ბევრი ქალი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად შაქარზე უარს ამბობს. უფრო გონიერმა ქალებმა იციან, რომ ამ პროდუქტის რაციონიდან მთლიანად ამოღება საჭირო არაა. შაქარი შეგიძლიათ უბრალოდ ჩაანაცვლოთ. შაქრის პოპულარული ალტერნატივა, სტევია ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება.სანამ სუპერ პროდუქტის შესაძენად მაღაზიაში გაიქცევით, მის თვისებებს გაეცანით. Vivien გიამბობთ, რა თვისებებს ფლობს სტევია და როგორ გამოიყენოთ სწორად.
სტევია – შაქრის შემცვლელი – სტევია მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც ჩვენთან სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა. პარაგვაელი და ბრაზილიელი ინდიელები სტევიას ათასზე მეტი წლის წინ იყენებდნენ. ისინი უმ ფოთლებს ჭამდნენ და მისგან სხვადასხვა ტკბილ სასმელს ამზადებდნენ.უცხოური მცენარე ბოტანიკოსების ხელში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მოხვდა. მათ თაფლოვანი მცენარიდან (სტევიას ასე უწოდებენ) ამოიღეს სპეციალური ნივთიერება (სტევიოზიდი და რებაუდიოზიდი A), რომელიც მცენარეს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ამის წყალობით არა მხოლოდ შაქრის შემცვლელი სტევია, არამედ სხვა ტკბილი ანალოგები გამოჩნდა.
სტევიას მთელი რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც წონის კლებისას შესაფერისია. შედარებისთვის, 100 გ შაქარი თითქმის 400 კალორიას შეიცავს, ხოლო 100 გ სტევია – 18 კალორიას.მეორეც, მასში პრაქტიკულად ნახშირწყლები არაა, რაც დიაბეტიკებისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სტევიას დამატკბობლებს ნულოვანი გლიკემიური ინდექსი აქვთ. სწორედ ამიტომ, ორგანიზმში გლუკოზის დონეზე გავლენას არ ახდენს.
გარდა ამისა, სტევია ღირებულ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ეთერზეთებს შეიცავს. სტევია შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შაქრის ალტერნატივად, ასევე პროფილაქტიკურ საშუალებად.სტევიას ექსტრაქტს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მცენარე იმუნიტეტს აძლიერებს, წნევას არეგულირებს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, პროდუქტი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს და ამხნევებს.
როგორ გამოვიყენოთ სტევია – სტევია სიტკბოსთვის ნებისმიერ სასმელს ან კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. ასევე მზადების დროს შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დამუშავების ტემპერატურა თაფლოვანი მცენარის სასარგებლო თვისებებზე გავლენას არ ახდენს.დაბალკალორიული მცენარეული დამატკბობელი ნებისმიერი კერძის საერთო კალორიულობას ამცირებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ტკბილი დესერტი, ცომეული, კრემი ან სხვა კერძი უნდა მოამზადოთ.
სტევიას წარმოება – ადრე სტევია პოპულარული არ იყო, რადგან საკმაოდ მომწარო გემო ჰქონდა. ეს მცენარის ფოთლებში შემავალი ნივთიერების, სტევიოზიდის დამსახურებაა. თანამედროვე მწარმოებლები ნედლ მასალას სიმწარეს ისე აშორებენ, რომ ამით სასარგებლო თვისებები არ იკარგება.დღესდღეობით თაფლოვანი მცენარე სხვადასხვა ფორმით იყიდება. ყველაზე გავრცელებული ფორმა – ფხვნილი. თუ შაქარს სასმელს უმატებთ, პატარა აბის ან გრანულის ფორმის სტევიას გამოყენებას გირჩევთ. სტევიას სიროფიც (თხევადი ექსტრაქტი) იყიდება.
ითვლება, რომ სტევია ფხვნილის ან სითხის სახით შაქარზე 200-ჯერ უფრო ტკბილია. ეს თანაფარდობა პროდუქტის დამუშავებასა და მის საბოლოო შემადგენლობაზეა დამოკიდებული. კარგ სტევიაში გლუკოზა (დექსტროზა) ან სახამებელი (მალტოდექსტრინი) არ უნდა შედიოდეს.ყოველთვის დააკვირდით შეფუთვას იმის გასაგებად, რამდენად ტკბილია სტევია შაქარზე. ეს აქტუალურია მათთვის, ვინც შაქრის შემცვლელს კერძის მზადებისას იყენებს. როგორც წესი, 1 აბი სტევია 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილს ცვლის.დაქუცმაცებული ფოთლების სახით ახალი სტევიაც შეიძლება შეგხვდეთ. ასეთი სტევია პრაქტიკულად დამუშავებული არაა, ამიტომ სტევიოზიდს და რებაუდიოზიდ A შეიცავს. ასეთი დამატკბობელი შაქარზე 10-15-ჯერ ტკბილია.სტევიას მთელი ფოთლები შეგიძლიათ გამაგრილებელ ჩაიში გამოიყენოთ. ¼ ჩ/კ და 5 წუთი საკმარისია, რომ სასარგებლო ტკბილი სასმელი უშაქროდ მოამზადოთ.
რედაქციის რჩევა: სტევიას დღიური დოზა ჯანმრთელი ადამიანისთვის 40 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. დღეში ამდენი შაქრის შემცვლელის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ არ შეგეშინდეთ, რომ გადააჭარბებთ. თუ რაიმე უსიამოვნება გაწუხებთ, თქვენი დღიური ნორმა ექიმთან დააზუსტეთ.სტევიას მიღებას რიგი გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს. იშვიათად გვხდება, მაგრამ მათ შესახებ უნდა იცოდეთ. მაგალითად, მუცლის შებერილობა, გულისრევა ან მსუბუქი თავბრუსხვევა.
ხშირად ამის მიზეზი არა სტევია, არამედ პროდუქტში სხვა, უსარგებლო კომპონენტების არსებობაა. სწორედ ამიტომ, სტევიას შეძენამდე შემადგენლობა კარგად გადაამოწმეთ.გახსოვდეთ, როგორი სასარგებლო პროდუქტიც არ უნდა იყოს, ყოველთვის და ყველგან ზომიერება უნდა დაიცვათ. ჯანმრთელობას გისურვებთ!