გაჭედილი ცხვირის პრობლემა შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე სეზონური სურდოა.ექიმები გაფრთხილებენ, რომ გაჭედილი ცხვირი შეიძლება ცხვირ–ხახის სიმსივნის „ჩუმი“ ნიშანი იყოს, რომელიც შენიღვის გამო შეუმჩნეველია. მის შემთხვევაში ავთვისებიანი პროცესი ცხვირის უკანა სივრცეს აზიანებს. ლიმ კენგ ჰუას, ოტორინოლარინგოლოს თქმით, სიმსივნე, როგორც წესი, ცხვირ–ხახის გვერდით მდებარე ღარებიდან (ცნობილია, როგორც როზენმიულერის ფოსო) წარმოიქმნება.
„თქვენ შეიძლება ცხვირი მოიხოცოთ, მაგრამ გაჭედილობის შეგრძნება არ გაქრეს. თუ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე თვე გრძელდება, ეს შეიძლება ცხვირ–ხახის სიმსივნის ნიშანი იყოს“ – განმარტავს ექიმი.მისივე თქმით, პაციენტს შეიძლება ყელზე უმტკივნეული მუწუკი გამოუვიდეს ან ყური დაუგუბდეს.
სხვა შესაძლო სიმპტომები. NHS ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ცხვირ–ხახის სიმსივნე თავის სახელს „ჩუმს“ ამართლებს. ადამიანების უმეტესობა პათოლოგიას ვერ ამჩნევს, სანამ ავთვისებიანი პროცესი ბოლო სტადიას არ აღწევს.ექსპერტები გირჩევენ, რომ გაჭედილი ცხვირის გარდა ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებსაც ყურადღება მიაქციოთ.
- ყელის შეშუპება, რომელიც 3 კვირაში არ ქრება;
- სმენის დაქვეითება, როგორც წესი, ერთ ყურში;
- ყურებში შუილი;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- თავის ტკივილი;
- გაორებული მხედველობა;
- სახის ქვედა კიდურების გაშეშება;
- ყლაპვის პრობლემები;
- ხრინწიანი ხმა;
- წონის უმიზეზო კლება;