5 ხილი, რომელიც ქოლესტერინის მაღალ დონეს ბუნებრივად ამცირებს

1689

ქოლესტერინი – ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ღვიძლი ბუნებრივად გამოიმუშავებს. გარკვეული რაოდენობით ბევრი ფუნქციის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, მაგრამ მაღალი დონე გულ–სისხლძარღვთა სისტემას სერიოზულ ზიანს აყენებს, სისხლძარღვების არტერიებში ათეროსკლეროზის ფოლაქების გაჩენას ხელს უწყობს, ინფარქტის და ინსულტის შეტევის რისკს ზრდის.ქოლესტერინის დაგროვების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი მეთოდი კვების სწორი ჩვევებია. სპეციალისტები გირჩევენ, რომ რაციონში ჩართოთ 5 ხილი, რომელიც ქოლესტერინის მაღალ დონეს ბუნებრივად შეამცირებს.

  • მსხალი და ვაშლი. ხილი ბევრ პექტინს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინთან დაკავშირებული უჯრედისის ტიპია, ნაწლავებში მის შეწოვას ანელებს და ორგანიზმიდან განავლით მის გამოდევნას ხელს უწყობს. საშუალო ზომის 1 მსხალი 6 გრ უჯრედისს შეიცავს, საშუალო ზომის 1 ვაშლი – 4 გრ უჯრედისს. ორგანიზმში მოხვედრისას მისი ბოჭკოები ქოლესტერინის ნაწილაკებს ეკვრის, სისხლში მის შეღწევას და სხეულის სხვა ნაწილებში მოხვედრას ხელს უშლის. დამატებით, მსხალი ლიგნინის მდიდარი წყაროა – უჯრედისის ტიპი, რომელიც ქოლესტერინის დაგროვებას აფერხებს.
  • ავოკადო. ამერიკის გულის ასოციაცია (AHA) აცხადებს, რომ დღეში 1 ავოკადოს მირთმევა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), იგივე ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასეთ ეფექტს უზრუნველყოფს მასში შემავალი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჭარბწონიან ადამიანებშიც ქოლესტერინის მაჩვენებლებს აუმჯობესებს.
  • ყურძენი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ქოლესტერინის დონეზე ყურძნის გავლენას სწავლობდნენ, დაადგინეს, რომ ხილის მიღება ნაწლავების მიკრობიომის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს, სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აქტივობას ხელს უწყობს. სასარგებლო მიკროფლორის „გვერდითი ეფექტია“ სისხლძარღვების მდგომარეობის გაუმჯობესება, ქოლესტერინის დეპოზიტების შემცირება.
  • გარგარის ჩირი. ხმელი გარგარი სისხლძარღვების კედლებზე დადებით გავლენას ახდენს, სისხლძარღვების დაბლოკვას ხელს უშლის. ხმელი ხილი შეიცავს ბევრ კალიუმს – მინერალი, რომელიც სისხლძარღვების კედლების ჯანსაღ ტონუსს ხელს უწყობს. ასევე გარგარის ჩირი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც თირკმლების მდგომარეობას აუმჯობესებს. ამის ხარჯზე ქოლესტერინი ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება. ექიმები გირჩევთ, რომ მჟავე ჩირი გამოიყენოთ.

სხვა ხილზე საუბრისას ექიმები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად ტკბილ ნაყოფს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს