ ნორმალურად დაინახოს. დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი პერმანენტული გადაწყვეტილება არსებობს – რეფრაქციული ქირურგია, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება და შეიძლება გართულებები გამოიწვიოს.

ახლა ისრაელის მეცნიერებმა შექმნეს თვალის წვეთები, რომლებიც ძალიან მალე, შესაძლოა, სათვალის ტარების აუცილებლობას მოგვიხსნის.

ახალმა თვალის წვეთმა, რომელიც მოწინავე ნანო ტექნოლოგიით არის შექმნილი, ტესტების სერია წარმატებით გაიარა და შორს და ახლო მხედველობის პრობლემის დროს თავისი ეფექტურობა დაამტკიცა. მედიკამენტის შექმნაში მონაწილეობა იერუსალიმის საავადმყოფოს „შეარეი ცედეკის“ მოწინავე ოფთალმოლოგებმა მიიღეს, ასევე კვლევაში ბარ-ილანას სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარები მონაწილეობდნენ.

მეცნიერების თქმით, ნანო წვეთები ეფექტურად უმკლავდება მხედველობის პრობლემას, რომლის მიზეზიც დაზიანებული რქოვანა არის.

აი როგორ მუშაობს: თავიდან პაციენტის მხედველობის სიმკვეთრე იზომება, შემდეგ ლაზერის დახმარებით ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოა განსაკუთრებული სურათი დაიტანება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება წვეთები.

პატარა ნიშნები წვეთის სინთეზურ ნანო ნაწილაკებს რქოვანაზე საჭირო ადგილას მოდიფიცირების საშუალებას აძლევს, რომ მასში გამავალი სინათლის ტრაექტორია შეცვალოს და ამით მხედველობა დაარეგულიროს.

ნანოწვეთები დაპატენტებულია, როგორც ორიგინალური გამოგონება და ცხოველებზე ტესტირება წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერჯერობით კლინიკური პრაქტიკა გავლილი არ აქვს.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ, ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა ნანო წვეთები ადამიანებისთვის, ასევე რამდენად ხშირად და რა დოზით შეიძლება მისი გამოყენება, რომ მყარ თერაპიულ ეფექტს მიაღწიონ.

წლის ბოლოს ადამიანებზე პირველი ცდის ჩატარება არის დაგეგმილი.

თქვენ იყიდიდით ასეთ წვეთებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს