Cancer Research UK–ის მონაცემებით, მელანომიით დაავადებული ადამიანების 87% დაავადების განვითარებიდან 10 წელზე მეტი ცხოვრებას აგრძელებს, ხოლო შემთხვევების 86%–ის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება. კანის სიმსივნის გამოვლენა მარტივია, რადგან სიმსივნის არე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.მთავარია იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება და როდის მიმართოთ ექიმს. National Health Service–ის (NHS) მონაცემებით, მელანომას ერთ–ერთი ნაადრევი ნიშანია ახალი ხალი ან არსებული ხალის ფორმის შეცვლა. ხალების უმეტესობას მრგვალი ან ოვალური თანაბარი კიდე აქვს.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ამჩნევთ, რომ ხალი რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიცვალა. მათ მიეკუთვნება ხალის გაზრდა, ფორმის შეცვლა, ფერის შეცვლა, სისხლდენა ან ქერქით დაფარვა.მკურნალ ექიმთან კონსულტანციაზე დაფიქრდით, თუ ხალი გექავებათ ან გტკივათ.
თუ ხალი დროთა განმავლობაში ფორმას იცვლის, სავარაუდოდ, მელანომაა. თუ არსებული ხალი გაეჭვებთ და სიმპტომები გამოვლინდა, ექიმს მიმართეთ.