AICR–ის ინსტიტუტის მეცნიერების მოსაზრებით, ისეთი სასმელი, როგორიცაა ყავა, ეფექტური ორგანული საშუალებაა სიმსივნისგან დასაცავად. ის ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების რისკს ამცირებს.მკვლევარები შეგახსენებთ, რომ სიმსივნის პროფილაქტიკა უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. მეცნიერები გირჩევენ, რომ პროფილაქტიკისთვის ნატურალური ყავა, შაქრის, ნაღების და დამატკბობლების გარეშე დალიოთ, თუ თქვენთვის ნებადართულია. ყავის მიღება ზოგიერთი სიმსივნის განვითარების რისკს ანახევრებს, ვარაუდობენ ექსპერტები.სიმსივნე ვითარდება, როცა დაზიანებული უჯრედები სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდება. ასე სხეულის სხვადასხვა ნაწილში სიმსივნე სწრაფად შეიძლება განვითარდეს, რაც სასიკვდილო დაავადების ხასიათს ამძაფრებს. ეპიდემიოლოგიის ამერიკული ჟურნალი (American Journal of Epidemiology) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ყავა თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით სიმსივნისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ამერიკის სიმსივნის კვლევითი ინსტიტუტის (AICR) სპეციალისტებმა თითქმის მილიონ კაცსა და ქალში ყავის მიღების ჩვევები გაანალიზეს. დაასკვნეს, რომ ზოგიერთ სიმსივნესთან მიმართებაში ყავა დამაბრკოლებელ ფაქტორად მოქმედებს.„ადამიანები, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამდნენ, პირის ღრუს და ყელის სიმსივნით გარდაცვალების რისკი 2–ჯერ უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას არ სვამდა ან მხოლოდ იშვიათად სვამდა“ – დაადგინეს კვლევის ავტორებმა.ყავის მიღების სურვილი ინდივიდუალური, გენეტიკური თავისებურებაა. კვლევის მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც დღეში 5-6 ფინჯან ყავას სვამდა. ასეთ ხალხს ანტისიმსივნური დაცვის მიმართ ყველაზე მდგრადი ეფექტი ჰქონდათ. AICR-ის სპეციალისტების თქმით,
„სავარაუდოდ, ყავის ფიტოქიმიური ნივთიერება ზოგიერთი სიმსივნის განვითარების დაბალ რისკზეა პასუხისმგებელი“.ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ყავის პრევენციული მიღება მაშინ ხდება, როცა სასმელს რაიმე დანამატის გარეშე სვამთ. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობის მიუხედავად ყავა სისხლძარღვების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს და დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება არტერიულ წნევაზე არახელსაყრელი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. NHS-ის ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, გვერდითი ეფექტები შეიძლება 4 ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ გამოვლინდეს.