ჯერ კიდევ გუშინ ორ მეცნიერებს კიბოს მკურნალობაში დიდი წვლილის შეტანის გამო ნობელის პრემია გადაეცათ. დღეს კი გვატყობინებენ, რომ ექსპერიმენტულმა ვაქცინამ სხვადასხვა სახის კიბოს დაავადების მკურნალობის დროს დიდი იმედის მომცემი შედეგი გამოიღო.
ვაქცინა იმუნურ სისტემას გენში HER2 მუტაციის გამო უკონტროლოდ გამრავლებული უჯრედების ამოცნობას ასწავლის.
დაახლოებით მკერდის კიბოს 25%-ის შემთხვევაში მუტაცია HER2 სიმსივნის ზრდას იწვევს და დაავადების რეციდივის რისკს ზრდის, რემისიის შემდეგაც კი.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი ახალი იმუნოთერაპია ჯერ მკერდის კიბოზე არ გამოუყენებიათ, მაგრამ დეფექტურ გენთან ბრძოლის დროს დაგეხმარებათ.
ერთი მცირე კვლევის შედეგის მიხედვით, ვაქცინამ სიმსივნე HER2-ის ზრდა 54%-ის შემთხვევაში შეაჩერა, ხოლო ახალი კლინიკური კვლევის შედეგებით კიბოს უჯრედები 18 თვეში გაანადგურა.
ქიმიოთერაპიამ ყველა სახის კიბოს დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით მიდგომა კარდინალურად შეცვალა. მაგრამ ყველა სახის კიბო – თუნდაც ერთსა და იმავე ორგანოს აზიანებდეს – ერთნაირი არაა და თერაპიაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს.
ხშირ შემთხვევაში კიბოს ტიპი ადამიანის გენზე არის დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ, მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, იმ წამსვე სიმსივნის ანალიზს მუტაცია HER2-ის არსებობაზე აკეთებენ.
სწორედ ეს გენი მართავს რძის ჯირკვლების უჯრედების განვითარებას. როცა მუტაცია მის ფუნქციას არღვევს, HER2 ამ უჯრედების გაუკონტროლებ გამრავლებას იწვევს, სიმსივნის ზრდას ხელს უწყობს და ონკოლოგიური რეციდივის რისკს ზრდის.
ქიმიოთერაპიის დროს, ექიმები პაციენტებს ტრასტუზუმაბს (გერცეპტინი) უნიშნავენ. მას ინექციის სახით უნიშნავენ და ჩვეულებრივ კვირაში სამჯერ, 1 წლის განმავლობაში, უკეთებენ. მაშინაც კი თუ ქიმიოთერაპიის კურსი უკვე დასრულებულია.
ეს პრეპარატი ბევრ პაციენტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, მაგრამ ზოგიერთ HER2-დადებითზე ის არ მოქმედებს.
გარდა ამისა, ის საკმაოდ ტოქსიკური და ბევრ უკუჩვენებას იწვევს – გულისრევა, ანთება, დიარეა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და ა.შ.
კიბოს ახალი ვაქცინა რომ გამოცადონ, მეცნიერებს სჭირდებათ პაციენტები, რომელთა ორგანიზმში ძლიერმოქმედი ჰერცეპტინი არ გამოუცდიათ. სწორედ ამიტომ 11 ბოლო სტადიის პაციენტი შეარჩიეს, რომლებიც HER2-თან დაკავშირებულნი სხვა სახეობის კიბოთ არიან დაავადებულნი, რადგან მკერდის კიბოს თითქმის ყველა პაციენტი ჰერცეპტინს ღებულობს.
„ეს პაციენტების ისეთ ბოლო სტადიაზე იმყოფებოდნენ,რომ მათ მკურნალობა ვერაფერს უშველიდა და ექიმები სიმსივნის მხოლოდ ზრდას პროგნოზირებდნენ“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ჯეი ბერზოფსკი.
ახალი ვაქცინის გამოყენებით იმუნოთერაპია უფრო ნაკლებად მტკივნეული პროცედურაა. პაციენტებს ვაქცინას 6 თვე უკეთებდნენ. პირველი სამი გაკეთების დროს პაციენტები 4 კვირაში 1 დოზას ღებულობდნენ, ხოლო ბოლო ორი დოზა 8 კვირიან შუალედში გაუკეთეს.
ეს მეთოდი მდგომარეობს პაციენტების იმუნური უჯრედების ექსტრაქციაში, მათი ცვლილება ხდება ლაბორატორიულ პირობებში, რომ ცილა HER2 „ხილული“ გახადონ და ხელმეორედ ორგანიზმში შეუშვან.
მკურნალობის დროს ორგანიზმის საკუთარი უჯრედების გამოყენება ხდება, ასე უფრო ადვილად ხდება მათი გადატანა და სიმსივნეზე უფრო ზუსტად ახდენს გავლენას.
კვლევა დიდი ფარგლების არ იყო, მაგრამ 6 პაციენტს იმედი მისცა.
სიმსივნის ზრდა სრულად შეუწყდა 4 პაციენტს, რომელთაც საკვერცხის კიბო, კუჭ-ნაწლავის კიბო, პროსტატის კიბო და კოროაქტული კიბო ჰქონდათ. კიდევ ერთ პაციენტს სიმსივნე 4 თვით შეუმცირდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ზრდა დაიწყო. ერთ პაციენტზე ვაქცინამ ისე კარგად იმოქმედა, რომ მას შემდეგ ორი წელი კიბო აღარ ჰქონია.
საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კიბოს შემთხვევა განმეორდა, ის HER2-ის უჯრედებზე არ ასახულა.
„ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ ვაქცინა HER2-ს ანადგურბეს, ისე რომ როცა კიბო მეორდება, მას ამ ცილის გარეშე განვითარება უწევს“ – ამბობს ექიმი ბერზოფსკი.
ახლა ის და მისი გუნდი ვაქცინის გამოცდას მკერდის კიბოთი დაავადებულებზე აპირებენ, რომელთაც ჰერცეპტინმა და სხვა მსგავსმა HER2-ის გამანადგურებელმა პროცედურებმა არ უშველეს.
ნუთუ კიბო განკურნებადი გახდება?