ზაფრანა თვალის დაავადებების სამკურნალოდ და ძილის გასაუმჯობესებლად 

909

ზაფრანას მიღება დაგეხმარებათ თვალის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გლაუკომას, დიაბეტური რეტინოპათიის და ასაკობრივი მაკულოდისტროფიის დროს. მცენარე ჩვენი მხედველობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.

ზაფრანა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სანელებლად ითვლება, რაც მისი მოსავლის აღების სირთულესთან არის დაკავშირებული. ზაფრანა ბევრ სამკურნალო თვისებას შეიცავს. ზაფრანა შეიცავს ბევრ ნატურალურ კაროტინოიდს, რომელიც ასაკოვან ხალხში თვალის ბადურას და ბროლს იცავს. ზაფრანა ბადურის უჯრედების სტრუქტურის და ფუნქციის აღდგენას ხელს უწყობს.

მასში შედის ანტიოქსიდანტური კაროტინოიდები, კროცინი და კროცეტინი, რომელთაც უჯრედულ დონეზე ძლიერი დადებითი ზემოქმედება აქვთ და ნეირონებს იცავენ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ, ასევე ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზაფრანას ანტისიმსივნური, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ნეირონების დამცავი და თვალისთვის ძალიან სასარგებლო ეფექტი აქვს. კაროტინოიდები ბადურის უჯრედებს იცავს, ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციასთან დაკავშირებული ჟანგვითი სტრესით დაზიანებულ ფუნქციას და სტრუქტურას აღადგენს.

ზაფრანას მიღება ასაკობრივი მაკულოდისტროფიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა. უნიკალური თვისებების წყალობით ბადურის გარკვეული გენების აქტივოვის დონის შეცვლა შეუძლია, რითაც მის დაცვასა და აღდგენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზაფრანის ექსტრაქტი გლაუკომას დროს თვალშიგა წნევას ამცირებს, ასევე დიაბეტური რეტინოპათიის დროს მხედველობის სიმკვეთრეს აუმჯობესებს.

ზაფრანას ექსტრაქტი არა მხოლოდ თვალის სამკურნალოდ, არამედ უძილობის დროსაც დაგეხმარებათ. ავსტრალიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ზაფრანას ექსტრაქტი უძილობის მქონე ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენეს. ერთ კვირაში მათი ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მეცნიერების ექსპერიმენტში 18-დან 70 წლამდე ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც გარკვეული მიზეზით ძილის პრობლემები აწუხებდათ. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყეს. პირველ ჯგუფს 28 დღე ზაფრანის ექსტრაქტს (დღეში 14 მგ) აძლევდნენ, დანარჩენებს – პლაცებოს. მოხალისეებმა კვლევის ბოლომდე არ იცოდნენ, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

ყოველი კვირის ბოლოს მონაწილეებს გამოკითხვა უტარდებოდათ, რომ გამოხატული უძილობის ინდექსი გაეგოთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ზაფრანის ექსტრაქტს იღებდნენ, ძილის ხარისხი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებული ჰქონდათ. გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა. მეცნიერები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ, რომ გაიგონ, რატომ აუმჯობესებს ზაფრანა ძილს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს