დემენციის ნაადრევი უჩვეულო სიმპტომი, რომელიც პაციენტების ნახევარს აწუხებს

1145

დემენციის მრავალი სახეობა არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება და სისხლძარღვთა დემენცია. დაავადების დიაგნოსტიკა უკვე 45 წლის ასაკში შესაძლებელია. ამჟამად დემენციის სამკურნალო წამალი არაა, მაგრამ ნაადრევი დიაგნოსტიკა პროგრესის შენელებას ხელს უწყობს.დემენციის მეტნაკლებად ცნობილი სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა და გონების დაბინდვა. ადამიანები, რომელთაც ამ დიაგნოზის დასმის ეშინიათ, შეიძლება მოელოდნენ, რომ ეს ორი სიმპტომი პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება.ბოლო კვლევების თანახმად, პირველი ჩვენება, რომელიც დემენციის მქონე პაციენტების თითქმის ნახევარს ეხება, განსხვავდება.ექსეტერის უნივერსიტეტის (The University of Exeter) მონაცემებით, ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელიც ნაადრევად შეიძლება გამოვლინდეს, აპათიაა.

აპათია – მოტივაციის უქონლობა რაიმეს გასაკეთებლად ან გულგრილობა იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება. დემენციის მქონე პაციენტებში აპათიის გრძნობა შეიძლება გამოვლინდეს წინა გატაცების მიმართ ინტერესის დაკარგვით ან ქუჩაში გასვლის სურვილის არ ქონით. კვლევის ფარგლებში განიხილეს ალცჰაიმერით დაავადებული 4320 მონაწილის მონაცემები, რომლებიც 20 კოჰორტული კვლევის შედეგად შეაგროვეს.შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეების 45% კვლევის დასაწყისში აპათიური იყო. 20%–ში ეს ნიშანი უფრო დიდხანს გაგრძელდა. კვლევამ აჩვენა, რომ ბევრ პაციენტს აპათიის ნიშნები ჰქონდათ, მაგრამ დეპრესიის დიაგნოზი არ დაუსვეს. სავარაუდოდ, აპათია შეიძლება სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.

აპათია დემენციის მქონე ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხდება. ალცჰაიმერის ასოციაციის მონაცემებით, პაციენტების 50-დან 70%–ს ეს სიმპტომი აწუხებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს