თანაგრძნობა არავისთვის უცხო გრძნობა არაა. უსახლკაროების დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან ასე შეგვიძლია გამოვავლინოთ ყურადღება მათ მიმართ, რომელთაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ. Vivien გიზიარებთ ისტორიას სიკეთის შესახებ, რომელიც ყოველთვის ასმაგად უბრუნდება მათ, ვისაც წრფელი ზრახვები აქვს.
უსახლკაროების დახმარება
ნათია ოფისში იჯდა და სადილობისას ყავის დალევაზე ოცნებობდა. თავისი საქმე უკვე შეასრულა და ახლა საათს უყურებდა. სამწუხაროდ, გარეთ საშინელი ყინვა იყო, რომლის გამოც დილითაც კანკალებდა, მაგრამ ოფისში ყოფნა არ სურდა. 2 საათს ძლივს დაელოდა, მეზობელ კაფეში გაიქცა, რომ სამუშაო გარემოსგან დაესვენა.კაფეში ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ფანჯარასთან ერთი თავისუფალი მაგიდა იპოვა. წიგნი სიამოვნებით გადაშალა და კითხვაში ჩაეფლო, თან ყავას სვამდა. სადილობა თითქმის დაასრულა, როცა გარეთ ვიღაც ბაბუა დაინახა. კაფის ვიტრინასთან იდგა, სადაც ახალ გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმი ყველას დასანახად გამოეფინათ. ჩანდა, რომ მოხუცი ძალიან გაყინული იყო.
ნათია ასეთი უსახლკარო ბაბუების მიმართ ყოველთვის მწვავე სიბრალულს გრძნობდა. რამდენიმე წლის წინ მისი ბაბუა დედის მხრიდან გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება მასზე სწორედ ბაბუა ზრუნავდა. დედა ნათიას დაბადების შემდეგ სადღაც გაუჩინარდა და ჩვილი მამას დაუტოვა. ახლა ამ მოხუცმა ღვიძლ ბაბუაზე მოგონებები გაუღვიძა.წიგნი სწრაფად დახურა, ფინჯანი ცხელი კაკაო და ვიტრინიდან დიდი ფუნთუშა დარიჩინით იყიდა. ქუჩაში გავიდა და ეს ყველაფერი მოხუცს მიაწოდა. მოხუცმა გაკვირვებისგან ვერაფერი თქვა, მხოლოდ „მადლობა, ძვირფასო, არ ღირდა.“
უსახლკარო მოხუცების თავშესაფარი – ცრემლმორეული ნათია უკან ოფისში დაბრუნდა. მთელი ეს დრო ფიქრობდა მოხუცზე, რომელიც ახლა ქუჩაში მის საყვარელ კაფესთან იყინება. ეს ფიქრები ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა. ეჩვენებოდა, რომ მისი საყვარელი ბაბუა სიცივეში იტანჯებოდა. სამუშაო დღის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და კაფისკენ თავდაჯერებული გაეშურა.მოხუცი იქვე იყო. გრძელსკამზე იჯდა და უფრო მხნედ გამოიყურებოდა, მაგრამ ჩანდა, რომ ციოდა. მისი ნივთები ბინძური არა, მაგრამ აშკარად რამდენიმე წლის იყო. საუბედუროდ, ძალიან თხელი ქურთუკი ეცვა და ფეხსაცმელიც საუკეთესოს სურვილს ტოვებდა. ყინვა ძლიერდებოდა და ნათიას გაფიქრებაც არ სურდა, თუ რა ელოდა მოხუცს ღამე.
მოხუცთან მივიდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა რაიმეთი დახმარებოდა. ნათიამ იცოდა, რა პასუხს მიიღებდა და საკუთარ ვარაუდში არ შეცდა. გურამმა (ასე გაეცნო ბაბუა) უთხრა, რომ სასეირნოდ გამოვიდა და ყველაფერი კარგადაა. ნათია ხედავდა, რომ მოხუცს წასასვლელი არსად ჰქონდა.
– ბატონო გურამ, შემიძლია ჩაით გაგიმასპინძლდეთ? სახლში გემრიელი ჩაი მაქვს. ერთხელ ბაბუამ ინდოეთიდან ჩამომიტანა.
მოხუცი დათანხმდა, თუმცა არა მაშინვე. მის თვალებში ცრემლები ციმციმებდა. ნათიამ უსახლკარო სახლში მიიყვანა, ჩაი დაალევინა და ცხელი პეროგით გაუმასპინძლდა. სანამ ცხობით იყო დაკავებული, გურამი თავის ცხოვრებაზე უყვებოდა. ოდესღაც დაქორწინებული ყოფილა, მაგრამ ცოლი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. შვილები არ ყავდათ და მამაკაცი მარტო დარჩა. საკუთარ ბინაში მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ საიდანღაც ცოლის შორეული ნათესავები გამოჩნდნენ და ბინა წაართვეს, ბინის დასაცლელად მხოლოდ რამდენიმე დღე მისცეს. ასე შუა ზამთარში გარეთ აღმოჩნდა.
პეროგი, მოგზაურობა და სიკეთე – ნათიამ პეროგის ცომის მზადებისას მისი ისტორია მოისმინა და ცრემლებს ძლივს იკავებდა. შუაღამემდე გურამს ესაუბრებოდა, მისი ახალგაზრდობის ამბებს ისმენდა. მამაკაცი მეუღლესთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და ბევრი რამ ნანახი ჰქონდა. ნათიას გურამმა ბაბუა გაახსენა. მოხუცს საწოლი მისაღებში გაუშალა და გადაწყვიტა ბინაში დაეტოვებინა. სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.გურამი დილით ჩუმად წავიდა. ნათიამ დარჩენის შეთავაზებაც ვერ მოასწრო. შემოსასვლელ კარს სევდიანად გახედა, ყინვაზე დაფიქრდა და სამსახურში წასასვლელად გაემზადა. მომდევნო რამდენიმე დღე კაფის მახლობლად მოხუცის პოვნას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
თბილი შეხვედრიდან მესამე საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა. ზღრუბლზე გურამი იყო. ოღონდ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა! მოხუცს ძვირფასი კოსტუმი ეცვა, თვალებში სიმშვიდე და თავდაჯერებულობა იგრძნობოდა. შემოვიდა, ნათიამ კვლავ საყვარელი ინდური ჩაი მოამზადა. შემდეგ გურამმა თავისი ისტორიის დარჩენილი ნაწილი უამბო.ნამდვილად დაქორწინებული იყო და ბევრს მოგზაურობდა. მოგზაურობებში საკუთარი თავი იპოვა და დროთა განმავლობაში წარმატებული ბიზნესმენი გახდა. ახლა დიდი კორპორაციის ხელმძღვანელია. ახლახანს მართვის სადავეები სხვას გადასცა, ოღონდ მემკვიდრე არ ყავდა. მემკვიდრის პოვნა უჩვეულო მეთოდით სცადა. ასე ნათია გაიცნო.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ახლა ბევრ ადამიანს არ სჯერა ბედის და იმის, რომ ჩვენი ქცევები უკან გვიბრუნდება. ნათიას განსაცდელში მყოფი ადამიანის დახმარება სურდა და სიუხვის რქა მიიღო. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება. თუნდაც მამაკაცი ექსტრავაგანტული მილიონერი არ აღმოჩენილიყო, ნათია მაინც ბედნიერი იქნებოდა, რომ ვინმეს ცხოვრება უკეთესი გახადა.