ექიმები უკვე რამდენიმე წელია აცხადებენ, რომ მსოფლიო სიმსუქნის და მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის ეპიდემიამ მოიცვა. ეს ქრონიკული დაავადებაა და კონტროლის გარეშე შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა სიბრმავე, ფეხის ამპუტაცია.
შაქრიანი დიაბეტი – დაავადება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის დონის რყევები ხდება. განასხვავებენ პრედიაბეტს, გესტაციურ დიაბეტს, 1–ელ და მე–2 ტიპის დიაბეტს.დიაბეტი მზაკვრულია იმით, რომ დიდხანს თავს არ იჩენს. დაავადების რამდენიმე სხვადასხვა ნიშანია, რომლის დროსაც შაქარზე სისხლის ანალიზები უნდა ჩააბაროთ. ნაადრევი დიაგნოსტიკა ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ საუკეთესო ფაქტორია.სისხლში შაქრის დონის მატებაზე გაფრთხილებთ სიმპტომები, რომლებიც ფეხებს უკავშირდება, – მათში უცნაური, უჩვეულო შეგრძნებები ჩნდება.
მე–2 ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი სათანადოდ ვერ ამუშავებს ინსულინს, რომლის მთავარი ამოცანა შაქრის დონის რეგულირებაა. ინსულინის გარეშე ორგანიზმში ბევრი გლუკოზა გროვდება და სისხლძარღვები ზიანდება.ამ მდგომარეობის გამო შეიძლება ნევროპათია (ერთი ან რამდენიმე ნერვის დაზიანება) განვითარდეს. ასეთი მდგომარეობას ხშირად იწვევს ქავილს, ჩხვლეტას, წვას ან ფეხში მგრძნობელობის დაკარგვას. თუ ტერფებში წვას გრძნობთ, მუდმივად კანი გექავებათ, შაქარზე ანალიზი აიღეთ.მაღალი შაქრის დონის მქონე ბევრი ადამიანი ნეიროპათიას განიცდის – მდგომარეობას, რომლის დროსაც კიდურების მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედები ზიანდება. დიაბეტური ნეიროპათია ხშირად ტერფების და ფეხების დაბუჟებით იწყება.თუ რაიმე მიზეზით ექიმთან ვერ მიდიხართ, ნებისმიერ აფთიაქში გლუკომეტრი შეიძინეთ და გამოკვლევა დამოუკიდებლად ჩაიტარეთ. ეს ძალიან მარტივია. თავდაპირველად, დილით, უზმოზე უნდა გაიკეთოთ.ნორმა უზმოზე – 3,3-დან 5,5 მმოლ/ლ–მდე, ხოლო ჭამის შემდეგ – 5,6-6,6 მმოლ/ლ–მდე. თუ მეორე მაჩვენებელი (ზედა ზღვარი) უზმოზე ანალიზის აღებისას არის მიღებული, გამოდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობა დაქვეითებულია. უზმოზე ანალიზის შემდეგ 6,7 მმოლ/ლ მაჩვენებელი ჰიპერგლიკემიაზე საუბრობს – სისხლში შაქრის დონის მატება. ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.
მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის კლასიკური ნიშნები
- მუდმივი სიმშრალე პირში
- მუდმივად წყურვილის გრძნობა
- მშრალი კანი და ქავილი
- ჭრილობის ცუდად შეხორცება
- სისუსტე და ოფლიანობა
კიდევ ერთი სიმპტომი, რომელსაც დიაბეტზე ეჭვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ – მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება. თუ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია, ექიმს უნდა მიმართოთ. სხვათა შორის, პაციენტს დიაბეტზე ეჭვის შესახებ ხშირად ოფთალმოლოგი ეუბნება, როცა გამოკვლევისას დაზიანებულ კაპილარებს ხედავს.